ქართული ღვინო - ტურინში, განებივრებული ზებრა - თბილისის ზოოპარკში

Sportall.ge აგრძელებს რუბრიკა "ფანკლუბებს", რომლის მიზანია, მორიგეობით გაგაცნოთ საქართველოში არსებული ქართული და უცხოური კლუბების ფანკლუბები - რას საქმიანობენ, როგორ ხდება გაწევრიანება, რა პრივილეგიები აქვთ წევრებს და ა.შ.

დღეს ტურინის "იუვენტუსის" ქართულ ფანკლუბს წარმოგიდგენთ, რომლის წევრთა რაოდენობაც საკმაოდ დიდია. ეს ფანკლუბი იმითაცაა გამორჩეული, რომ საქართველოში უცხოური კლუბის ფანკლუბებს შორის პირველია, რომელსაც ოფიციალური სტატუსი თავად კლუბმა მიანიჭა. თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ამაზე ფანკლუბის ლიდერ ლევან ბეგლარიშვილს ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში, გვითხარით, როდის და როგორ გაჩნდა ფანკლუბის დაარსების იდეა?

- რამდენიმე გულშემატკივარმა ერთმანეთი სოციალური ქსელის მეშვეობით გავიცანით, შემდეგ შეკრებები დავიწყეთ. მოგვიანებით გაჩნდა იდეა: მოდი, ამ ყველაფერს ოფიციალური სახე მივცეთო...

ეს 2014 წელს ხდებოდა და ზუსტად ამ დროს დაემთხვა თურქეთში "ტრაბზონსფორისა" და "იუვენტუსის" მატჩიც. ჩავედით, თამაშს დავესწარით და ეს საკითხი საბოლოოდ უკვე იქ გადაწყდა.

ამის მერე შევეხმიანეთ "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას და ოფიციალური სტატუსის მიღების სურვილი გამოვთქვით. ორთვიანი მოლაპარაკებები გავმართეთ, რის შედეგად ნდობა გამოგვიცხადეს. საქართველოში დავაფუძნეთ არაკომერციულ-იურიდიული პირი და სტატუსიც მოგვენიჭა.

ნიშანდობლივია, რომ საქართველოში და ალბათ, მსოფლიოშიც პირველი ფანკლუბი ვართ, ზებრას რომ პატრონობდა, რომელიც თბილისის ზოოპარკში დაიბადა.

- ოფიციალური სტატუსის მისაღებად კონკრეტულად რა გააკეთეთ?

- წარვადგინეთ დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებდა, რომ ვართ ორგანიზაცია, გვყავს არჩეული პრეზიდენტი, ნამდვილად ვართ "იუვენტუსის" გულშემატკივრები.

ოფიციალური სტატუსის მისანიჭებლად წევრთა რაოდენობა მინიმუმ 80 უნდა იყოს, ჩვენ კი ბევრად მეტნი, დაახლოებით 400 ვართ. შემდეგ ჩვენი "ფეისბუქგვერდი" დაათვალიერეს, დარწმუნდნენ ჩვენს არსებობაში, იმაშიც, რომ არ ვართ რასისტები და თანხმობაც მოგვცეს.

- თუ შეგიძლიათ, უფრო დეტალურად მოგვიყევით, რას ნიშნავს ოფიციალური სტატუსის მქონე ფანკლუბის წევრობა...

- პირველ რიგში, ეს იმას ნიშნავს, რომ კლუბის მიერ აღიარებული ფანკლუბის წევრი ხარ. დაწესებულია საწევროც: წევრი ყოველწლიურად 20 ევროს იხდის.

ჩვენზე მოქმედებს შეღავათებიც. ეს არის ფასდაკლებები ბილეთებზე, პროდუქციაზე ოფიციალურ მაღაზიებში, მუზეუმებში და ა.შ.

- ფანკლუბში გაწევრიანებაც ფასიანია?

- არა, უფასოა. არც ასაკია შეზღუდული.

- ტურინულ კლუბთან, ფეხბურთელებთან და ადგილობრივ ფანკლუბთან უშუალო კონტაქტი თუ გაქვთ?

- აპრილის დასაწყისში ტურინში, სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი "იუვენტუსის" ფანკლუბების ხელმძღვანელები იკრიბებიან ხოლმე. შეხვედრა კლუბის ხელმძღვანელობასთან იმართება და ვაბარებთ ანგარიშს, თუ რა გაკეთდა ფანობის კუთხით ქვეყანაში. შემდეგ იმართება პრესკონფერენცია, სადაც ხელმძღვანელობა საუბრობს, თუ რამდენი ახალი წევრი, ახალი ქვეყანა შეემატა... შეხვედრის შემდეგ იმართება ვახშამი, სადაც "იუვენტუსის" ძველი ფეხბურთელებიც მოდიან.

ჩვენ ასეთ შეხვედრაზე პირველად შარშან ვიყავით, ტურინში ქართული ღვინო ჩავიტანეთ და "იუვენტუსის" გენერალურ დირექტორს ვაჩუქეთ.

- კიდევ რას საქმიანობს თქვენი ფანკლუბი?

- სოციალური აქტივობებით გამოვირჩევით. ყველაფერი ზებრაზე მზრუნველობიდან დაიწყო, შემდეგ იყო სისხლის ჩაბარება, სხვადასხვა სახის დახმარება სოცალურად დაუცველი ბავშვებისა და ოჯახებისთვის... ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ფანკლუბის შესაძლებლობებშია.

- სამომავლო გეგმები როგორია?

- გვინდა, რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი ჰყავდეს "იუვენტუსს" და გაწევრიანდნენ ჩვენთან. ასევე ძალიან გვინდა, კარგი ურთიერთობა დავამყაროთ სხვა ფანკლუბებთან და ქვეყანაში ფანკულტურის დონის ამაღლებას შევუწყოთ ხელი.

- [ფანკლუბები] ვინ არიან "ქართული სპორტის ქომაგები"

ბაქარი
ახლა მეგობრობეი როცა საკუთარი ქვეყნის ვერც კლუბი და ვერც ნაკრები სერიუზულ წარმატებას ვერ აღწევს და იმედია მიაღწევენ ერთ დღეს ვისაც გიკვირთ რატო ვბალეშიკობთ საქართველოში ევროპულ კლუბესს ან ნაკრებს ძაან მიკვირს არავინ ამბობს იმას რო ეროვნულ ნაკრებზე ან რომელიმე ქართულ კლუბზე უნდა გიყვარდეს ევროპული კლუბი შენი თუ არ გიყვარს სხვას ვერ შეიყვარებ ეთერთი აბობდა რატო უნდა იყოს ქართველი იუვეს ბალეშიკოა უკვე გავეცე პასუხი წინა კომენტარში ეს პიროვნობა რას იტყვის ბრაზილიის ნაკრების ბალეშიკზე უცნაური მარა ნაკრებს ბრაზილიას ვბალეშიკობ რა ტიტული აკლია მითხრას სამი ვარსკვლავი მაისურზე სერია აში იუვეს აააქ მარტო ახლა შეიძლება არ არის კარგი პერიოდი მარა იუვე ყოველთვის იუვედ რჩება წარმატება ყველა კლუბის და ნაკრების ბალეშიკს
ბაქარი
გამარჯობათ დავიწყოთ იმითი რო თუ საკუთარი არჩეული გუნდი არ გიყვარს რა გინდა მაშინ ფან კლუბში სიამოვნებით ვიქნებოდი მე მარა ყოველთვის მშვიდად და ყურადღებით ყურება მიყვარს თამაშის იუვე შემაყვარა არა რომელიმე მისმა ლეგენდამ თავისისმა პირველმა ფორმამ მერე გავიგე და მერე მიხვდი თურმე იმ ფორმის უკან რა გუნდია და თუ მართლა ხართ ბევრი ბალეშიკი გაწევრიანდით აქ იუვეს ოჯახში მე მშვიდად გავაგრძელებ ყურებას და ვისიამოვნებ გიყვარდეთ გუნდი და არა კონკრეტული ფეხბურთელი წარმატებები ყველას
gagas2
ეტყობა 11ში საღამოს გეძინა და არ იცი ხო რა მოხდა? :)
gagas
ნუ იბოღმები და თუ არ იცი რას ნიშნავს გუნდის სიყვარული და ფანობა,
დათო
ოი საქართველო!!! რატომ უნდა ფანატობდე უცხოურ გუნდებს?
ნწ ნწ ნწ
Forza Juve! Storia di un grande amore
ultranationalist
შენც მაგარი რამე დაწერე ხო იცი, საერთოდ როგორ რატო უნდა გაფანატებდეს ასე უცხოურ კლუბებზე და ნაკრებებზე მითუმეტეს
gaga
იუვეს რატო უნდა ყავდეს ფანკლუბი ვერ ვიგებ ან საერთოდ როგორ უნდა ქომაგობდე მაგ კლუბს საქართველოში.მესმის იყო რეალის ბარსას მილანის ლივერპულის ბავარიის რატო იუვესი რომელმაც იცის მარტო როგორ მოიგოს სერია A იმის იქეთ რახდება წარმოდგენა არააქვს უკვე რამდენი წელია ესე გრძელდება ,ასე რომ წელსაც ვერ მოიგებს ლიგას და ისევ მშვიდობაში მოიხმარეთ ბოლო ტურში კალიართან ან პესკარასთან გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს რო ოფიციალურად იუვე ისევ სერია A მოიგო.
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა