რაფაელ ნადალმა და როჯერ ფედერერმა ინდიან უელსის ტურნირის წინ გენერალური რეპეტიცია გაიარეს
ინდიან უელსის ტურნირის წინ გენერალური რეპეტიცია გაიარეს მსოფლიოს პირველმა და მეორე ნომერმა - რაფაელ ნადალმა და როჯერ ფედერერმა. მათ ქალაქ იუჯინში მონაწილეობა მიიღეს საჩვენებელ ღონისძიებაში - NIKE ჩლასჰ ოფ ტჰე ჩჰამპიონს ("ნაიკის ჩემპიონთა ბრძოლა"). რეგლამენტის მიხედვით, ყველა მატჩი იმ ვარსკვლავების მონაწილეობით, რომლებსაც სარეკლამო კონტრაქტები აქვთ "ნაიკთან", ერთ სეტზე მეტს არ გრძელდებოდა.

თავიდან კორტზე გავიდნენ რუსი მარია შარაპოვა და ბელარუსი ვიქტორია აზარენკა. ვიქტორიამ ტაი-ბრეიკზე დაამარცხა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.

შემდეგ იყო მიქსტი. კორტის ერთ მხარეს იდგნენ აზარენკა და ნადალი, მეორე მხარეს - შარაპოვა და ფედერერი. რუსისა და შვეიცარიელის წყვილი 5:3-ს იგებდა, როცა მოულოდნელად ფედერერი ლეგენდარულმა ამერიკელმა ჯონ მაკინროიმ შეცვალა და რამდენიმე ბრწყინვალე დარტყმა შეასრულა. ჯონმა თავისი გუნდისთვის მატჩბოლი მოიპოვა, შემდეგ კორტზე ფედერერი დაბრუნდა და ეისით დაასრულა ბრძოლა მიქსტში - 6:3.

საჩოგბურთო საღამო დასრულდა პრინციპული მეტოქეების - ნადალისა და ფედერერის მატჩით. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩოგბურთელებმა ლამაზ გათამაშებებსა და არასტანდარტულ დარტყმებზე გააკეთეს აქცენტი. საბოლოოდ ნადალი უფრო ძლიერი აღმოჩნდა - 7:5.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა