ამჯერად, "ბარსელონა" უშანსოდ ჩანს
...ეტყობა, "ბარსელონამ" მორიგი ექსპერიმენტი ჩაიფიქრა. პირველი იყო პსჟ - 0:4 და 6:1. ახალი ტესტი შედარებით იოლია - საკმარისი იქნება "სულ რაღაც" 4 უპასუხო გოლი და...

ხუმრობა იქით იყოს და, ექსპერიმენტი კი არა, "კამპ ნოუზე" ახალი გუნდის მშენებლობა უნდა ჩაიფიქრონ. შეიძლება უკვე ჩაიფიქრეს და გადაწყვიტეს კიდეც. აქ მთავარი ის არის, რომ ფეხბურთელები, რომლებმაც ის "ბარსა" შექმნეს, თითებზე ჩამოსათვლელადღა დარჩნენ და დადგა სრულიად სხვა რეალობა...

დამთავრდა ბრწყინვალე ეპოქა, რომელმაც არაერთი სასიამოვნო მატჩი, ეპიზოდი თუ ფეხბურთელი გვაჩუქა. აბა, მაშინ როგორ წარმოვიდგენდით, რომ დადგებოდა დრო, როცა ლეო მესისა და ანდრეს ინიესტას "ბარსელონას" დამარცხება ასე იოლი იქნებოდა, გუნდისა, რომელიც ერთ დროს ევროპას შიშის ზარს სცემდა...

მაგრამ ყველაფერი წარმავალია და ახლაც თითქმის წარმოუდგენელია, "ბლაუგრანამ" საპასუხო მატჩში ისეთივე დღე აყაროს "იუვენტუსს", როგორიც პსჟ-ს დამართა. იმიტომ, რომ... ეს "იუვენტუსია" და არა - პსჟ. სახელი, ტრადიცია და გამარჯვებულის მენტალიტეტი ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ეს აკლდა პსჟ-ს, თორემ მეოთხედფინალში ახლა ის იქნებოდა...

მასიმო ალეგრიმ ბრწყინვალედ მოამზადა გუნდი როგორც ტაქტიკა-სტრატეგიის, ისე ფსიქოლოგიის მხრივ. ასეთი ამბავი დააწიო გუნდს, რომელსაც ფანტასტიკური შეტევითი პოტენციალი აქვს, მტკიცე ხასიათის გარეშე - ზღაპარია...

მატჩის გმირი იყო მთლიანად "იუვე", მაგრამ განსაკუთრებით - პაულო დიბალა, ვინც პირველ ტაიმში ორი დიდოსტატური გოლი შეაგდო და მსუყე გამარჯვების წინაპირობა შექმნა. მან ჯერ კუადრადოსგან მიიღო პასი, მერე კარისკენ ზურგით მდგომი შემოტრიალდა და შორეულ დაბალ კუთხეში მოარტყა.

მერე მანჯუკიჩის პასს გაციება არ აცალა, ეგრევე დასცხო ბურთს საჯარიმოს ხაზიდან და ტერ შტეგენს ახლო კუთხეში გაუტანა.

ხოლო მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა კიელინის თავური დაარტყმევინეს და ესეც - 3:0!

ვერ ვიტყვით, რომ "ბარსა" მოედანზე არ იყო - ლუის ენრიკეს ბიჭებმაც ირბინეს, ურტყეს, აწოდეს... მაგრამ ამ ყველაფერს ჯიგარი და მარილი აკლდა. რატომ მოსდის "ბარსას" ასე ესოდენ ხშირად? იმიტომ, რომ ყველაფერი შესაცვლელია, მარტო მწვრთნელი - არა!

"იუვენტუსი" კი ბრწყინვალე მაგალითი გამოდგა საიმისოდ, ერთდროულად როგორ უნდა მოაქციო მეტოქე წნეხში, მარტივ მამრავლებად დაშალო და თან ფეხბურთიც ითამაშო! ბრავო "იუვე"! ნახევარფინალი ძალიან ახლოსაა! ალალიცაა!

იხილეთ ვიდეო

იუვენტუსი-ბარსელონა 3:0

გოლები: 1:0 დიბალა (7), 2:0 დიბალა (22), 3:0 კიელინი (55)

იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - დანი ალვეში, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - პიანიჩი (89. ბარძალი), ხედირა - კუადრადო (73. ლემინა), დიბალა (81. რინკონი), მანჯუკიჩი - იგუაინი.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, მატიო (46. ანდრე გომეში) - რაკიტიჩი, მასკერანო, ინიესტა - მესი, ნეიმარი, სუარესი.

მაყურებელი: 41 505

საპასუხო მატჩი - 19 აპრილს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

1456
ბარსას ზღაპარი აქ მორჩა, იუვეს დაცვა ბევრად ძლიეტი ციდრე პსჟესი იყო ასევე ნახევრდაცვაც. იტალიური გუნდია არ დაგავიწყდეთ და დაცვაში თამაში ყველაზე კარგად იციან.. გაიხსენეთ ინტერი ბარსელონა თუმდაც, მაურინიოს ტაქტიკა და ლიგაზე გამარჯვება. მოკლედ ბარსასთვის სამართალმა პური ჭამა ;დ
gaioz
"ბოროტებამ" დამსახურებულად იმარჯვა ! არადა მსაჯი საგონებელში იყო, ვის მიხმარებოდა არ იცოდა . )
ძველი თბილისელი
სასაცილოა, ეს ბარსაააა და ასე შემდეგ რომ მიდის კომენტარები :D ბარსას ერთადერთი შანსია პსჟ-სთან მსაჯი, რომ იყო ეგ თუ იქნება, აი მაშინ მოიგებს :D
თემო
იუვე ძველ დიდებას მალე დაიბრუნებს
Guadua
ავტორს ეტყობა რომ ჯერ გამოუცდელია ჟურნალისტიკაში დ "დიდი ფეხბურთი " ისე ესმის როგორც ხორვატს ბურიატიული :) როცა ბარსა, ბავარია,რეალზეა საუბარი, აქ "ფანტასტიკა" არ არსებობს, აქ ყველაფერი დასაშვებია საზიზღარი წაგებაც, საზიზღარი მოგებაც და ფანტასტიკურად ლამაზი სპექტაკლებიც. ჰო ავტორ, ისიც არ გაგიკვირდეს რომ ლესტერმა ატლეტიკო გააგდოს
UPROBLEMOD
ბარსა ისევ დაქალთან დარჩააა?დ:დ:D:D::D

პსჟ_სთან 3 არარსებული გოლი აჩუქეს ბარსას. ვიდეო გამეორებები ლიგაზე მაშინ რომ ყოფილიყო 3-2 ან 3-3 მორჩებოდა უეჭველად.
ZZ
ბარსა ეხლა კი ნამდვილად უნდა გავარდეს,რადგან ის 6-1 მსაჯის დამსახურება იყო,მსაჯი იყო მხარე და არა მსაჯი,დანიშნა ორი პენალტი რომელიც არ იყო პენალტი და ძალიან ბევრი შეცდომები ჰქონდა
კაკო
მიუხედავად იმისა რომ წელს ბარსა გუნდი არა და ახალი სტრატეგიაა ასარჩევი, მაინც მგონია რომ პსჟ ბევრად უფრო საშიში თავდასხმა ნახევარდაცვა ყავდა ვიდრე იუვეს. შეიძლება ბარსა ვერ გავიდეს შემდეგ ეტაპზე მაგრამ 1 შანსზე მეტი ესპანეთში არ ექნებათ იტალიელებს თუ ვერ გამოიყენებენ აუცილებლად ბარსა გავა
yuve
ეს იუვენტუსია და არა პესეჟე ეს არ დაგავიწყდეთ .იუვესთვის 4 გოლის გატანა ეს უკვე ფანტასტიკის სფეროა.
kika
1 ან თუნდაც 3 თამაშის ჩავარდნით სეზონში, ნუ ჩამოვწერთ ბარსას. ამ გუნდს ბევრი შეუძლია და ამას არაერთხელ დაამტკიცებს.ჯერ ადრეა საუბარი ეპოქის დამთავრებაზე!
333
მრავალი წლის შემდეგ დადგა დრო იუვემ თასი აღმართოს.სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ჯიჯი ამას იმსახურებს
guri
არ გეგონოთ რომ ბარსელონას ზღაპარი დამთავრდა.
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
მესი თუ რონალდო - კიელინიმ არჩევანი გააკეთა
კიდევ ერთი სეზონი - დიბალა სავარაუდოდ, "რომასთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
კიელინი: ამას კვარაცხელიასგან არ ველოდი
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
დიბალა "რომაში" დარჩა - არგენტინელი სამშობლოში დაბრუნებას ჯერჯერობით არ აპირებს
სუარესმა გაიხსენა, როგორ აღმოჩნდა "რეალის" ნაცვლად "ბარსელონაში"
"დიბალა თუ ლაუტარო?" - ტოტის არჩევანი გაგაოცებთ
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
ჯორჯო კიელინიმ 39 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
[VIDEO] სპალეტი გაგიჟდა - ლუჩანო მსაჯს დაუპირისპირდა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ლუკაკუ პრობლემა სულაც არაა, მან უამრავი შანსი თავად შეიქმნა" - კიელინიმ ბელგიელი დაიცვა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"რომას" დიბალა უბრუნდება - როდის შეძლებს არგენტინელი "ჯალოროსის" დახმარებას
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს