ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: რონალდოს ჰეთ თრიკი და 100 გოლი ლიგაზე [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: რონალდოს ჰეთ თრიკი და 100 გოლი ლიგაზე [VIDEO]

"რეალმა" მსაჯის შეცდომებითაც იხეირა
მიუნხენის "ბაიერნს" რობერტ ლევანდოვსკი დაუბრუნდა და გერმანელებმაც გულიანად დაიწყეს "სანტიაგო ბერნაბეუზე", მაგრამ მალევე გაჩერდნენ და გარკვეული ტერიტორიული უპირატესობის დინჯად გამოყენება გადაწყვიტეს.

ყველაზე კარგი, რაც "რეკორდმაისტერს" პირველ ტაიმში გამოუვიდა, ალაბა-რიბერის კომბინაცია გახლდათ, რომელსაც ტიაგო ალკანტარა აგვირგვინებდა ახლო მანძილიდან, მაგრამ მარსელომ ეს დარტყმა დაბლოკა. ეს სტილი "რეალს" ხელს აძლევდა და ნელ-ნელა მადრიდელებმა მომენტების შექმნა დაიწყეს. ვნახეთ დანი კარვახალის დარტყმა და მანუელ ნოიერის "სეივი". მერე ნოიერმა უხერხულად მოიგერია და დარტყმის შემდგომ ბოატენგმა კარის ხაზიდან გამოიტანა.

დაბრუნებულმა ჰუმელსმა ბურთი მეტოქეს გაარტყა და კინაღამ კურიოზული გოლი ვნახეთ. ჰქონდათ შანსები ტონი კროოსსა და კრიშტიანო რონალდოსაც, მაგრამ, ასე თუ ისე, ხელსაყრელი პოზიციიდან საგოლედ ვერ დაარტყეს.

მეორე ტაიმის სტარტზეც ჯერ "რეალს" ჰქონდა მორიგი ნახევრად მომენტი, როდესაც გარეთ ბეილის ნაცვლად მოთამაშე ისკომ სახიფათოდ დაარტყა. იყო მომენტი, როდესაც არტურო ვიდალმა კაზემიროზე იუხეშა, მას ყვითელი უკვე ჰქონდა და ვიქტორ კასაიმ იგი არ გააძევა. მოგვიანებით მსაჯმა მსგავს სიტუაციაში კაზემირო დაინდო.

"ბაიერნმაც" დაარტყა ზუსტად და მერე როგორ... რობენი პასისას ბურთზე წინ დარჩა და ძლიერად ვერ დაარტყამდა, ამიტომაც ბურთს ფეხი ამოუსვა, რაც ნავასის გაუვნებელყოფას ეყო, მაგრამ მარსელომ ხაზიდან გამოიტანა.

ცოტა ხანში კი არიენმა პენალტი გამოიმუშავა,რომელიც ლევანდოვსკიმ შეაგდო.

64-ე წუთზე ზინედინ ზიდანმა საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო, მან ქარიმ ბენზემა მოხსნა და მინდორზე მარკოს ასენსიო შეიყვანა, რომელსაც მოგვიანებით ლუკასი დაემატა.

პირველი მატჩის გმირმა რონალდომ თავისი სიტყვა ისევ თქვა - კაზემირომ პატარა შეცდომა იმით გამოისყიდა, რომ ბურთისთვის კარგად იბრძოლა და მერე პორტუგალიელს კოხტად ჩაუგდო. ბოატენგი და ლამი უძლურნი იყვნენ და ნოიერიც, კრიშტიანომ თავურით შორეულ კუთხეში აუღებლად ჩაჭრა.

"ბაიერნის" მიზანი უცვლელი დარჩა - მეორე გოლი. როდესაც ჩაბი ალონსო გადიოდა და თომას მიულერი შემოდიოდა, "რეალის" ფანებმა აპლოდისმენტები უძღვნეს მათ ყოფილ ფეხბურთელს. მალე რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა - ქაოსი მასპინძელთა საჯარიმოში, სერხიო რამოსმა ბურთს უხერხულად მიჰკრა ფეხი და ავტოგოლი გაიტანა. ამას მიუნხენელები, ალბათ, თავადაც არ ელოდნენ.

"ბაიერნს" აღარ გაუმართლა 84-ე წუთზე, როდესაც "სცენას დაუბრუნდა" პატივცემული კასაი - უნგრელმა არბიტრმა ვიდალი სუფთა თამაშისთვის გააძევა. "ბაიერნი" 10 კაცით დარჩა და ისღა დარჩენოდა, როგორმე ეს ანგარიში შეენახა და თამაში დამატებით დროში გადაეყვანა.

ცოტა მოულოდნელი იყო, რომ საწყის წუთებში ტერიტორიულ უპირატესობას "ბაიერნი" ფლობდა. ერთხელ რობენმაც შემოგვთავაზა პატარა სოლო-რეიდი, მაგრამ გატანა აღარ გამოუვიდა. მერე "რეალმა" მოუმატა, კრიშტიანოს ნოიერმა აუღო, მარსელომ ააცილა. სერხიო რამოსმა კი დანაშაული იმით გამოისყიდა, რომ რონალდოს ლამაზად ჩაუგდო და კრიშტიანომ ამჯერად გაიტანა, მაგრამ...

პორტუგალიელი თამაშგარეში იყო, ეს კი ლაინსმენმა ვერ დაინახა, გოლი ჩაითვალა.

110-ე წუთზე ყველაფერი დამთავრდა - მარსელო მორიგი სოლო-რეიდით გასცდა რამდენიმე ფეხბურთელს, მსაჯსაც ჩაუქროლა და ბოლოს, როდესაც თავადაც შეეძლო გატანა, რონალდოს მიუგორა, ჰეთ-თრიკი შეასრულებინა და ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 (!) გოლი გაატანინა. კრიშტიანომ მიუნხენელებს ორ მატჩში 5 გოლი გაუტანა.

"ბაიერნი" საბოლოოდ გატყდა და ასენსიომაც ლამაზი გოლი გაიტანა. კასაისა და მისი ბრიგადის საშინელ მსაჯობაზე კიდევ ბევრს ილაპარაკებენ, თუმცა ეს "რეალის" ფეხბურთელების ბრალი არ არის, "სამეფო კლუბი" ტიტულის შესანარჩუნებლად ბრძოლას აგრძელებს.

იხილეთ ვიდეო

რეალი-ბაიერნი 4:2 დ.დ (1:2) (2:1)

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (53-პენ), 1:1 რონალდო (76), 1:2 სერხიო რამოსი (78 ს. კ.), 2:2 რონალდო (105), 3:2 რონალდო (110), 4:2 ასენსიო (112)

რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, ნაჩო, სერხიო რამოსი, მარსელო - კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი - ისკო (71. ლუკას ვასკესი), რონალდო, ბენზემა (64. ასენსიო)

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, ჰუმელსი, ბოატენგი, ალაბა - ჩაბი ალონსო (75. მიულერი) - ვიდალი, ტიაგო ალკანტარა, რიბერი (71. დუგლას კოშტა), რობენი - ლევანდოვსკი (88. კიმიხი)

გაძევება: ვიდალი (84)

მაყურებელი: 78 346

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ანესთეზეოლოგი

რონალდო ფენომენალური ფეხბურთელია და თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილი გოლი არანაირად არ აკინებს მის სახელს, თამაშიდანაც გაიტანა მან ბურთები:)) საერთოდ ჩემი პირადი აზრია ის, რომ ბაიერნი, რეალი, იუვენტუსი, მანჩესტერი, ბარსელონა... ასეთი გუნდები არასოდეს არ არის სუსტი. როგორი სუსტიც არ უნდა იყოს რაღაც მომენტში, მათ გამარჯვებულის მენტალიტეტი, სახელი და ტრადიციები უმაგრებს ზურგს. მათ იციან როგორ უნდა გაიარონ ეს გზა რომელზედაც ათასჯერ უვლიათ და შესაბამისად თავისუფლები არიან ზედმეტი ფსიქოლოგიური წნეხისაგან. ჩემი მთავარი საქთმელი იყო სწორედ ის, რომ როდესაც ასეთი დიდი გუნდები თამაშობენ, მცირეოდენ უზუსტობასაც კი განსხვავებული შედეგები მოაქვს. და მეორე, მსაჯების შეცდომებმა ნამდვილად მოახდინეს ზეგავლენა საბოლოო შედეგზე. ეს რატომაა საკამათო ამას ვერ ვხვდები

• ანესთეზიოლოგი-ს

რეალის გასვლა არალოგიკური იყო და ბაიერნის 2 გოლი ლოგიკური? ფეხბურთი ძალიან მაგრად მესმის და ობიექტურობის პრეტენზიაც მაქვს-შესაბამისად შენს დასკვნას ვერ ვეთანხმები. მსაჯობა რომ არ ვარგოდა ცალსახაა, მაგრამ არა მხოლოდ რეალის სასარგებლოდ. ჩამოთვლა 2 მხრივი შეცდომების შორს წაგვიყვანს, მაგრამ ერთ მომენტში როცს ეკრანიდანაც კი ჩანდა გვერდითმა მხოლოდ 7 მეტრის გარბენის მერე აწია თამაშგარე - როცა ყვირილი ატეხეს მცველებმა და ხაზზე მფგომმა სათადარიგოებმა. მსაჯობა ვერ მიყვება ფეხბურთის დინამიკას აშკარაა, მაგრამ რეალი რომ ბაიერნს ჯობნიდა (რაც ძალიან გამიკვირდს) ესეც. მოდრიჩის, მარსელის, რამოსის (ავტოგოლის გარდა) რონალდოს თამაშს მხოლოდ ნოიერის გამორჩეული თამაში დაუპირისპირა ბაიერნმა, შედეგიც შესაბამისია.

• ანესთეზეოლოგი

izi-ს: არა რეალისტობა და არაობიექტურობა ძალიან სხვადასხვა მცნებებია. შესაძლოა არარეალურის გჯეროდეს მაგალითად როგორც ჩემს მეზობელს, რომელსაც 2002-ში აჩემებული ჰქონდა რომ სენეგელი საფრანგეთს მოუგებდა, და როგორც ჩემს მეგობარს, რომელიც ამტკიცებდა რომ 2004-ში ბერძნები ევროპის ჩემპიონები გახდებოდნენ. მიუხედავად არარეალურობისა, ასეთებიც ახდენილა. მაგრამ არაობიექტურობა ეს სულ სხვა რამაა, ესაა როდესაც სიმართლეს ემალები. ანუ იგივე არაპროფესიონალიზმია. ასეთ დონეზე უკვე ასეთი რაღაცეები არ უნდა ხდებოდეს. რეალი დიდი გუნდია, ბაიერნიც... გუნდმა სანტიაგო ბერნაბეუზე მოუგო რეალს კაცნაკლულმა. ასეთი დონის და თანაბარი შესაძლებლობების მქონე გუნდების თამაშის დროს დაშვებული ნებისმიერი მცირე შეცდომაც კი გადამწყვეტია. ნუ ვიკამათებთ თუ რომელი უფრო ძლიერია, ორთავე ძალიან ძლიერია, უბრალოდ მსაჯების შეცდომები ძალიან აშკარაა და ნურც ამაზე დავხუჭავთ თვალს...

• musenbezi

აჩის კაზემირო პენლის დროს გასაგდები არ იყო? დამატებით დროში სიმულაციისთვის თუ...

• achikos

აჩიკო ფეხბურთი რა ცხოველია იცი ვაფშე თამაშს უყურე რომ ყვირიხარ ვიდალი გასაგდები იყოო?

• ქართველი

რეალი როგორც კი თამაშს გაშლიდა და სისწრაფეს მოუმატებდა ბაიერნი ვეღარ უძლებდა და უხეშობით პასუხობდა. მსაჯი არაფერ შუაშია. რეალი ერთი თავით ძლიერი გუნდია.

• ანესთეზეოლოგი

ვინც ვარ ხედავს ან არ უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ წუხელ მსაჯის გადაწყვეტილებებმა პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა მატჩის მსვლელობასა და შედეგზე, მას უბრალოდ არ ესმის ფეხბურთი. გუნდმა 2 თამაშის ჯამში 1 საათის განმავლობაში ითამაშა 10 კაცის შემადგენლობით. გუშინ ვიდალის გაძევების მომენტში მსაჯი ყველაზე უკეთესი რაკურსით და ახლო მანძილიდან უყურებდა ყველაფერს. მიუხედავად ამისა დაუშვა ისეთი უხეში შეცდომა, რომელმაც ზეგავლენა მოახდინა შედეგზე. საერთოდ როგორც მე ვაკვირდებოდი მთელი თამაშის განმავლობაში მსაჯი ძალიან უარყოფითად იყო განწყობილი ვიდალის მიმართ, ფაქტიურად არ აძლევდა აგრესიული თამაშის შესაძლებლობას ართმევაზე, რაც უკვე მიღებული და დამკვიდრებული მანერაა მსაჯებშიც კი რადგან თვითონ თანამედროვე ფეხბურთის დინამიკამ და სისწრაფემ მოიტანა ართმევაზე თამაშის ასეთი სტილი. რონალდოს გოლზე აღარაფერვ ვამბობ დაახლოებით 2 მეტრიანი ტამაშგარე გაატარა გვერდითა მსაჯმა. საკვირველია, ასეთ დროს რატომ არ მიმართვავენ ვიდეო გამეორებას? ვისაც პრეტენზია გვაქვს რომ ფეხბურთი გვესმის, ვისი გულშემატკივარიც არ უნდა ვიყოთ, მოდით ვაღიაროთ, რომ ეს შედეგი იყო არალოგიკური. უმთავრესი ღირებულება მსაჯებშიც და ნამდვილ გულშემატკივარშიც არის ობიექტური აზროვნება. რაც ამ შეგრძნების გარეთაა, ის უკვე კაშა-იობაა...

• izi

როგორი არა"რეალისტი" და ნამდვილქართველი უნდა იყო რომ მსაჯს დააბრალო რამე როცა გუნდმა 2თამაშის ჯამში მოიგო 7:2 , მით უმეტეს როცა იმ 2-დან ერთი პენლით გავიდა.

• achi

როგორც ეტ ისე მეორე მხარეს უშვებდა შეცდომებს. ასე იყო და იქნება კიდეც მომავალსჰი ტუ რამე ახალი არ გამოიგონეს

• achi

ვიდალი გასაგდები იყო მანამდეც კიდე. როცა ყვითელი ახებული რო ქონდა მის სჰემდეგ 4 ფოლი აიხო ოტხივე ხისტი ტამასჰი იხო

• cheshmariteba

ძაან მაგარი თამაში იყო. მსაჯებმა კი ყველაფერი გააფუჭეს. ფეხბურთის მამებო რამე იGონეთ, თორემ ბარსას და რეალი გადამკიდეფეხბურთის ყურების მუღამს კარგავს ხალხი

• ფანი

მსაჯობა უკვე აუტანელია, ამ თამაშში ორმხრივად უშვებდნენ შეცდომებს (ვიდალი როცს გასაგდები იყო მაშინ დაინდო, მერე გადაამლაშა, რობენმა კარგად დაყვინთა-ბევრჯერ ვნახე და დავრწმუნდი საბოლოოდ, ნოიერის სეივი ვერ დაინახა, თამაშგარე რონალდოზე) პირველ თამაშში მოგონილი პენალტი, გაწირული პსჟ და ა.შ. როდის შეიგნებს უეფა ვიდეორეფერის აუცილებლობას, მსაჯსაც მოეხსნება წნეხი. ისე კი რეალი ძალიან ჯობდა ბაიერნს და ეს თამაშიც რეალის გამო + მსაჯი დაიძაბა, თორემ რაღა დროს რიბერი რობენის ფლანგური ფეხბურთია-ძალიან ვიწრო არეალზე მოქმედებენ.

• დათა

ორივე თამაშში უსამართლო პენლები შემთხვევით რეალს ხო არ დაუდეს?

• rezi

ამ მსაჯის საქციელს ვინმე შეეაფასებს?

• jio

რამოსის ავტოგოლის პერიოდში ლევანდოვკი თამაშგარეში იყო და ეგ გოლი არ უნდა ჩათვლილიყო ვიდალი კიდევ 10 ჯერ დაინდო როცა გასაგდები იყო მაშინ უნდა გაეგდო 0-0 ზე გუნდმა კარში სულ 4 ჯერ დაარტყა აჯობა რეალმა ორივე თამაშში

• Lomi5553

Me barca var magram fexburti mikvars gilocavt realis fanebo Ronaldo imsaxurebs sheqebas roca gunds dachirda lideroba aigo tavze. Me piradad messi mirchevnia gemovnebaze ar daoben. Msajebs rac sheexeba isinic cdebian es fexburtia marto realis sasargeblod ara

• ZAKA

რეალში უდაოდ დიდი ფებურთელები თამაშობენ,სამწუხაროა რომ მათი კარგი თამაში მსაჯმა გაანულა.ვიდეო გამეორება მსგავს მომენტებში აუცილებელი ხდება.ბაიერნი კი მსაჯმა გააგდო.

• gocha123

მსოფლიოს საუკეტესო მოტამასჰეები არიან რეალსჰი და ბარსასჰი და მაინც ყურებიტ მიატრევენ მსაჯები.ნეტა მარტლა ტუ უხარიატ ასე უნამუსოდ გასვლა ტვიტონ ფეხბურტელებს?

• ZAKA

კაშაი-ბაიერნი 4:2

• ზუკა 2

ვიღაც ზუკას, აგდებდი რეალს ზუკა და უთმობდი პრიმერას ჰო??? ეს რეალმა დაგითმო ბუნდესლიგა ისე ყოჩაღ ბაიერნს, კრიშტიანუ 5 გოლს ყველას ვერ გაუტანდა!!!

• გენო

სიმართლის მთქმელნო გამოდით, დაწერეთ თუ მარტო ბარსელონაზე წერთ "ჭეშმარიტებას"?

• დინამო

ამ მსაჯების გადამკიდე აზრს კარგავს რა ფეხბურთი. მიუხედავად იმისა რომ რეალის გულშემატკივარი ვარ გუშინ ბაიერნი ძალიან დაჩაგრეს!

• ვივა

მსაჯრიდის რეალი

• kogngo

კაშაი-ბაიერნი 4:2

[VIDEO] "იბერია 1999" ბრატისლავაში "სლოვანს" ფრედ ეთამაშა და ევროპა ლიგაზე გადაერთვება

[VIDEO] ორი გაუქმებული გოლი, არდანიშნული პენალტი - "სლოვანმა" "იბერია 1999"-ს უფრო გამოცდილების ხარჯზე მოუგო

ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა

[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა

18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში

"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა

კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა

კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა

მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს

"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა

Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან

[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს

"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა

ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე

გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?

"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა

ასეთი რამ საუდის არაბეთშიც კი შეიძლება მოხდეს - რონალდოს გუნდი ფინანსურ კრიზისშია

გრანდიოზული წვეულება და მოწვეული ვარსკვლავები - როგორი იქნება რონალდოსა და ჯორჯიანას ქორწილი

"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა

"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს

"ორი უტიტულო სეზონი და "განსაკუთრებული" მისია: შეძლებს თუ არა მოურინიო სამეფო კლუბის გადარჩენას?“

"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი

ოფიციალურად: საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დანიშნეს

"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა

სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს

ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს

10 მილიონი ევრო სეზონში - ლევანდოვსკი თურქეთში გადაბარგებასთან ახლოსაა

[PHOTO] "ბედნიერი მამა" - რონალდომ ხუთივე შვილთან სურათი გამოაქვეყნა

[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა

ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა

"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა

თავისი კადრები ეყოლება - ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში ბარტეზი მიყავს

მადრიდის "რეალის" უჩვეულო ქმედება და დიდი კომპრომისი - ვინისიუსის მომავალი გადაწყდა

საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს

ფერანი რჩება - "ბარსელონა" ტორესს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს

[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა

"მანჩესტერ სიტი" როდრის დაკარგვას შეეგუა - "ქალაქელებმა" ესპანელის შემცვლელი შეარჩიეს

კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება

"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!

ზინედინ ზიდანმა საფრანგეთი არად ჩააგდო და მესის მიერ დამწუხრებული შვილის დამშვიდება მოუწია

"ან გაახანგრძლივებ, ან წახვალ" - მადრიდის "რეალმა" ვინისიუს ჟუნიორს ულტიმატუმი წაუყენა

"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა

ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა

გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება