ტურინის "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი და ჩეხი მოდელი ალენა სერედოვა ივნისში ქორწინდებიან
ტურინის "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი და ჩეხი მოდელი ალენა სერედოვა უკვე იმდენი ხანია ერთად ცხოვრობენ, ბევრს არც კი ახსოვს, რომ წყვილი ცოლ-ქმრად ოფიციალურად არ ითვლება. ეგ კი არადა, ჯიჯისა და ალენას ორი ბიჭუნაც ჰყავთ - ლუის ტომასი და დევიდ ლი, თუმცა მათი კავშირი ქრისტიანულად "შეკრული" არაა, ბუფონი კი ტრადიციების მიმდევარი ყოფილა.

ჯიჯიმ ბოლოს და ბოლოს მაინც სთხოვა გული და ხელი თავის რჩეულს. დაგვიანების მიზეზი კი ის ყოფილა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს გადაწყვეტილი ჰქონია, ამ ნაბიჯის გადადგმა არ ეჩქარა და თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, უღელში თავი ერთხელ და სამუდამოდ არ გაეყო.

"ალიონას ხელი დეკემბერში ვთხოვე, - აღიარა ახლახან ბუფონმა. - მისგან თანხმობა კი რამდენიმე დღის შემდეგ მივიღე."

არადა, მანამდე ტურფა ალენა თავს მართლაც რომ შესაშურად იფასებდა: "მითქვამს ჯიჯისთვის, რომ არ ვარ წინააღმდეგი, გავხდე სინიორა ბუფონი, ოღონდ ერთი პირობით - ხელი მუხლზე მდგარმა, ჯიბეში ბრილიანტის ბეჭდით უნდა მთხოვოს."

შეასრულა თუ არა ბუფონმა ეს პირობა, უცნობია, სამაგიეროდ ცნობილია, რომ ქორწილი ივნისის შუა რიცხვებში პრაღაში გაიმართება. რაც მთავარია, "იუვეს" და იტალიის ნაკრების მეკარე ძალიან ბედნიერია და ამაყობს თავისი საცოლით: "ალენა გულწრფელია - სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ამბობს. ის სანდო ადამიანია და დარწმუნებული ვარ, რომ არასდროს გამიცრუებს იმედს."

მომზადებულია GOSSIPNEWS.IT-ის მიხედვით

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა