"ბილდმა" სპორტულ მედიას კონფედერაციათა თასის ბოიკოტისკენ მოუწოდა
საქვეყნოდ ცნობილი გერმანული გამოცემა "ბილდი" რუსეთში გასამართი კონფედერაციათა თასის ბოიკოტს აპირებს და კოლეგებსაც ამისკენ მოუწოდებს.

საქმე ისაა, რომ რუსეთში პრესის წარმომადგენლებს ოფიციალურად განუცხადეს, რომ მათ მუშაობაზე გარკვეული შეზღუდვები იქნება დაწესებული. მაგალითად, იმისთვის, რომ ჟურნალისტმა სხვა ქალაქში იმუშაოს (სადაც საფეხბურთო მატჩი არ იმართება), სპეციალური აკრედიტაციის აღება დასჭირდება. ჟურნალისტები მკაცრად გააფრთხილეს, რომ მხოლოდ ფეხბურთზე წერონ. ბუნებრივია, თავისუფლების მოყვარულ ევროპულ მედიას ეს არ მოეწონებოდა.

"ბილდის" ჟურნალისტები კიდევ უფრო გააოცა ფიფას პასუხმა, რომელიც ორჭოფული იყო და რომლის დედააზრი ის იყო, რომ რუსეთში ჟურნალისტების უფლებები დაცულია. "ფიფა პუტინს ჩაეხუტა", "ფიფა რუსებს კუდს უქიცინებს", - ასეთი ფრაზები დაიწერა გერმანიის ყველაზე პოპულარულ გამოცემაში.

"ბილდს" მხარი დაუჭირა გერმანიის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტმა რაინჰარდ გრინდელმა.

"9 მაისს ფიფას შეკრებაზე მე პრესის ადვოკატი ვიქნები და მკაცრად მოვითხოვ, რომ ჟურნალისტებს თავისუფლად გაშუქების საშუალება მიეცეთ. არც ახლა და არც 2018 წლის მუნდიალზე არ უნდა არსებობდეს შეზღუდვები ჟურნალისტებისთვის", - განაცხადა გრინდელმა.

"2014 წლის ოლიმპიადის მითვისებით, პუტინმა ოლიმპიადა გაანადგურა, ახლა კი ყველაზე უარესი შიში მართლდება, პუტინი მზად არის, ახლა მუნდიალი გაანადგუროს", - წერს "ბილდი".

შეგახსენებთ, რომ კონფედერაციათა თასი 17 ივნისიდან 2 ივლისამდე რუსეთში გაიმართება. ეს 8-გუნდიანი ტურნირი მსოფლიოს ჩემპიონატის გენერალურ რეპეტიციად მიიჩნევა, რომელიც ზუსტად ერთი წლის მერე იმავე რუსეთში ჩატარდება. კონფედერაციათა თასზე მონაწილეობენ მასპინძელი რუსეთი, გერმანია, ავსტრალია, ჩილე, მექსიკა, ახალი ზელანდია, პორტუგალია, კამერუნი.

სხვათა შორის, მატჩი რუსეთისა და ევროპის ჩემპიონ პორტუგალიას შორის, რომელიც მოსკოვში გაიმართება, გადაჭედილ სტადიონზე ჩატარდება, რადგან ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

აჩიკო
რატომ უტარებენ უპრავებენ რუსებს მსოპლიო ჩემპიონატს ? თუ დაავიწყდატ სოჩის ოლიმპიადის შემდეგ რა მოხდა
kaxa qiria-s
რატომ უნდა იყოს შეზღუდული თემატიკით? დებილი უნდა იყოს?ფეხბურთს იქით ვერაფერს ხედავდეს?... ასე რამ დაგიხშოთ გონება?ფარა ბაბა ,ფარა?(((...
kaxa qiria
თუ ფეხბურთსე მიდიან ფეღბურთზე უნდა დაწერონ თუ ინტრიგნები არ არიან.
777
ოლიმპიადა პუტინმა კი არ გაანადგურა ოლიმპიადა და სხვა ტურნირებიც განადგურდა რუსი სპირტსმენების მოხსნით და თქვენისთანების ვაზელინწასმულების მოქმედებამ
დათოს
ვკითხულობ ამ კომენტარებს და გაოცებული ვარ, ასე რამ შეგაყვარათ ოკუპანტი? მტრის არ მცნობი,მოყვრის მგმობი ერი ვართ! დათო, ძალიან ნერვიულობ, ევროპელმა ჟურნალისტებმა მატუშკა რასსიას პროვოკაციები არ მოუწყონ?
დათო-ს
ვაი(((-სსრკ აღსდეს?გააჩუმე ჟურნალისტი?...თუ გონებაჩლუნგი უნდა იყოს და ფეხბურთის მეტს ვერ ხედავდეს ვერაფერს
nnn
თუ თამაშების გასაშუქებლად მიდიხარ სხვა ქალაქში რა გინდა ვთქვათ და მისცეს მთელი რუსეთის შემოვლის უფლება და დააფიქსირეს რომ ცუდი მდგომარეობაა ამით რა შეიცვლება არც არაფერი უბრალოდ საქმე არა აქვთ მეტი და ერთობიან ჩემსავით
დათო
ეგდე იქ სადაც თამაშებია, თუ საინტრიგანოდ არ მიდიხარ რუსეთში.
ქუთაისელი
მთელი გერმანია უქიცინებს კუდს პუტინს, და ფიფამაც თუ წაუქიცინა პატარა, რა მოხდა მერე? :დ
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა