ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გამიშვით, თორემ არ ვითამაშებ!

გამიშვით, თორემ არ ვითამაშებ!

ჯეკო ვოლფსბურგს გაფიცვით ემუქრება

ედინ ჯეკოს ამბავი საპნის ოპერად გადაიქცა. ბოსნიელ ფორვარდს მთხოვნელები არ აკლია, მაგრამ მასში 40 მილიონი ევროს გადახდას ვერცერთი გრანდი ვერ რისკავს, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი. მართალია, ზედიზედ ორი წელია, ჯეკო ბუნდესლიგაში ძალიან ბევრ გოლს იტანს და გასულ სეზონში სულაც საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მაგრამ „მილანი“, „იუვენტუსი“ და თვით „მანჩესტერ სიტიც“ თავს იკავებენ იმ თანხის გადახდისგან, რაც ბოსნიელის მიერ „ვოლფსბურგთან“ შარშან გაფორმებულ კონტრაქტში ჩაიწერა. ეს თანხა კი 40 მილიონ ევროს შეადგენს. უფრო მეტიც: ჯეკოს მსურველ კლუბს „ვოლფსბურგისთვის“ ზემოთ ხსენებული თანხა 31 მაისამდე უნდა გადაერიცხა და ედინი მხოლოდ ამ შემთხვევაში გაიყიდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ასე არ მოხდა, ზემოთ ხსენებული გრანდები მაინც ცდილობენ ჯეკოს გადაბირებას.

„ვოლფსბურგის“ ხელმძღვანელებს კი გაუთავებელი ქაოსი ყელში ამოუვიდათ. სწორედ ამიტომ, „მგლების“ მენეჯერმა დიტერ ჰიონესმა გუშინწინ „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მორჩა და გათავდა, ჯეკო არსად არ წავა, მას ჩვენთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული და „ვოლფსბურგში“ დარჩებაო. სხვათა შორის, ჰიონესმა ჯეკოსთან ერთად, ასეთივე კონტექსტში მოიხსენია გუნდის ფლეიმეიკერი ზვიეზდან მიშიმოვიჩიც, რომელსაც ასევე წასვლა უნდა და რომელსაც „ატლეტიკო“ და „შალკე“ უხმობენ.

„სეზონის სტარტი ახლოვდება და გაუგებრობები არ მჭირდება. ფეხბურთელებმა უნდა გაითავისონ, რომ მათი გაყიდვა უკვე გამორიცხულია. ჯეკო და მიშიმოვიჩი „ვოლფსბურგში“ დარჩებიან და დროა, მხოლოდ „ვოლფსბურგზე“ იყვნენ კონცენტრირებულები. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რამდენს შემოგვთავაზებს. ჯეკოში სულაც 50 მილიონი რომ შემოგვთავაზონ, აღარ გავყიდით, რადგან ვადა დიდი ხანია, გავიდა. რაკი 31 მაისამდე არანაირი წინადადება არ მივიღეთ, თემა დიდი ხნის დახურულია. ჩვენ სიტყვის ხალხი ვართ და პატივს ვცემთ ყველა კონტრაქტს. მოვითხოვ, რომ ფეხბურთელებმაც სცენ პატივი თავიანთ ხელშეკრულებებს, რომლებსაც ხელი მოაწერეს,“ - უთხრა ჰიონესმა „კიკერს“.

დიტერ ჰიონესის ასეთმა განცხადებამ ჯეკო მაგრად გააღიზიანა. ბოსნიელმა თავდამსხმელმა მყის გააკეთა კომენტარი და თავისი უკმაყოფილება ღიად დააფიქსირა. „არ მესმის, რატომ მექცევიან ასე. წლებია, „ვოლფსბურგისთვის“ თავს არ ვზოგავ და ვფიქრობ, საპასუხოდაც პატრივისცემას ვიმსახურებ. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ გუნდიდან წასვლა მინდა. არა იმიტომ, რომ „ვოლფსბურგში“ თავს ცუდად ვგრძნობ, არამედ იმის გამო, რომ პროგრესი მსურს. აქ ჩემი შესაძლებლობები უკვე ამოვწურე და დროა, უფრო მაღალი რანგის კლუბში ვცადო ბედი. მოკლედ, წასვლა მინდა და არ მიშვებენ. არადა, უნდა დაფიქრდნენ, როგორ ვითამაშებ ამ ყველაფრის შემდეგ „ვოლფსბურგში“. ნუთუ ფიქრობენ, რომ ისეთივე მოტივირებული ვიქნები, როგორც შარშან და შარშანწინ? თუ ასეა, ძალიან ცდებიან. არა მგონია, იხეირონ, თუ ძალით დამტოვებენ,“ - უთხრა ჯეკომ „ბილდს“.

„ვოლფსბურგის“ ხელმძღვანელებს ედინის ამ განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ...

გაზეთი "ლელო"

• ტოტტი

ცოტა დაიცადონ და შეხვდებიან მამლებს და მამლები მერე იგივე დღეს დააყრიან რასაც ეხლა უშვებიან ესენი )))

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა

[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...