რატომ უნდა ერქვათ თბილისის "დინამოს" გულშემატკივრებს "გლადიატორები"?
"პატივცემულო რედაქცია!

შევიტყვეთ, რომ თბილისის "დინამოს" (ეს სახელწოდება, ეტყობა, ჰომოსოვეტიკუსების ბოლო ბასტიონი იქნება, რომელიც სკკპ ისტორიას ჩაბარდება!) გულშემატკივრებს "გლადიატორები" დაერქვათ.

საინტერესოა, რატომ? თუ ჩეკისტთა უკვდავ სახელწოდებასთანაა დაკავშირებული სანქცირებული ქომაგობა, მაშინ სხვა სახელი უნდა დაერქვათ, რომელიც შინაარსით ოგპუ, შინსახკომ, კგბ-ს ქმედებებთან არის დაკავშირებული. ამის გამოსწორება გვიანი არ არის - მჭიდრო კონტაქტები საუწყებო თანაკლუბელებთან გაწყვეტილი არ არის, არცთუ დიდი ხნის წინ ხომ თბილისის დინამოელები მოსკოვში ვჩკ-კაგებეს 85 წლის იუბილეზე იყვნენ ჩასულნი სხვა საბჭოთა ანალოგიური საამაყო სახელის მატარებელ კლუბებთან ერთად. იბურთავეს კიდეც.

ჩვენი რჩევაა - ჰკითხონ უფროს ძმებს, ქომაგების სახელის შესახებ რა მოიმოქმედონ. ეჭვგარეშეა, სათანადო ინსტრუქციას გამოუგზავნიან.

ისე კი, სახელი "გლადიატორები" მეორე ლენინის ორდენოსანი საკავშირო საზოგადოების "ბალელშიკებს" უფრო მიესადაგება. ეს საზოგადოება "სპარტაკია". თუ თბილისელმა "გლადიატორებმა" არ იციან, სპარტაკი ვინ იყო, ჰკითხონ ძველი თაობის ამხანაგებს. ისინი აუხსნიან.

ეროვნული გუნდების ქომაგობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. აბა, თქვენ იცით, ბიჭებო: - "შაიბუ! შაიბუ!"

პატივისცემით: გიორგი კერვალიშვილი

სოსო ჩახნაშვილი

ზურაბ გიოშვილი

P.S. გლადიატორები (ლათ. გლადიუს-ხმალი) ძველ რომში - მონები, ტყვეები, მსჯავრდადებულები. საგანგებოდ გაწვრთნილები ერთმანეთთან სასიკვდილო ბრძოლისთვის. აგრეთვე ამფითეატრში ცხოველებთან ბრძოლისთვის. უცხო სიტყვათა ლექს. სახ. გამომცემლობა. მოსკოვი, 1954 წ.)"

Georgiano
გეთანხმებით, თქვენ ხართ ქართული ფეხბურთის ნაღდი გულშემატკივრები და არა ისინი, ვინც სახლში სხედან, სტადიონზე არ დადიან და ამას ქართული ფეხბურთის კრიზისით ხსნიან. ვისაც საკუთარი თუნდაც მიუღებელსახელიანი გულშემატკივრის გაგება და დაფასება არ შეუძლია, იმას ვერაფრით დავეთანხმები. მეც არ მომწონს სახელი დინამო, დიახ, საბჭოთა გადმონაშთია, მაგრამ ეს ყველაფერი დაცინვით არ უნდა თქვათ, ადამიანურად ახსენით და იქნებ GLADIAთOღEBI დაარწმუნოთ, რომ სხვა სახელი დაირქვან? ან რომელი საუკუნის კითხვაა - "პატივცემულო რედაქცია! შევიტყვეთ, რომ თბილისის "დინამოს" (ეს სახელწოდება, ეტყობა, ჰომოსოვეტიკუსების ბოლო ბასტიონი იქნება, რომელიც სკკპ ისტორიას ჩაბარდება!) გულშემატკივრებს "გლადიატორები" დაერქვათ” რედაქციას რომ არ მისწერო (ან ვიღა წერს რედაქციას, თუ ძმა ხარ, რას იგონებთ), ვინც ფეხბურთში ტრიალებს, ყველამ იცის , რომ მართლა ჰქვიათ. რადგან ასე კითხულობთ, აშკარაა, დღეს რა ხდება, აზრზე არ ხართ. ამაში იშიფრებიან, რომ სტარიკები წერენ.
Georgiano
DINAMOELI და GLADIAთOღI გეთანხმებით, თქვენ ხართ ქართული ფეხბურთის ნაღდი გულშემატკივრები ად არა ისინი, ვინც სახლში სხედან, სტადიონზე არ დადიან და ამას ქართული ფეხბურთის დაცემით ხსნიან. ვისაც საკუთარი თუნ დაც მიუღებელსახელიანი გულშემატკივრის გაგება და დაფასება არ შეუძლია, იმას ვერაფრით დავეთანხმები. მეც არ მომწონს სახელი დინამო, დიახ,მ საბჭოური გადმონაშთია, მაგრამ ეს ყველაფერი დაცინვით არ უნდა თQვათ, ადამიანურად ახსენით და იქნებ GLADIAთOრEBMA სხვა სახელი დაირქვან? ან რომელის აუკუნსი კითხვაა - "პატივცემულო რედაქცია! შევიტყვეთ, რომ თბილისის "დინამოს" (ეს სახელწოდება, ეტყობა, ჰომოსოვეტიკუსების ბოლო ბასტიონი იქნება, რომელიც სკკპ ისტორიას ჩაბარდება!) გულშემატკივრებს "გლადიატორები" დაერქვათ. აუ რა მაგრად იშიფრებიამ რომ სტარიკები წერენ.
Georgiano
საერთოდ, ბოლო დროს "ლელოში" ძალიან მომრავლდა ძალიან უცნაურად მოძველებული შინაარსის სტატიები - ეს არასაფეხბურთო გვერდებს ეხება. დღეს ეწერა აკაკი წერეთელი ჭადრაკზე ამას და ამს ფიქრობდაო. ამაზე ხომ მაგრად ვიცინე, მაგრამ თამბაქოს მოწევის მავნებლობაზე სტატია საერთოდ დაცემა იყო. 50 წლის წინანდელ სტატიას ჰგავდა, ჩვენს მაღაზიებში ბავშვი სიგარეტს ვერას დიდებით ვერ იყიდისო. რა ხდება ამ გაზეთში? ორი წლის წინ ჰქონდა სახე და სტილი, ახლა ბევრი კარგი რამ იწერება, მაგრამ ძველი ამბების გახსენებას გაზეთში ერთ გვერდს რომ უთმობთ, რა უბდედურებაა? ასე მკითხველს დაკარგავთ. გაზეთი ახალი ამბების არის და არა ასი წლის წინანდელის სისტემატური და მომაბეზრებელი გახსენებისთვის.
Tregu
რა უფლებით ითხოვს რამეს ამ სიტყვების ავტორი: "პატივცემულო რედაქცია! შევიტყვეთ, რომ თბილისის "დინამოს" ............................ გულშემატკივრებს "გლადიატორები" დაერქვათ. " ?!?!?! ეხლა შეუტყვიათ(!), რაც ნიშნავს რომ ჩამოთვლილი პატივცემული ამხანაგები ბოლო რამდენიმე წელია საერთოდ ბაიბურში არ არიან რა ხდება ქართულ ფეხბურთში, შესაბამისად არც უყვართ ზემოთხსენებული მოვლენა და ეს "პატრიოტული" "მოთხოვნა" რა უფლებით გააშანშალეს - კაცმა არ იცის. ბატონო გიორგი, სოსო და ზურაბ, ბოლოს როდის იყავით სტადიონზე?
dinamoeli
ამის დამწერს ... ხომ არ ააქვს??? ეგეთები ქართულ ფეხბურთს ვერასოდეს შეიყვარებენ. ლელოს დიდ პატივს ვცემ და ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ, მაგრამ ვიღაც უვიცების წერილი რა გამოსაქვეყნებელი იყო?;)
kutaisiii
მშვენიერი სახელია რას ერჩით.მასე ტორპედოსას ჯუნგლები ქვია. რასაც უნდა იმას დაირქმევენ თავის გადასაწყვეტია მაგ
Gladiatori
გიორგი კერვალიშვილი სოსო ჩახნაშვილი ზურაბ გიოშვილი სტადიონზე თუ მობრძანდებით იქ აგიხსნით რატო გვქია ასე... მაგრამ არამგონია თQვენნაირმა ... გაბედოთ მოსვლა!!!
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს