ისტორიაში პირველი ქართული ფინალი ევროპის ჩემპიონატზე, სამი მედალი და გუნდური გამარჯვება
გურამ თუშიშვილმა მისთვის ჩვეული ჩახტომით კისრულზე წამოიღო ადამ ოქრუაშვილი და როცა მსაჯმა მოგება დააფიქსირა, მკერდზე აკოცა მეგობარს, რითაც მისდამი სიმპათია დაადასტურა. მერე ტატამზე ჩაჩოქილები ერთმანეთს შუბლებით მიეყრდნენ, თითქოს ასე უფრო განიცდიდნენ დარბაზში დატრიალებულ ბედნიერებას, რასაც ტრიბუნებზე ქართველი ქომაგებიც იზიარებდნენ.

იხილეთ ვიდეო - ორთაბრძოლა

იხილეთ ვიდეო - ძმაკაცური ამბორი

ისინი ბლომად შეიკრიბნენ ვარშავის "ტორვარის" დარბაზში - პარასკევს სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მისი მოადგილე შალვა გოგოლაძეც ჩამოვიდნენ, ხოლო თბილისიდან ჩვენთან ერთად გამოფრენილ მოზრდილ ჯგუფს შაბათს მეორე 10-კაციანი ჯგუფიც შეუერთდა და დარბაზში ქართული დროშების ფრიალის ფონზე მთელი დღე ისმოდა "თუში", "ბექა", "ადამ", "ლიპო", რასაც ფონად "საქართველო, საქართველო" გასდევდა, დღის ბოლოს კი არენა მთლიანად "ჩვენი" გახდა.

დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, როცა თუშიშვილს ლამის დოპინგზე არ უშვებდნენ ავტოგრაფების, ფოტოგადაღების და ინტერვიუს მთხოვნელები (მათ შორის - უცხოელი ჟურნალისტებიც), გუნდის ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა ისინი მადლიერების ნიშნად ტრიბუნებიდან არენაზე ჩამოიყვანა და კერპთან უშუალო ურთიერთობის საშუალება მისცა. პარასკევს მათ ტრიბუნასთან დავით ქევხიშვილი მივიდა და მორიგი წარუმატებელი დღისთვის მოუბოდიშა.

ლიპარტელიანის პოლონელი ქომაგები

შაბათს დარბაზი ბოლომდე გაივსო მაყურებლებით. ცხადია, პოლონელები ჭარბობდნენ, თუმცა ჩეხთა მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლუკაშ კრპალეკსაც დიდძალი ქომაგი ჩამოუვიდა სამშობლოდან. აი, მის შემდეგ ყველაზე მეტი ქომაგი კი ჩვენს ბიჭებს ჰყავდათ დარბაზში. თუმცა იქნებ ცალკეულ შეხვედრებში ჩეხებსაც ვაჭარბებდით: საქმე ისაა, რომ ხშირად ადგილობრივებიც ჩვენებს გულშემატკივრობდნენ.

ვალერი ლიპარტელიანს (100), შეიძლება ითქვას, პირადი ფანკლუბი ჰყავდა დარბაზში: იმ ტრიბუნაზე, სადაც ზემოხსენებული ქართველი ქომაგები ისხდნენ, ძიუდოს ადგილობრივ კლუბ "ლემურის" ბავშვები არიან განთავსებულნი და სწორედ ისინი მხურვალედ ქომაგობდნენ ქართველს.

როგორც ჩვენებისგან ვიცი, თურმე პატარა პოლონელები ხან ვალერის, ხან კი ვარლამს გაჰყვიროდნენ მისი გამოსვლისას (იმ ხმაურში ჩვენ მათ ყურის საგდებად არ გვეცალა). თუმცა ადგილობრივთა ოვაციები არც ბექა ღვინიაშვილს და განსაკუთრებით - თუშიშვილს დაჰკლებიათ. მომავალი ჩემპიონის ყოველ გდებასა და ყოველ კისრულზე, რასაც შედეგად ამხელა ხალხის პანტაპუნტით დანარცხება მოჰყვებოდა ხოლმე, "ტორვარი" ოვაციისგან ინგრეოდა.

ისტორიული პარალელები

ისტორიაში პირველად, ქართული ფინალი ევროპის ჩემპიონატზე; ერთბაშად სამი მედალი (თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო) ტურნირის ბოლო დღეს; ქართული ფინალით და საქართველოს ჰიმნით დასრულებული კონტინენტის პირველობა - აი, ასეთი საოცარი გამოდგა ვარშავაში ჩატარებული ევრო-2017-ის ფინიში ძიუდოში.

არადა, პირველი ორი დღის კოშმარის შემდეგ, როცა სამი ნახევარფინალი ვიჭიდავეთ, ხოლო ვაჟებში ოთხი ჩემპიონიდან ორი სხვათა ქვეყნის (უკრაინის და რუსეთის) სახელით მოჭიდავე ქართველები იყვნენ, საქართველო კი უმედლოდ რჩებოდა, ასეთი დასასრული ლამაზ სიზმარს ჰგავდა.

საბედნიეროდ, "ტორვარის" არენაზე შაბათს გასული ჩვენი ფალავნების უმეტესობამ, უწინარესად კი, მძიმეწონოსნებმა ყველაფერი გააკეთეს ამ სიზმრის ასახდენად და ორდღიანი წარუმატებლობით მინავლებული პულსი აშკარად სახიფათო ნიშნულამდე აგვიჩქარეს.

კიდევ კარგი, საბოლოოდ, მედლების მიხედვით, მდგომარეობა გამოსწორდა (აქვე გეტყვით, რომ არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში ბიჭებში მესამეზე გავედით რუსეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ), თუმცა გუნდში ძალიან ბევრი პრობლემაა, რაც ამ მედლებმა არ უნდა გადაფაროს.

გლადიატორი

22 წლის გურამ თუშიშვილი კარიერაში პირველად გახდა კონტინენტის ჩემპიონი. ამავდროულად, ეს მისთვის ეროვნულ ნაკრებში პირველხარისხოვან შეჯიბრებებში მოპოვებული პირველი მედალია. ვერცხლი ოქრუაშვილმა მოიპოვა, ბრინჯაო - ბექა ღვინიაშვილმა (90), რაც მისთვის პირველი ჯილდოა მთავარ ნაკრებში.

- გურამ თუშიშვილი: ერთი მხრივ, მერჩივნა, ფინალში სხვა შემხვედროდა...

თუშიშვილმა ვარშავაში მთელი თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინა, წარმოუდგენლად ძლიერი ჭიდაობა აჩვენა და ყველა შეხვედრა ულამაზესი გდებით, იპონით მოიგო. კრპალეკი, ეს ამხელა ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი კაცი როგორ გადააგდო; რა უქნა ჰოლანდიელ როი მეიერს - თავადაც ფიზიკურად ძლიერ ათლეტს, ორჯერ როგორ გაისროლა ილეთზე, ხოლო ოქრუაშვილის დაგდებას რა ტიტანური ძალა სჭირდება, ყველამ კარგად იცის.

ამათ ფონზე, პოლონელებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მათი კამილ გრაბოვსკი ვის დაჰკარგვია, მასთან იპონი რომ გაგვიკვირდეს. საინტერესოა, რომ მესამე ადგილზეც მასთან დამარცხებულები - კრპალეკი და მეიერი გავიდნენ, რაც ცხადყოფს, რაოდენ რთული ბადე გაიარა მან. თუმცა შეხვედრებიდან გამომდინარე, გააჩნია, ვისთვის იყო ის ბადე რთული - არა მგონია, ჩვენებურისთვის ყოფილიყო და მისი მეტოქეების რა გითხრათ.

იმ დღეს თუშიშვილი ყველა ასპექტში მომეწონა: ფიზიკურად ხომ ხარივით ჯანზე იყო და კენჭივით აფრიალებდა იმხელა ხალხს, გამძლეობაც კარგი ჰქონდა, თანდათან გლადიატორივითაც დაიკუნთა, აბა, ტექნიკით ყველასგან გამორჩეულია, თუმცა მის მთავარ ღირსებად ხასიათი მიმაჩნია.

სასტუმროში წინა დღესაც შემხვდა და სავსებით მშვიდად იყო, ოდნავადაც არ ღელავდა. აი, ტატამზე კი მგელივით გადიოდა, ნახტომისთვის მომართული. ახლაც თვალწინ მიდგას, რა სახით ედგა კრპალეკს, როგორი თვალებით უყურებდა ამ ოლიმპიურსა და მსოფლიოს ჩემპიონს - დარწმუნებული ვარ, იმ წუთებში მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, პირდაპირ იპონზე როგორ დაეგდო და საერთოდ არ ანაღვლებდა მისი ტიტულები.

ფინალში რაკი თანაგუნდელს ეჭიდავებოდა, აღარ იყო ასე "მგელი" (თუმცა ოქრუაშვილიც ითვალისწინებდა თანაგუნდელობის ფაქტორს), თორემ სხვა რომ ყოფილიყო, პირველივე წამიდან შეუტევდა.

მსოფლიოსთვის ეს განწყობა თუ შეინარჩუნაო... - გუშინდელს მერე ხშირად იმეორებს მისი პირადი მწვრთნელი ბათო ჯიქური.

ლიპარტელიანის ეპოქა: დასასრულიც და დასაწყისიც

ეს ჩემპიონატი რამდენიმე ნიშნით აღმოჩნდა ჩვენთვის გამორჩეული: პირველი ქართული ფინალი, თუშიშვილისა და ღვინიაშვილის პირველი მედლები უფროსებში მთავარ შეჯიბრებებზე.

შაბათი ჩვენთვის ყოველმხრივ გამორჩეული დღე აღმოჩნდა, მხოლოდ ვალერი ლიპარტელიანის წაგება იყო ერთადერთი ხინჯი. თან ამით ერთი ეპოქაც დასრულდა - ბოლო 9 წლის განმავლობაში ის პირველად დარჩა უმედლოდ. ზედიზედ რვა წელიწადი მოჰქონდა ჯილდო, ამხელა ისტორიას კი ეს წაგება, მართლაც დიდი გულისწყვეტის მიუხედავად, ვერ გადაფარავს.

ერთ დროს ყველა ისტორია მთავრდება და არც ამ სერიის შეწყვეტაა ტრაგედია. სამაგიეროდ, ის რაღაც ძალიან სიმბოლურად დაემთხვა ლიპარტელიანის გადასვლას ახალ წონაში - ახლა იქ უნდა დაიწყოს ახალი ისტორია, გინდ ევროპის, გინდ - მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ახალ წონაში დამკვიდრებას დრო და ადაპტაცია სჭირდება, ეს კი მას, წესით, არ უნდა გაუჭირდეს.

ისევ ჩემპიონობა, ისევ რუსების ძლევით

საქართველოს ნაკრები მეცხრედ გახდა ევროპის ჩემპიონი! პირადი პირველობის დამაგვირგვინებელი ქართული ფინალის მსგავსად, ჩვენებმა ვარშავურ ევროპირველობაზე მეორედ დასვეს წერტილი და ფინალში მერამდენედ მოუგეს რუსებს. "ტორვარის" არენა გუშინაც გუგუნებდა "საქართველო, საქართველოს", თუმცა სანერვიულო მომენტიც ბლომად იყო.

მორალური ფაქტორის გარდა, ეს გამარჯვება იმითაცაა საყურადღებო, რომ გუნდმა შესუსტებული შემადგენლობით, ორი ლიდერის - ავთანდილ ჭრიკიშვილისა (90) და ვალერი ლიპარტელიანის (100) გარეშე მოიპოვა: პირველი ტრავმის გამო არ ჭიდაობდა, მეორე კი გუნდურში ვერ მოხვდა ნაკრებში, რადგან აქ 100 კილოგრამი საერთოდ არაა, მძიმე წონაა შეტანილი.

ჩვენებს წილისყრამაც გაუმართლა და ჯგუფური ეტაპი იოლად გაიარეს, თუმცა სუსტ მეტოქეებთან თითო შეხვედრა მაინც წააგეს: იტალიასთანაც და სერბეთთანაც 4:1 მოიგეს. ამის შემდეგ უკვე სანერვიულო შეხვედრები დაგვეწყო და დარჩენილ ორივე ორთაბრძოლაში ბეწვის ხიდზე გავიარეთ. ნახევარფინალში უკრაინასთან 1:2 ჩამოვრჩით, მაგრამ დარჩენილი ორი შეხვედრა მოვიგეთ და ფინალში გავედით.

1:2 ჩამოვრჩით ფინალში რუსეთთანაც. ვაჟა მარგველაშვილმა ანზაურ არდანოვს კი გამოჰკრა შედეგიანად, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, წააგეს ლაშა შავდათუაშვილმა და ზებედა რეხვიაშვილმა - 1:2.

საბედნიეროდ, დარჩენილი ორი წონის ფალავნებმა ისევ ივაჟკაცეს, ოღონდ ამჯერად მარგიანის ნაცვლად ისევ ღვინიაშვილმა იჭიდავა. მან შედარებით იოლად აჯობა მაგომედ მაგომედოვს და ყველაფერი ისევ მძიმე წონაზე მიდგა.

ვერ ვიტყვი, რომ თუშიშვილს გაუჭირდა რენატ საიდოვთან, მაგრამ ერთხელ რუსმა კინაღამ მისთვის ჩვეული მტკივნეული გაუკეთა - ჰაერში ახტომით. ჩვენებური კი გაექცა, მაგრამ ცოტა ხელიც იტკინა. ბოლოს მაინც მშვენივრად წამოიღო და გაშხლართა თუშიშვილმა, რითაც მეცხრედ მოგვიტანა ჩემპიონობა.

იხილეთ ვიდეო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dima
ვინ იცის ამ მაჩვენებლით (ცხრა გამარჯვება ევროპაზე) ვინ გვისწრებს?
levani
მსოფლიოზეც ცირეკიძემ უნდა წაიყვაოს გუნდი და თუ იქაც ვერ ექნებათ შეეგი მწვრთელის შეცვლა მხოლოდ შემდეგ.
პაატა
ვულოცავ ბიჭებს ევროპის ჩემპიონობას!!!! მიუხედავად გუნდური მაგარჯვებისა სათქმელი მაინც უნდა ითქვას, ოღონდ ყოველგბარი შელამაზების გარეშე!!!ფედერაციას: მოიწვიეთ ჩვენი ძიუდოს დიდი სპეცალოსტები და მათთან ერთად გულახდილად ისაუბრეთ იქნებ როგორმე გამოინახოს ის გზა რომელიც ჩვენს ძიუდოს გოიყვანს იმ კრიზისიდან რომელშიც აღმოვჩნდით!!!! ერთეულებში მხოლოდ ორ წონაში გვაქვს მედლები....მარგველაშვილს მეტი შეეძლო, სამწუხაროდ ბექას შეეტყო რომ მოუკლო მაგრამ მაინც იჭიდავა ბიჭმა, გურამი და ადამ ოქრუაშვილი მართლაც რომ კარგები იყვნენ!!! დანარჩენა რაც შეეხება ყველას ძალიან მოკლებული აქვს ჭიდაობას! ფიზიკურად ასე დაუძლურებული ჩვენი გუნდა წლებია არ ყოფილა!!!! გუნდურის ფინალში რუსებს ძირითადები რომ დაეყენებინა სავსებით შესაძლებელია ამგარიში საპირისპირო ყოფილიყო....მთავარია თავს ნუ მოვიტყუებთ! ნაკრებს ახალი მწვრთნელი სჭირდება, თანაც სასწრაფოდ!!!
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
საქართველო 2027 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება! - დღეს 2 ქართველი ძიუდოისტი გამოვა
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
ძიუდოს ახალი რეიტინგი: თუშიშვილი ყველგან პირველი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბოლო 5 წელი - რა შედეგი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატებზე?
[VIDEO] ძიუდო. სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს
რინერის დამმარცხებელი - ინტერვიუ გურამ თუშიშვილთან [დასასრული]
ბუდაპეშტის გრან პრი: უშანგი მარგიანი ფინალში დამარცხდა
ბუდაპეშტის გრან პრი: ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
5 ქართველი ძიუდოისტი ჰააგის გრან პრიზე იასპარეზებს
[VIDEO] ღვინიაშვილის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ტაისონამ" მეტოქე 30 წამში დაანოკაუტა
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ევროპის ჩემპიონატი: რა მოხდა ვარშავაში?
"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
მარგველაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
ზებედა რეხვიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა
აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
რინერის დამმარცხებელი - ინტერვიუ გურამ თუშიშვილთან
ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი - ორი ქართველებისაა [VIDEO]
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
გურამ თუშიშვილი: დავამტკიცებ, რომ შემთხვევით არ მომიგია