მაშინ, როცა სხვები ფიქრობენ, "იუვე" საქმეზე გადავიდა
"მილანის" მესვეურებმა მატია დე შილიოს ახალი კონტრაქტი შესთავაზეს, თუმცა ფეხბურთელმა თანამშრომლობის გახანგრძლივება არ ისურვა. იტალიურ სპორტულ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ 24 წლის მცველი "იუვენტუსში" ლამობს გადაბარგებას და მისი უარიც ამით გახლავთ განპირობებული.

ზაფხულში ტურინულ გრანდს პატრიკ ევრა დატოვებს, "იუვეს" მესვეურებს კი ახალი განაპირა მცველი სჭირდებათ - თანაც, დე შილიო უნივერსალია და თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ფლანგზე.

ამ თემაზე მოკლე კომენტარი "იუვეს" სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ გააკეთა: "ზაფხულში აუცილებლად გავძლიერდებით და ბუნებრივია, რომ მცველის გადმობირებასაც ვაპირებთ. მართალია, ერთ-ერთი უძლიერესი უკანა ხაზი გვყავს ევროპაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალი ფეხბურთელების დამატებას არ ვფიქრობთ. უკვე გავიფორმეთ როდრიგო ბენტანკური, რომელიც "ბოკა ხუნიორსში" შესანიშნავად ასპარეზობდა და მას დიდი ხანი ვაკვირდებოდით".

როგორც მაროტამ აღნიშნა, "იუვენტუსმა" "ბოკა ხუნიორსიდან" 19 წლის ურუგვაელი ნახევარმცველი, როდრიგო ბენტანკური გადაიბირა, რომელზეც ტურინში დიდ იმედებს ამყარებენ. როდრიგო უკვე იტალიაშია, სამედიცინო შემოწმება გაიარა და კომენტარიც გააკეთა:

"ეს ახდენილი ოცნებაა, რადგან როდესაც ბავშვობაში "იუვენტუსის" თამაშებს ვუყურებდი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე აქ მოვხვდებოდი. ენთუზიაზმით ვარ აღსავსე და ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ახალი სეზონი. "იუვე" ევროპული ფეხბურთის გრანდია და ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფავორიტი. ვამაყობ, რომ იმ გუნდის ნაწილი გავხდი, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს. ბედნიერი ვარ, რომ ტურინში არგენტინელები დამხვდნენ - პაულო დიბალასთან და გონსალო იგუაინთან ერთად, გაცილებით უფრო გამიადვილდება ახალ გარემოსთან შეგუება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato
ევრამიანვარში დატოვა გუნდი და მარსელში გადავიდა. ასევე ბენტაკურის გარდა იუვემ ცალდარა ცენტრალყრი მცველი და ფლანგის შემტევი ორსოლინი გაიფორმა.)
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ჯუზეპე მაროტამ დაადასტურა - ლეონარდო ბონუჩის დაბრუნება გვსურს!
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ტურინის "იუვენტუსი" გაძლიერებას არ გეგმავს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
მაროტამ "იუვენტუსი" დატოვა და "ინტერში" აპირებს გადასვლას
მესი "ინტერში" უტოპიაა - ამბობს "ნერაძურის" გენერალური დირექტორი
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
მაროტა: დიბალას ძალით ვერ დავაკავებთ
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსში" 2020 წლამდე დარჩა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები