"ბარსელონამ" მიზანი ვერაფრით გაისწორა
მაშ ასე, წუხელ ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. მადრიდულ კლუბებს, "რეალსა" და "ატლეტიკოს", ტურინის "იუვენტუსი" და "მონაკო" დაემატნენ.

თუკი ესპანური კლუბები შარშანაც გავიდნენ ამ ეტაპზე და "რეალი" სულაც ჩემპიონი გახდა, თუკი "ბებერი ქალბატონი" ერთ-ერთი ფავორიტი იყო, "მონაკოს" გასვლას ნახევარფინალში არავინ ელოდა. პარასკევს ნახევარფინალურ წყვილებსაც შევიტყობთ...

* ტურინის "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მეშვიდედ გავიდა, რაც იტალიური კლუბებისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

* "იუვენტუსი" მხოლოდ მესამე კლუბია, რომელმაც ლიგის პლეი ოფის ორ მატჩში არ გაუშვა ბურთი "ბარსელონასთან".

ამჯერად, სასწაული არ მოხდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, "იუვენტუსი" არ აღმოჩნდა პსჟ.

ტურინულმა გრანდმა იდეალურად ჩაატარა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი და სასურველ შედეგს მიაღწია.

"იუვემ" არათუ სამი გოლი არ გაუშვა, კარი მშრალად შეინახა და ნახევარფინალში სრულიად დამსახურებულად გავიდა. ეთამაშო "ბარსას" ორი მატჩი და არ გაუშვა არც ერთი გოლი, მართლაც დიდებული შედეგია და ამისთვის, ტურინელთა დაცვას ქებათა ქება ეკუთვნის, თუმცა, თანამედროვე ფეხბურთში უტევს მთელი გუნდი და თავსაც მთელი გუნდი იცავს - ამიტომ ბრავო "იუვეს", ბრავო მასიმილიანო ალეგრის, რომელმაც ორივე მატჩისთვის გუნდი იდეალურად მოამზადა...

გოლს ვინ ჩივის და "ბარსელონამ" "იუვენტუსის" კართან ერთი ხეირიანი მომენტიც კი ვერ შექმნა. მართალია, კატალონიელებმა 17-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით, მაგრამ აქედან მხოლოდ ერთხელ წავიდა ბურთი კარში და იქაც, ჯანლუიჯი ბუფონს არ გასჭირვებია ბურთის მოგერიება. რეალურად, "ბარსას" არ ჰქონია არც ერთი რეალური საგოლე შანსი - და ეს გოლებზე დაგეშილ "ბარსას", რომელსაც მინიმუმ სამი ჰქონდა გასატანი.

ტრადიციულად, ბევრს ცდილობდა ნეიმარი, აქტიურობდა და რამდენჯერმე კარგადაც გასცდა მცველებს, მაგრამ შედეგი ამას არ მოჰყოლია; რამდენიმე კარგი პასი გააკეთა ლიონელ მესიმ, თუმცა მთლიანობაში, არგენტინელი მაინც ჩრდილში იყო მოქცეული. ლუის სუარესმა და ანდრეს ინიესტამ შესაძლებლობების ნახევარიც კი ვერ გამოავლინეს და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა. "იუვეს" კონტრშეტევებზე მინიმუმ ერთი გოლის გატანა მაინც შეეძლო, მაგრამ დარჩა შთაბეჭდილება, რომ ტურინელთათვის ეს მეათეხარისხოვანი იყო - სტუმრები მასპინძელთა დაცვაში დატოვებულ დიდ სივრცეებს ვერ და, თითქოს, არც იყენებდნენ, თორემ შეეძლოთ, მეორე თამაშშიც გამარჯვება მოეპოვებინათ.

ყველაზე რეალური მომენტი პირველი ტაიმის შუაწელს ლიონელ მესის შეექმნა, როდესაც დაახლოებით 15 მეტრიდან ააცილა ბურთი კარს. იქ რომ არგენტინელს გაეტანა, მასპინძლები დაიმუხტებოდნენ და შესაძლოა, თამაშიც გამწვავებულიყო, მაგრამ მესიმ ააცილა და თამაშიც სტუმართათვის სასურველ რიტმში გაგრძელდა. ლეონარდო ბონუჩიმ და ჯორჯო კიელინიმ დაცვის ცენტრი ჩააბეტონეს, ფლანგები კი ორ-ორ ფეხბურთელს ჰქონდათ ჩაბარებული - მარჯვნივ დანი ალვეშს და ხუან კუადრადოს, ხოლო მარცხნივ - ალექს სანდროს და მარიო მანჯუკიჩს.

"ბარსას" შეტევების დროს კუადრადოც და მანჯუკიჩიც უკან ჩადიოდნენ და დაცვას ეხმარებოდნენ - საყრდენ ხაზზე იდეალურად მოქმედებდნენ მირალემ პიანიჩი და სამი ხედირა. ამ უკანასკნელმა ყვითელი ბარათი მიიღო და ნახევარფინალის პირველ მატჩს გამოტოვებს. დიდი ალბათობით, მასიმილიანო ალეგრი ხედირას ნაცვლად კლაუდიო მარკიზიოს გაამწესებს.

ამ გუნდების პირველ შეხვედრაში, "იუვენტუს არენაზე" ტურინელმა გულშემატკივრებმა გამოსახეს წარწერა: IT`S TIME, ანუ "დროა" - დიახ, "იუვეს" გულშემატკივრები თვლიან, რომ დროა, ტურინულმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს და აქვთ კიდეც ამის საფუძველი. რაც შეეხება "ბარსელონას", ამ გუნდს მადლობა ეკუთვნის იმ საფეხბურთო სპექტაკლისთვის, რომელიც პსჟ-სთან შემოგვთავაზეს - კატალონიელებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი გუნდით...

იხილეთ ვიდეო

ბარსელონა-იუვენტუსი 0:0 (0:3)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო (78. მასკერანო), პიკე, უმტიტი, ალბა - რაკიტიჩი (58. პ. ალკასერი), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ნეიმარი, ლუის სუარესი

იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - დანი ალვეში, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - ხედირა, პიანიჩი - კუადრადო (84. ლემინა), დიბალა (75. ბარძალი), მანჯუკიჩი - იგუაინი (88. ასამოა)

მაყურებელი: 98 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
კარისკენ დარტყმული რამდენი იყო, რაც მცირედით ასცდა? მატჩის ბოლოს პენალტი არ იყო? ვინმემ რომ სათაურს დახედოს, იფიქრებ ბარსას საერთოდ მომეტი არ ჰქონია, ისე გაქვთ გამოყვანილი.
geno
ფეხბურთი მაფიაა და ვისაც ჯერა გუშინდელი თამაში ნამდვილი ჰგონია ცოტა ვერ უნდა იყოს!
achi
აქ როონალდუ რა შუაშია? აი მესი კი არ ატამაშეს ფაქტია, ერტი მომენტი რო ააცილა უნდა გაეტანა ტანაც მესის.
kote
მოიცა ჯერ ფინალში გავიდეს იუვე და ეგ ბანერები მერე
gigoia
დროა იუვემ მოიგოს ლიგა. ჯერ იყო და ფავორიტმა მილანთან პენალტებით წააგო, შემდეგ კი აშკარა ფავორიტმა რეალთან შემთხვევით გაშვებული გოლის წყალობით. იუვე ძალიან დიდი გუნდია. არ დაგავიწყდეთ და სანამ იყო ჯანი ანიელი, იუვე ყველაზე მდიდარი კლუბი იყო.
რეზო
ბარსა კი სამართლიანად გავარდა, მაგრამ რა საშინელი გუნდები დარჩა. მონაკო მოიგებს ვითომ?
ანდრი
რონალდუ და პრინციპული თამაში ერთმანეთის მტერია :) რონალდო ათლეტია მესი კი ფეხბურთელი.
გია
მესი კია მაგარი,მაგრამ დიეგოსთან ვერ მივა ვერასდროს....
333
FORZA JUVE!!. მე ვთვლი რომ ეს არის ბარსას დასასრულის დასაწყისი.ბევრი რამე და ვინმეა შესაცვლელი.
იდეალისტი
ზოგი ვარსკვლავი ადრე ქრება, ზოგი გვიან, ასეა სპორტშიც. რაც შეეხება ახლანდელ ბარსას , ის წინა წლების ბარსელონას აჩრდილია.
effe
ზოგადად რონალდო მე მირჩევნია მესის მაგრამ მესი თუ პრიციპულ თამაშს ვერ თამაშობს ეგ არ ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო... წელს შეიძლება ეგრეა მაგრამ საერთოდ მაგის თქმა მართლაც რო შენი სუბიექტური აზრია...რონალდო კი ყველა თამაშში ამტკიცებს მუდმივი შრომით რისი მიღწევაა შესაძლებელი...მსაჯელონას მზე უკვე დიდი ხანია ჩაესვენა მაგათ ადგილზე მესის სარფიანად გავყიდიდი)))
fraternity
ღმერთო ჩემო რა სისულელეა. ერთი თამაშით ნუ განსჯით. თუ არ გახსოვს მე გაგახსენებ ათობით თამაშს სადაც ისე იყო რონალდუ ჩაკარგული, კამერამაც ვერ იპოვე რომ ახლო ხედით დაეფიქსირებინა. განსხვავება კი სწორად აღნიშნე მაგრამ პირიქით არის, მესის აქვს ეგ რონალდუს არა. რონალდუს შეუძლია ალმერიას 3 ან 4 გოლი გაუტანოს, სამაგიეროდ დიდ გუნდებს ძირითადად ვერაფერს უხერხებს. ბაიერნსაც ადრე რამოსმა მოუგო, ახლა მსაჯებმა თორემ რონალდუს არაფერი გაუკეთებია განსაკუთრებული
ანესთეზეოლოგი
წუხელ იუვენტუსის თამაშს რომ ვუყურებდი, ვხედავდი რომ კაცები თამაშობდნენ, პირველ რიგში სწორედ ეს შთაბეჭდილება მრჩებოდა.
სუბიექტური აზრი
აკი მესი სჯობია რონალდოსო.მესი პრინციპულ თამაშებს ვერ თამაშობს ვერც ბარსაში ვერც არგენტინის ნაკრებში,ხოლო რონალდო პირიქით პრინციპულ თამაშებს თამაშობს განსაკუთრებულად.ეს არის განსხვავება ამ ორ ლეგენდარულ ფეხბურთელს შორის.
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
ფრანგი ჟურნალისტი: პსჟ-ში კვარაცხელიამ ნეიმარს აჯობა - ქართველი თამაშებს შერჩევით ატარებს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
მესი თუ რონალდო - კიელინიმ არჩევანი გააკეთა
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
კიელინი: ამას კვარაცხელიასგან არ ველოდი
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
სუარესმა გაიხსენა, როგორ აღმოჩნდა "რეალის" ნაცვლად "ბარსელონაში"
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
ჯორჯო კიელინიმ 39 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
[VIDEO] სპალეტი გაგიჟდა - ლუჩანო მსაჯს დაუპირისპირდა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
"ლუკაკუ პრობლემა სულაც არაა, მან უამრავი შანსი თავად შეიქმნა" - კიელინიმ ბელგიელი დაიცვა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა