მალაიზიის გრან-პრის ორგანიზატორები "სეპანგის" ავტოდრომზე რბოლის ღამით ჩატარების პერსპექტივას განიხილავენ
ბარსელონაში ტესტების მესამე დღემ კარგი ამინდის თანხლებით ჩაიარა. "პირელის" წარმომადგენლებს დიდი ხანი უნდოდათ ახალი საბურავების მაღალ ტემპერატურაზე შემოწმება და გუშინ მათ ამის საშუალება მიეცათ - კატალონიას ავტოდრომზე ასფალტი 30 გრადუსამდე გახურდა.

მესამე ტრასაზე დღეს 10 გუნდი ვიხილეთ: "მაკლარენმა" ერთდღიანი პაუზა აიღო, HRT-ის ახალი მანქანის დებიუტი კი დღეს შედგება. დანარჩენმა საჯინიბოებმა გუშინ დილით გააგრძელეს მუშაობა. გუნდების უმრავლესობამ კვალიფიკაციისა და რბოლის იმიტაციაზე გააკეთა აქცენტი და საბოლოო ოქმში მოხვდა შედეგები, რომელიც თითქმის ცარიელი ავზების პირობებში დაფიქსირდა.

"ზაუბერის" ბოლიდით საუკეთესო დრო აჩვენა დებიუტანტმა სერხიო პერესმა. ორი დღის წინ მექსიკელმა ასევე მაღალი შედეგით დაასრულა პირველი დღე, მაგრამ მისი შედეგი იმის გამო გააუქმეს, რომ სერხიომ ერთ-ერთი მოსახვევი მოჭრა. ახლა კი მან წრე სუფთად გაიარა, თანაც წინა დღეს "რედ ბულის" პილოტის, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, სებასტიან ფეტელის დრო გააუმჯობესა. ახლა 2011 წლის მანქანებისთვის სარეკორდო დრო სწორედ პერესს ეკუთვნის.

მესამე დღის შედეგები:

1. პერესი ("ზაუბერი") 1:21.761 (95 წრე)

2. მასა ("ფერარი") +0,331 (132)

3. უებერი ("რედ ბული") +0.705 (97)

4. ბარიკელო ("უილიამსი") +0.876 (105)

5. შუმახერი ("მერსედესი") +1.131 (89)

6. ჰაიდფელდი ("ლოტუს-რენო) +1.780 (32)

7. კოვალაინენი ("ლოტუსი") +2.229 (40)

8. პეტროვი ("ლოტუს-რენო) +2.472 (24)

9. სუტილი ("ფორს ინდია") +2.573 (108)

10. ალგერსუარი ("ტორო როსო") +3.018 (107)

11. დ'ამბროზიო ("ვირჯინი") +5.575 (96)

12. ტრული ("ლოტუსი") +12.724 (6)

ლუისი კრახს წინასწარმეტყველებს

"მაკლარენის" ლიდერი ლუის ჰემილტონი ბარსელონაში სეზონისწინა ტესტების შედეგებს პესიმისტურად აფასებს და თავისი საჯინიბოს კრახს წინასწარმეტყველებს. ბრიტანელმა აღნიშნა, რომ გუნდმა მანქანასთან მუშაობაში პროგრესი განიცადა, მაგრამ ეს ჯერ არასაკმარისია ჩემპიონატში გამარჯვებისთვის.

"დღემდე ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებდით ბოლიდს და ტექნიკურ სიახლეებს გარკვეული ეფექტი ჰქონდა. ამასთან, უნდა ვაღიარო, რომ ამ მომენტისთვის "მაკლარენი" მზად არ არის ტიტულისთვის საბრძოლველად. პირველ რბოლებში ჩვენ ქულების აღების იმედი გვექნება, ხოლო თუ ბოლიდის მოდერნიზაცია ეფექტური გამოდგა, მაშინ შეიძლება რბოლებში გამარჯვებაზე ფიქრი. ჩვენი რეალური დონე საიმედოობისა და სისწრაფის მხრივ, ჯერჯერობით გაურკვეველია.

რამდენიმე პრობლემა გამოვავლინეთ, მაგრამ მათი გადაწყვეტა არც ისე იოლი ყოფილა, ვიდრე გვეგონა. საერთო ჯამში, ამ დღეებში გაწეული სამუშაო წარმატებულად უნდა ჩავთვალოთ, მაგრამ ეს ცოტაა ტიტულისთვის ბრძოლისთვის", - ამბობს ჰემილტონი.

ფეტელი: ალონსოსთან პრობლემები მქონდა

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა აღიარა, რომ 2010 წელს პრობლემა ჰქონდა ესპანელ ფერნანდო ალონსოსთან ურთიერთობაში.

"ალონსოსთან მიმართებაში მართლაც მქონდა პრობლემები, მაგრამ ხალხმა გვერდიდან ეს ყველაფერი არასწორად შეაფასა. ყველაფერი განვიხილეთ და პრობლემა მოვაგვარეთ. ორ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი, მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს.

მართალია, რომ მან არ მომილოცა ტიტულის მოპოვება, მაგრამ მონტე კარლოში ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრიზების გადაცემის ცერემონიისას ჩამომართვა ხელი. ჩემი აზრით, ეს ნორმალურია. დამარცხებული ყოველთვის განაწყენებული რჩება და მას დრო სჭირდება ამ შოკიდან გამოსასვლელად. ვიღაცას ამისთვის ხუთი წუთი სჭირდება, ვიღაცისთვის კი ორი კვირაც არ არის საკმარისი", - ასეთ კომენტარს უკეთებს შარშანდელ უთანხმოებას ფეტელი.

მალაიზიაში ღამის რბოლაზე ფიქრობენ

მალაიზიის გრან-პრის ორგანიზატორები სერიოზულად განიხილავენ "სეპანგის" ავტოდრომზე რბოლის ღამით ჩატარების პერსპექტივას. ასეთი ინიციატივა უკვე განიხილებოდა სამი წლის წინ, მაგრამ მაშინ პროექტი ვერ განხორციელდა. ჯერჯერობით მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარში მხოლოდ ერთი ღამის რბოლაა - სინგაპურში პილოტები 2008 წლიდან ეჯიბრებიან ერთმანეთს ხელოვნური განათების პირობებში.

მალაიზიაში რბოლის ღამით ჩატარებამ შეიძლება ორი პრობლემა მოაგვაროს: აპრილში ღამით ისეთი სიცხე არ იქნება, როგორც დღის საათებში და პილოტებს თითქმის იდეალურ პირობებში მოუწევთ გამოსვლა. ამასთან, რბოლის ტელეტრანსლაციის დრო ევროპის ქვეყნებისთვის უფრო მოსახერხებელი იქნება.

ცვლილებები რეგლამენტში

ორი დღის წინ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო საბჭოზე ტექნიკურ რეგლამენტში რამდენიმე საინტერესო ცვლილება შეიტანეს, რომელიც დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში.

კერძოდ, ახალი წესი შეეხება პეისკარის გამოსვლას რბოლების დროს, აგრეთვე საბურავების გამოყენებას. გარდა ამისა, ფედერაციამ გამოაცხადა, რომ სპეციალური ჯგუფი ჩაატარებს ყველა ტრასის ტესტს იმისთვის, რომ მათი გადაკეთება მოხერხდეს გასწრებების რიცხვის გასაზრდელად.

ფედერაციამ სიჩქარის შეზღუდვები დააწესა პეის-კარის გადაადგილებაზე - ეს დრო წრის გავლის დროის 40 პროცენტი უნდა იყოს, ამასთან უსაფრთხოების მანქანა ტრასაზე არა ერთი, არამედ ორი წრე დარჩება. ტრასაზე პეის-კარის გასვლის დროს პილოტებს პიტსტოპზე შესვლის უფლება ექნებათ.

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა