ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. განმეორებითი შეხვედრა. "შალკე"-"ვალენსიას" მატჩის მიმოხილვა, Top და Flop-ფეხბურთელები, ანალიზი
ასე თუ გაგრძელდა, "შალკე" ალოგიკურობის საუკეთესო მაგალითი იქნება: გუნდი, რომელიც ბუნდესლიგაში ვერაფერს ახერხებს და 25-ე ტურის შემდეგ მე-10 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაში წარმატებულ სვლას აგრძელებს და აი, უკვე მეოთხედფინალშია, ანუ, ევროპის რვა საუკეთესო კლუბს შორის იმყოფება.

ასეთი რამ "შალკეს" არსებობის ისტორიაში მხოლოდ და მხოლოდ მეორედ მოხდა და მიუხედავად ამისა, გუშინწინაც და გუშინაც, ანუ, "ვალენსიას" დამარცხების შემდეგ, გელზენკირხენული კლუბის მთავარ მწვრთნელ ფელიქს მაგათს გათავისუფლებას უწინასწარმეტყველებდნენ. ჩვენი გერმანელი კოლეგების მტკიცებით, "დესპოტი ფელიქსის" დაფრენის პროცესი გუშინ მხოლოდ "ვალენსიასთან" წარმატებამ შეაჩერა - მიუხედავად იმისა, რომ მაგათმა პირველ სეზონში "შალკე" მეორე ადგილზე გაიყვანა, მუშაობის დაწყებიდან წელიწადნახევრის მერე კი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალსა და გერმანიის თასის ფინალშია, აბსოლუტურად ყველა გერმანული გამოცემის მტკიცებით, ფელიქსს გელზენკირხენში მომავალი აღარ აქვს...

რაც შეეხება "ვალენსიასთან" მოგებას - უნდა ვაღიაროთ, რომ "შალკემ" ცოტათი იღბლიანი გამარჯვება იზეიმა, რადგან "ხუმარები" დაცვაში ხშირად სცოდავდნენ. სამაგიეროდ, "შალკელებმა" "ვალენსიას" კართან შექმნილი მომენტები გამოიყენეს და ვერავინ იტყვის, რომ მეოთხედფინალში გასვლას არ იმსახურებდნენ.

Top ფეხბურთელი

პეერ კლუგე (შალკე)

გელზენკირხენელთა საყრდენმა ნახევარმცველმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და თავი მთელ ევროპას გააცნო. კლუგე ძალიან ბევრი ირბინა, დაცვაშიც სამაგლითო იყო და შეტევაშიც ყველაზე მეტად აქტიურობდა - ვალენსიელებს ბურთი არაერთხელ მოპარა, "შალკეს" დაცვაში გაჩენილი ხვრელების ამოვსებასაც ასწრებდა და ზოგადად, მოედნის ცენტრი ფაქტობრივად მარტომ მოიგო. არცაა გასაკვირი, ძალები 81-ე რომ გამოელია და შესაცვლელი გახდა - მანამდე კი საუკეთესო იყო მოედანზე.

Flop ფეხბურთელი

ხოსე მანუელ ხურადო (შალკე)

ესპანელი ნახევარმცველი ბურთს ხშირად ფლობდა და ნეტა ასე არ ყოფილიყო. საქმე იმაშია, რომ ხურადო "შალკეს" შეტევას ანელებდა და ბურთს ზედმეტად დიდხანს და ზანტად ათრევდა. ამიტომაც გაიყვანა მაგათმა 76-ე წუთზე.

მსაჯი

შვედმა იონას ერიკსონმა ფეხბურთელებს საკმაოდ ბევრის უფლება მისცა, მაგრამ ნამდვილად არ გადაუმეტებია. ჯეფერსონ ფარფანმა საჯარიმო დარტყმით ანგარიში რომ გაათანაბრა, ერიკსონს შეეძლო ჯარიმა არც დაენიშნა. ეს იყო და ეს, სხვა შემთხვევებში შვედმა იდეალურად იმსაჯა.

ანალიზი

"შალკემ" თამაში ენერგიულად დაიწყო და განსაკუთრებით კლუგეს დამსახურებაა ის, რომ გელზენკირხენელებმა "ვალენსიას" მოედნის ცენტრი მოუგეს. აშკარად ჩანდა, რომ ფელიქს მაგათმა შეგირდებს ტექნიკური ვალენსიელების წინააღმდეგ ზომიერად უხეშობა და უმეტესად მაღალი ბურთებით თამაში დაავალა. პირველი მომენტები კი მაინც ვალენსიელებმა შექმნეს, რადგან მათი ფეხბურთი უფრო ჰგავდა ფეხბურთს და მათი კომბინაციები უფრო გააზრებული იყო - ანგარიშიც "ვალენსიამ" გახსნა.

გაშვებული გოლის შემდეგ, გელზენკირხენელებს აზრზე მოსასვლელად საკმაოდ დიდი დრო დასჭირდათ - "ვალენსია" თავს აზრიანად იცავდა და "შალკეს" ბედი, რომ ანგარიში სტანდარტულიდან გათანაბრდა: ფარფანის ჯარიმა ძალიან ეფექტური და ულამაზესი იყო.

მეორე ტაიმი მასპინძლებმა კიდევ უფრო აგრესიულად დაიწყეს, რასაც მარიო გავრანოვიჩის, ამჯერად უკვე დამსახურებული გოლი მოჰყვა, რის შემდეგაც უპირატესობა უკვე "ვალენსიამ" მოიპოვა, ან "შალკემ" განგებ დათმო პოზიციები. "ღამურებს" არაერთხელ შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება - "შალკეს" მცველები ზედმეტად ბევრ შეცდომებს უშვებდნენ. მაგრამ როცა კარში მანუელ ნოიერი დგას და თან გიმართლებს კიდეც, გადაულახავი ბარიერი არ არსებობს: ბოლოს "ვალენსია" მთელი ძალებით მიაწყდა "შალკეს" და ერთი ჭკვიანური პასი სიღრმიდან საკმარისი გახდა იმისათვის, რომ ფარფანს მეორედ დაელაშქრა გუაიტას კარი. ამრიგად, გელზენკირხენელები 2008 წლის შემდეგ პირველად გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.

დაბოლოს, საინტერესო ფაქტი: რაულმა "შალკესთან" შეძლო ის, რასაც მადრიდის "რეალთან" ერთად 2004 წლის მერე ვეღარ ახერხებდა – ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლას ვგულისხმობთ.

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა