გელა სანაია: "კენიელი უმა ოტიენო მართლაც დიდი ძალაა"
ეროვნულ ლიგაში ჯერ მხოლოდ 7 ტური გაიმართა, ფოთის "კოლხეთის" კარში კი 2 მეკარე ვიხილეთ - გაბრიელ თებიძე და ნიკა შერმადინი. მაგრამ გუნდში კარის ახალი დარაჯის დამატება სურთ. ეს გახლავთ სტეპან სიკაჩი - სიახლე კოლხების მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ გაგვიმხილა.

28 წლის მეკარე ლამის 2 მეტრი (194 სმ) სიმაღლისაა. იყო მოლდოვის ახალგაზრდული ნაკრების წევრი. თუმცა, ტირასპოლში დაბადებულს რუსეთის მოქალაქეობაც აქვს. ის "შერიფის" საფეხბურთო აკადემიის გაზრდილია, საკლუბო კარიერა კი 2008 წელს გროზნოს "ტერეკში" დაიწყო. თუმცა ჩეჩნურ გუნდში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, ძირითადად კი, ახალგაზრდულ შემადგენლობაში ათამაშებდნენ.

ამას გარდა, სიკაჩი თამაშობდა ასტრახანის "ვოლგარ-გაზპრომში" (2010), ბელგოროდის "სალიუტში" (2012-13, 2013-16), ბოლოს კი მოსკოვის "ტორპედოში" (2016-17).

"სიკაჩი უკვე ჩამოსულია. თავისუფალი აგენტი იყო და ჩვენთან თამაშის სურვილი გამოთქვა. მან უკვე ივარჯიშა გუნდთან ერთად, მოგვეწონა და მისი დამატება გვსურს, მაგრამ ჯერ ვერ ვახერხებთ, რადგან რუსეთის საფეხბურთო კავშირიდან სატრანსფერო ფურცელი არ მოსულა. ამის გამო სიკაჩის განაცხადში შეყვანა გვიანდება", - ამბობს სანაია.

ფოთელთა მთავარმა მწვრთნელმა უარყო ინფორმაცია, თითქოს, მეკარე თებიძე გუნდიდან გაუშვეს:

"ის ბოლო შეხვედრებში არ იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გავუშვით. დროებით არ ითამაშებს".

სანაიას თქმით, "კოლხეთს" სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს:

"სამწუხაროდ, ოპტიმალური შემადგენლობით ვერა და ვერ ვითამაშეთ. მიზეზი ტრავმებიც არის და დისკვალიფიკაციაც. ვერ გვეხმარებიან გოგონაია, ვარლამ კილასონია და უკვე უმა ოტიენოც (იგივე მარსელო - ავტ.). კენიელი მართლაც დიდი ძალაა.

"ლოკომოტივთან" დიდი ანგარიშით კი წავაგეთ, მაგრამ ვინც ეს თამაში ნახა, დაგვეთანხმება, რომ სანამ უმა ოტიენო მოედანზე იყო, ძალიან კარგად ვუტევდით. იმედია, "ჩიხურასთან" შემდეგ ტურში დაგვიბრუნდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

S.P
28 wlis mekare,moldovis axalgazrdulis mekare rogoraa?DDDDD.
Walkabout
ძალიან მოწონს კოლხეთის და დილას სატრანსფერო პოლიტიკა, ბევრი ლეგიონერის ჩამოყვანით ყველა პოზიციაზე კონკურენციას ზრდიან, შანსი არაა რომ ასეთმა საქმემ წარმატება არ მოიტანოს...
barbare
სწორი გადაწყვეტილებაა,კარგი გუნდია და მეკარის პრობლემა მართლა არის,3 თამაშში 8 გოლი ბევრია მეკარისთვის,მეორე მეკარის გამოც რამდენიმე ქულა დავკარგეთ,წარმატებები კოლხეთს
ლევან კორღალიძემ "დილა" დატოვა
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
ორნი იქა, აქა... ანუ შერმადინი - გერმანიაში, ბარათაშვილი - მეიჯორლიგაში
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ვილი ისიანი: მეხუმრებიან, გურიის ჰაერი შენზე კარგად მოქმედებსო
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
პრობლემა: სად ხართ, ვასილ მაისურაძის ბიჭებო?
შვილო, შენ აქ რა გინდა?!. დაღმართი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
ეროვნული ლიგის XIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
გელა სანაია: "კოლხეთში" გრძელი სკამი გვჭირდება
სანდრო კობახიძე გამოირიცხა - კახა ცხადაძემ ნაკრების მზადება დაიწყო
ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო... "ჭიათურის" პრეზიდენტს დიდი გეგმები აქვს
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
პრო ლიგა 2. ტყიბულის "მეშახტე": სიურპრიზებს კიდევ უნდა ველოდოთ?
ლეგიონერები ეროვნულ ლიგაში: შემთხვევითები აღარ არიან!
ფოთის "კოლხეთი": იქნებ გელა სანაიამ გაბრიელ თებიძესაც უშველოს...
ეროვნული ლიგა: რა ხდება ფოთის "კოლხეთში"?
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: "კლასიკოთი" გავაცილოთ!
ფოთის "კოლხეთი": ნიკა შერმადინი მოვიდა, პაპუნა მოსემღვდლიშვილი წავიდა
გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია
"მონათმფლობელი ხომ არ ვარ, ჩემი საქმე მათი ჯანმრთელობის ხარჯზე გავაკეთო?!"
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
თბილისის "დინამოს" მეკარე სტეპან სიკაჩს ოპერაცია გაუკეთეს
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს
კოლხეთი-შუქურა 0:0 - უგოლო ფრე მეკარეთა დუელში