როგორც იქნა, რაღაც პროგრესული ჭიდაობის გაერთიანებულ მსოფლიოს ფედერაციაშიც მოიფიქრეს
როგორც იქნა, რაღაც პროგრესული ჭიდაობის გაერთიანებულ მსოფლიოს ფედერაციაშიც მოიფიქრეს - ამიერიდან მსოფლიოს ჩემპიონატი განთესვის პრინციპით ჩატარდება, ახალ წესს კი პირველად აგვისტოში, პარიზში გასამართავ პლანეტის პირველობაზე გამოსცდიან.

განითესება რეიტინგის 4 საუკეთესო ფალავანი, თავად რეიტინგი კი ოლიმპიადაზე, ევროპის (აგრეთვე - სხვა კონტინენტების) შარშანდელ პირველობასა და 2016 წლის მსოფლიოს არაოლიმპიურ პირველობებზე ნაჩვენები შედეგებით შედგება (შარშან ოლიმპიურ წონებში მსოფლიოს პირველობა არ გამართულა). ძიუდოს მსგავსად, აქაც დასახელებულ ტურნირზე ყოველ ადგილზე გარკვეული ქულა დაირიცხება და საერთო ჯამით შედგება რეიტინგი.

მაგალითად, ოლიმპიადასა და მსოფლიოზე პირველი ადგილი 25 ქულად ფასდება, მეორე - 20-ად, მესამე - 15-ად, მეხუთე - 10-ად და ასე შემდეგ. ქულებს მიიღებს მხოლოდ მოწინავე ათეული, ყველაზე ცოტა კი ამ ნომინაციაში 2 ქულაა.

კონტინენტური პირველობების გამარჯვებული 12 ქულას მიიღებს, ვიცე-ჩემპიონი - 10-ს, მესამეპრიზიორები - 8-8-ს. აქ 8 საუკეთესოს გამოსვლა შეფასდება, ყველაზე ცოტა ქულა კი აქაც 2-ია.

თუმცა, ძიუდოსგან განსხვავებით, აქ ერთი დიდი უცნაურობაცაა - ქულათა დათვლისას მონაწილეთა რაოდენობასაც გაითვალისწინებენ და ცალკეული ადგილისთვის დაწესებულ ქულას ეს ციფრიც დაემატება. მაგალითად, არაოლიმპიური წონების მსოფლიოს პირველობაზე 70 კილოგრამში 40 მონაწილე გამოდიოდა და გამარჯვებული საჩემპიონო 25 ქულასთან ერთად კიდევ 40-ს მიიღებს, ანუ ჯამში 65 დაერიცხება.

ეს ქულები უშუალოდ სპორტსმენს ეწერება და არა - ეროვნულ ფედერაციას. თუ ისე მოხდება, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელი მსოფლიოს ჩემპიონატზე განთესილი სპორტსმენის ნაცვლად სხვას წაიყვანს, შემცვლელი განთესვაში ვერ მოხვდება. მსოფლიოს ჩემპიონატზე განთესილებიდან ვინმე თუ არ იჭიდავებს, მის ადგილს რეიტინგში მომდევნო ადგილზე მყოფი დაიკავებს.

რეიტინგის პირველ-მეორე ნომრები ბადის აბსოლუტურად საპირისპირო მხარეს, ზედა და ქვედა ბოლოში განითესებიან, მესამე ფალავანი ბადის მეორე ნახევრის სათავეში მოხვდება, მეოთხე - პირველი ნახევრის ბოლოში. განთესილები ნახევარფინალამდე ვერ შეხვდებიან ერთმანეთს, ბადის ერთ მხარეს კი, ანუ ნახევარფინალში, პირველი-მეოთხე და მეორე-მესამე მოხვდებიან. განთესილი ოთხეული საკვალიფიკაციო ეტაპიდან გათავისუფლდება, ანუ ერთი შეხვედრით ნაკლებს ჩაატარებენ.

ჭიდაობაში რეიტინგი აქამდეც კეთდებოდა, თუმცა, იმდენად აბსურდული წესით, უმეტესად, ლოგიკას არ ექვემდებარებოდა.

ძალიან კარგია, რეიტინგს ასეთი მნიშვნელობა რომ მიეცა, თუმცა, იმედია, ექსპერიმენტი ერთწლიანი არ გამოდგება და სამომავლოდაც გაგრძელდება. თანაც, მსოფლიოს პირველობასთან ერთად ევროპის ჩემპიონატებსა და ოლიმპიადასაც მოიცავს, სხვა ტურნირებს თავი რომ დავანებოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია