<p>მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" წარმატებული ასპარეზობის მთავარ შემოქმედად ვალტერ მაძარი მიიჩნევა <br></p><p>მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" წარმატებული ასპარეზობის მთავარ შემოქმედად ვალტერ მაძარი მიიჩნევა, სპეციალისტი, რომლის ხელშიც სამხრეთულმა გუნდმა სერიოზული პროგრესი განიცადა და პრაქტიკულად უკვე მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის საგზური. გამომდინარე აქედან, სრულიად ბუნებრივია, რომ მწვრთნელის გადაბირებით იტალიური ფეხბურთის გრანდები დაინტერესდნენ. "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, მაძარისთან მოლაპარაკების წამოწყებით "იუვენტუსის' და "რომას" მესვეურები არიან დაინტერესებულნი. თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ ზაფხულში "ბიანკონერი" ლუიჯი დელ ნერის გამოეთხოვება და გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური გახდება. ლუიჯის შესაძლო შემცვლელთა შორის მაძარისაც ასახელებენ და თანაც, ერთობ ინტენსიურად. ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება აქვს "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს და უმჯობესია სწორედ მას გადავცეთ სიტყვა:</p><p>"მაძარის სამი წელი დავსდევდი და ძლივს გავუფორმე ხელშეკრულება, როგორ ფოქრობთ, ასე იოლად გავუშვებ სხვა გუნდში? - არამც და არამც, ვალტერს კიდევ 3.5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს ჩვენთან და მის ამოწურვამდე არსად არ გავუშვებ. შემდეგ თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას და თუ სადმე გაუწევს გული, ხელს ნამდვილად არ და ვერც შევუშლი. იქამდე დიდი დრო, დიდი მიზნები და დიდი სამუშაო გვაქვს, ასე რომ, სისულელეების ლაპარაკს მოვეშვათ. "იუვენტუსის" სამწვრთნელო პრობლემა "ნაპოლის" ხარჯზე ნამდვილად არ მოგვარდება, ამის პირობას ჩემი გუნდის მრავალათასიან ტიფოზერიას ვაძლევ".</p>
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე