"ტორინოს" უარი "ჩელსის" - 100 მილიონს არაფერი დააკლდება
მიმდინარე სეზონში ანდრეა ბელოტი ბრწყინვალედ ასპარეზობს. 23 წლის ფორვარდი სერია A-ს ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა და 28 თამაშში 24 გოლი აქვს შეგდებული. ბელოტიმ 2 გოლი იტალიის თასზე გაიტანა და 3 იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. მოკლედ, ანდრეა დაფრინავს და, რა გასაკვირია, რომ მის მიმართ ევროპული გრანდები იჩენენ ინტერესს.

"ტორინომ" ანდრეა ბელოტის გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო დაასახელა და როგორც კლუბის პრეზიდენტი ურბანო კაირო ამბობს, ამ თანხას ცენტს არ დააკლებს - თუმცა, სჯობს თავად პრეზიდენტს მოვუსმინოთ:

"ბელოტი ევროპის საუკეთესო ფორვარდების ხუთეულშია და თუ მის ასაკს გავითვალისწინებთ, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ 100 მილიონ ევროდ შევაფასეთ. თუ რომელიმე იტალიური კლუბი ამ ოდენობის თანხას გადაიხდის, ტრანსფერს წინ ვერ აღვუდგებით. იყო რამდენიმე შემოთავაზება, თუმცა თითოეულ მათგანზე უარი განვაცხადეთ. კლუბები გვევაჭრებიან, ჩვენთვის კი ეს მიუღებელია - პირადად მე, მხოლოდ გამიხარდება, თუ ბელოტი კარიერას "ტორინოში" გააგრძელებს".

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ბელოტის სანაცვლოდ "ჩელსიმ" "ტორინოს" 60 მილიონი ევრო შესთავაზა და პლუს, ბონუსების სახით, იტალიურ კლუბს 40 მილიონ ევროს დაჰპირდა - თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ანდრეა ლონდონურ გუნდში თავს კარგად წარმოაჩენს და გარკვეული რაოდენობის გოლებს დააგროვებს.

ტურინელებმა ლონდონელთა შეთავაზებაზე უარი თქვეს. საგულისხმოა, რომ სხვა გუნდში გადაბარგებას არც თავად ბელოტი ჩქარობს, რაზეც მისი მოკლე ინტერვიუ მეტყველებს...

- ელოდით, რომ ასეთი წარმატებული სეზონი გექნებოდათ?

- ოპტიმისტი ვარ და ამ სეზონსაც იმედით შევხვდი, მაგრამ ბომბარდირთა დავაში თუ ლიდერი ვიქნებოდი, არ მეგონა. სერია A-ში ბევრი უმაღლესი კლასის ფორვარდია, რომლებიც უფრო ამბიციურ გუნდებში ასპარეზობენ. მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ მიმდინარე სეზონით, თუმცა ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტი შემიძლია.

- თუ შემადგენლობას გავითვალისწინებთ, მეტი შეუძლია "ტორინოს", თუმცა გუნდი სატურნირო ცხრილის შუაგულშია და ევროსაგზურის მოპოვების შანსი არ აქვს...

- გუნდში შესანიშნავი შემადგენლობაა შეკრებილი და გეთანხმებით, რომ გაცილებით უკეთ შეგვიძლია თამაში. ვფიქრობ, ამ რესურსით "ტორინოს" მინიმუმ ევროპალიგის საგზურის მოპოვება შეეძლო, მაგრამ სეზონის მსვლელობისას ბევრი გაუმართლებელი შეცდომა დავუშვით და ქულებიც უხვად დავკარგეთ.

- ასეთ დროს, პასუხისმგებლობა მწვრთნელს ეკისრება...

- პასუხისმგებლობა ყველამ ერთად უნდა გავიზიაროთ, რადგან როგორიც არ უნდა იყოს მწვრთნელი, მოედანზე საქმეს მაინც ფეხბურთელი აკეთებს. სინიშა მიხაილოვიჩი ბევრს მუშაობს, თავს არ ზოგავს და ჩემი აზრით, მას უნდა მიეცეს დრო. "ტორინო" პერსპექტიული გუნდია და მიხაილოვიჩთან ერთად, წარმატების მიღწევის კარგი შანსი გვაქვს.

- ანუ მომავალშიც "ტორინოს" ფეხბურთელად მოიაზრებთ თავს?

- არ მივეკუთვნები იმ ფეხბურთელთა რიცხვს, რომლებიც რამდენიმე გოლს გაიტანენ და უმალ იმაზე იწყებენ ფიქრს, რომ რომელიმე გრანდში გადაბაგდნენ და ხუთჯერ მაღალი ხელფასი აიღონ. ვფიქრობ, რომ "ტორინოში" ჯერ კიდევ შემიძლია გავიზარდო, როგორც ფეხბურთელი და შესაბამისად, ტურინში დარჩენის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. როგორც მინიმუმ, მომდევნო სეზონს დიდი სიამოვნებით გავატარებ "ტორინოში".

- თქვენი საბაზრო ღირებულება 100 მილიონი ევროა. ხომ არ იწვევს თქვენში ეს გარკვეულ წნეხს?

- ჩემი საქმე გოლების გატანაა, დანარჩენზე კი სხვებმა იფიქრონ. რადგან "ტორინომ" ასე შემაფასა, ე.ი. კლუბს ჩემი გაშვება მხოლოდ ამ თანხად უღირს. პირადად მე, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

- თუ მომდევნო სეზონსაც "ტორინოში" გაატარებთ, ალბათ მუნდიალის შემდეგ დაფიქრდებით უფრო ძლიერ გუნდში გადასვლაზე...

- იქამდე დიდი დროა და ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gode
100 მილიონი არ კვახი.
kika
იტალიელებს უყვართ ფეხბურთელების გაპიარება . ჯერ რა გააკეთა 100 მილიონის ამ ფეხბურთელმა.ალბათ ისე დაემართრბა როგორც ჩერჩის და იმობილეს დაემართა. საშუალო ფორვარდია ჯერ მეტი არაფერი.
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
საზონოვი შეიძლება რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნდეს
მოურინიოს "რომა" კიდევ უფრო ძლიერდება – იტალიის ნაკრების ფორვარდი დედაქალაქურ კლუბში გადაბარგდა
პირველად იტალიური კლუბის მიღმა - ბელოტი კარიერიას პორტუგალიაში განაგრძობს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
რა მოხდა რეალურად და ვის გულისხმობს საზონოვი პრობლემაში? - ქართველი "ტორინოს" ხმაურიანი პოსტით დაემშვიდობა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ჩაკვეტაძემ უკვე შეუცვლელად ითამაშა - "უდინეზე" "ტორინოსთან" დამარცხდა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
ისევ სამშობლო თუ საფრანგეთი?! - ბელოტის მსურველები მრავლად ჰყავს
ოფიციალურად: ბელოტი "რომაში" გადავიდა
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
Geo Team: საზონოვი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს
"საშინელება იყო! მათ ყვირილი დავუწყე!" - რა გააკეთა მოურინიომ "ბეტისთან" მატჩის შესვენებაზე გასახდელში
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
იტალიის ნაკრების ფორვარდი ძალზე ღირსეულად მოიქცა [VIDEO]
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ჩინებული ამბავი: საზონოვმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთ ჩემპიონატში ითამაშონ
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს