ფილიპ ლამმა ძალიან საინტერესო საფეხბურთო კარიერა განვლო
დღეს "ბაიერნის" კაპიტან ფილიპ ლამს კარიერის დაისზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს. ამასთან დაკავშირებით, გავიხსენოთ, როგორ იწრთობოდა ფოლადი, როგორ მოვიდა აქამდე ლამი...

2007 წელს ფილიპ ლამი სამხრეთ აფრიკაში ჩაფრინდა. მან მოინახულა იოჰანესბურგთან ახლოს მდებარე სოფელი ინერდეილი, სადაც 160 ობოლი ბავშვი ცხოვრობს. ფილიპმა მათ ჩაუტანა საჭმელი და ტანსაცმელი.

ამის შემდეგ კი გზა განაგრძო და ჩავიდა სვაზილენდში, სადაც გაიცნო 13 წლის გოგონა ბუსისვე. მას მშობლები, ბიძა და ბიცოლა შიდსისგან გარდაეცვალა. ის მარტო ზრდიდა ორ პატარა დას. ლამი შეხვდა აფრიკელ პოლიტიკოსებს, მოინახულა მუზეუმები, ესაუბრა ჟურნალისტებს, მაგრამ თავიდან ვერ იშორებდა ფიქრს ბუსისვეზე.

"ჩემი ოჯახის დამსახურებით, უბედნიერესი ბავშვობა მქონდა. ამიტომ, როცა მე ვფიქრობდი იმ გოგონაზე, უზომოდ მტკიოდა გული", - უთხრა ლამმა მოგვიანებით გერმანელ ჟურნალისტებს.

23 წლიდან ლამმა ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მოწოდებად გაჭირვებულების დახმარება გაიხადა. შეიტყო რა, რომ ეთიოპიელი მძლეოსანი გოგონა ფეხშიშველი ვარჯიშობდა, მას ფეხსაცმელები და მთლიანი სპორტული ეკიპირება გაუგზავნა. იოჰანესბურგთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი სტადიონი ფილიპმა თანამედროვედ მოაწყო.

თავის დროზე, ბავშვობაში, ლამი დიდხანს უარობდა "ბაიერნში" გადასვლას. მისთვის საკმარისი იყო რაიონული მასშტაბის კლუბი "გერნი", სადაც მუშაობდა დედამისი. იქ სხვადასხვა დროს თამაშობდნენ ლამის ბაბუა, მამა და ბიძა. 1993 წელს ლამი მიიყვანეს გასინჯვაზე "მიუნხენ 1860"-ში. მას იქ ხის დიდი ღობე დახვდა. ბიჭმა მამას უთხრა, რომ იქ თამაში არ სურდა. რამდენიმე კვირის შემდეგ "მიუნხენმა" ლამის "გერნი" 7:2 გაანადგურა. ფილიპმა ის ორი გოლი შეაგდო.

ერთი წლის შემდეგ ლამს "ბაიერნმა" უხმო. მშობლები სიხარულისგან ცას ეწიენ, ბიჭი კი გაჯიუტდა. მას არ უნდოდა გუნდის დატოვება, რომლის შემადგენლობაშიც ყველა თამაში დღესასწაული იყო მისთვის. სახლიც ძალიან ახლოს იყო სტადიონთან. ამ დროს "ბაიერნის" ბავშვთა გუნდის მწვრთნელმა ლამს "მკვლელი" არგუმენტი მოუყვანა: "თუ გასინჯვას არ ჩააფლავებ, მაშინ ბურთის მიმწოდებელი იქნები ბუნდესლიგის მატჩებში".

როგორც აღმოჩნდა, "ბაიერნშიც" შესაძლებელი ყოფილა მეგობრების შეძენა. პირველივე ვარჯიშზე ფილიპზე ზრუნვა დაიწყო ენცომ, დიეგო კონტენტოს უფროსმა ძმამ. ის არა მხოლოდ ზრუნავდა ლამზე, არამედ პირველად წაიყვანა "ბაიერნის" მომავალი ლიდერი ამ გუნდის თამაშზე და აუხსნა, როგორ უნდა მიეწოდებინა ბურთი სწორად.

ცოტა ხანში წარმომადგენლობითი ტურნირის ფინალში ლამმა "მიუნხენ1860"-ს გაუტანა. ათამდე ბიჭი მას ზეიმის დროს ზემოდან დააწვა. საქმეში გუნდის ექიმის ჩარევაც კი გახდა საჭირო. ფილიპი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. რამდენიმე წლის შემდეგ ლამმა "ბაიერნთან" ერთად გერმანიის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო.

2002 წლის ნოემბერში ლამმა "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში გაიელვა. "რეკორდმაისტერი" უკვე ვეღარ გადიოდა ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე და ოტმარ ჰიტცფელდმა "ლანსთა" მატჩის დამატებით დროში მისცა შანსი ახალგაზრდას. მან მარკუს ფიოლნერი შეცვალა, რომელმაც "ბაიერნი" დააწინაურა და ანგარიში 3:2 გახადა. იმ თამაშისათვის განკუთვნილმა პრემიამ დუბლშემადგენლობაში ლამის თვიურ ხელფასს გადააჭარბა. არადა, ფეხბურთელებმა პრემია ვერ მიიღეს. სულ ბოლოს ბლანშარი სალიჰამიჯიჩის ზურგიდან გამოხტა და ანგარიში გაათანაბრა.

2003 წლის 7 ივნისს "ბაიერნის" დუბლშემადგენლობამ "საარბრიუკენთან" 1:3 წააგო. ერთადერთი გოლი მიუნხენელთა რიგებში 35 წლის ფორვარდმა, რალფ ჰაზენჰუტლმა შეაგდო, ვინც დღეს "ლაიფციგის" მთავარი მწვრთნელია. თამაშს მოჰყვა ვახშამი. ვახშამზე კი გაისმა სატელეფონო ზარი - ფელიქს მაგათმა ლამი "შტუტგარტში" სათამაშოდ დაპატიჟა.

"შტუტგარტში" ლამის მისვლის შემდეგ ამ გუნდმა პირველი შეხვედრა "როსტოკში" გამართა. თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე საბიჩმა ლამის გუნდი დააწინაურა. თამაშის დასრულებას 15 წუთი აკლდა, როცა მაგათმა შემტევი მაისნერის ნაცვლად ნახევარმცველი ჰლების გაყვანა გადაწყვიტა. ბელორუსი საფეხბურთო ამუნიციას დიდხანს ისწორებდა და ფელიქსმა გადაიფიქრა. ლამი მინდორზე შევიდა და საბიჩს მეორე გოლი გაატანინა. ის მალე გახდა "შტუტგარტის" ძირითადი მარცხენა მცველი, გერმანულ კლუბს კი ჩემპიონთა ლიგა და "მანჩესტერ იუნაიტედი" ელოდა.

ბუნდესლიგაში დებიუტიდან ნახევარი წლის შემდეგ ლამი გერმანიის ნაკრებში მიიწვიეს. მაგათის საშინელ დატვირთვებს შეჩვეულ ფილიპს ნაკრები ნამდვილ სამოთხედ მოეჩვენა. მერე იყო წარმატებები "შტუტგარტში", დაბრუნება "ბაიერნში", დიდებული თამაში გერმანიის ნაკრებში, სადაც ფილიპ ლამმა უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორის - მსოფლიოს ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა.

ლამის შესახებ აღტაცებით საუბრობდა და საუბრობს სხვადასხვა მწვრთნელი - დესპოტი ფელიქს მაგათი, სიტყვაძუნწი ოტმარ ჰიტცფელდი, ზომიერი იოახიმ ლიოვი, საფეხბურთო ინტელექტუალი კარლო ანჩელოტი და სხვები.

ბევრი მიიჩნევს, რომ 33 წლის ასაკში მისთვის ადრეა კარიერის დასრულება, მაგრამ ახლავე შეიძლება ითქვას, რომ ძალიან განათლებული ლამი არ დაიკარგება.

"ეს ჩემი არჩევანია. მე ვამთავრებ კარიერას, მაგრამ ფეხბურთი მუდამ ჩემში დარჩება. მის გარეშე მე უბრალოდ არ შემიძლია. ფეხბურთმა მომცა მე დიდი სახელი და აღიარება. ის მხოლოდ თამაში არ არის. ის ხელოვნებაა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ რაღაცის მიღწევა შევძელი", - ამბობს ლამი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გულშემატკივარი
დიდი კაპიტანი!
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფილიპ ლამი ახალი პროფესიის ძიებაშია
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
"ანჩელოტი რომ ბრაზილიელი იყოს, პრესა გაანადგურებდა" - ქვეყნის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კარლოს აკრიტიკებს
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"დისტანციურად გამოძახებულია" - ბრაზილიის პრეზიდენტმა ნეიმარს მწარედ დასცინა
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
გუნდი, როგორც ასეთი! IFFHS-მა დეკადის საუკეთესო გუნდი გამოაქვეყნა [PHOTO]
ლეგენდარული ფეხბურთელები, რომლებმაც 2017 წელს კარიერა დაასრულეს [PHOTO]
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
ევრო 2024. ფილიპ ლამი: საქართველო ევროპაში საკუთარი ადგილისთვის იბრძვის - საუბარი იდენტიფიკაციაზეა
ფეხბურთელები და მათი ზედმეტსახელები - რატომ ჰქვია აგუეროს "კუნი"? [PHOTO]
ლამმა 2022 წლის ბუნდესლიგის 2 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა