რაფა ბენიტესმა პროგრამა-მინიმუმი შეასრულა
"ნიუკასლ იუნაიტედი" პრემიერლიგას დაუბრუნდა. დიახ, ვამბობთ, რომ ეს მოსალოდნელი გახლდათ, მაგრამ სინამდვილეში ბევრი "მოსალოდნელი" დაბრუნება და აღზევება არ შემდგარა.

ჩემპიონშიპი ჯოჯოხეთური ლიგაა და ამ ჯუნგლებში გზის გაკვალვა და უვნებლად გადარჩენა საოცრად რთულია. ასეა თუ ისე, "კაჭკაჭებმა" ეს შეძლეს და ინგლისის პირველ ჩემპიონთან, "პრესტონთან" მოგებით (4:1) ელიტის საგზური ნაადრევად მოიპოვეს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე ამოსვლა "ბრაიტონმა" გაინაღდა, რომელიც საბოლოო ჯამში, დიდი ალბათობით, ჩემპიონშიპის გამარჯვებული გახდება.

"სენტ ჯეიმს პარკის" ბინადრების მთავარი მწვრთნელი კვლავაც რაფაელ ბენიტესია, რომელმაც ფანების გული იმისდა მიუხედავად მოიგო, რომ კლუბი საბოლოოდ სწორედ მის ხელში გავარდა, მაგრამ ესპანელი არ წავიდა. ფანებისგან ისეთ სიყვარულს ვგრძნობ და "ნიუკასლი" ისეთი დიდი გუნდია, რომ აქედან ფეხს არსად მოვიცვლიო, ამბობდა რაფა, როდესაც ერთი წლის წინათ, ახალ კონტრაქტს აფორმებდა.

"უნდა მივულოცო ფეხბურთელებსა და შტაბს, ყველას, ვინც გუნდშია დასაქმებული და ქალაქს. მთლიანობაში ეს ძალიან რთული გახლდათ, რადგან ჩემპიონშიპი ძლიერი და მძიმე დივიზიონია. მუდმივად მოტივირებული უნდა იყო და ბოლომდე დაიხარჯო.

მიუხედავად ამისა, მაინც ბევრი დეტალია, რომელიც კონტროლს არ ექვემდებარება, მაგრამ ჯამში, იქ ვართ, სადაც გვინდოდა ყოფნა. ეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ხელმძღვანელობის მოთხოვნა თავიდანვე უმალვე აღზევება გახლდათ, ეს იყო ჩვენი მიზანი. მისაღწევად ძნელია, როდესაც ქვედა ლიგაში ვარდები, რთულ ჩემპიონატში უნდა ითამაშო და თან, ნახევარი გუნდი იცვლება.

ამდენი თვის განმავლობაში ბევრი მატჩის სტაბილურად ჩატარება ფიზიკურ და მენტალურ მზაობას მოითხოვს" - თქვა ბენიტესმა.

"დამიჯერეთ, ეს გუნდი მართლა განსაკუთრებულია. კარგი შემადგენლობა გვყავს და სწორედ ამიტომ მივაღწიეთ ამას. არ მჯეროდა, როდესაც მეუბნებოდნენ, ჩემპიონშიპი რთული და ძლიერი დივიზიონიაო, მაგრამ ახლა გეტყვით, რომ ჩემთვის ფიზიკური დატვირთვისა და მომზადების მხრივ, ჩემპიონშიპი პრემიერლიგაზე რთულია.

პირველ ადგილზე გასვლის მცირე შანსი კიდევ გვაქვს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მომავალ სეზონში პრემიერლიგაში ვითამაშებთ" - თქვა "ჯორდების" სერბმა ფორვარდმა ალექსანდრ მიტროვიჩმა.

სათქმელია, რომ "ნიუკასლს" ჩემპიონშიპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი ჰყავს. ბენიტესმა ტრანსფერებში 50 მილიონი გირვანქა დახარჯა. აქედან 22 მილიონი "კრისტალ პალასიდან" დუაით გეილისა და "ბორნმუთიდან" მეტ რიტჩის მიყვანას დასჭირდა.

ბევრი ვარსკვლავი კი გუნდს ქვედა დივიზიონში არ გადაჰყვა - მუსა სისოკო, ანდროს თაუნსენდი და ჯორჯინიო ვეინალდუმი სხვაგან წავიდნენ.

სწორედ გეილია გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, რომლის აქტივშიც 22 გოლია (პლუს 2 საგოლე გადაცემა). გეილზე მეტი გოლი მიმდინარე ჩემპიონშიპში "ლიდსის" კრის ვუდსა (25) და "ჩელსიდან" "ბრისტოლში" განათხოვრებულ 19 წლის ტამი აბრაჰამს (23) აქვთ გატანილი.

"კაჭკაჭთა" მეორე ბომბარდირი კი მეტ რიტჩი გახლავთ 12 გოლით (პლუს 7 საგოლე პასი), თანაც 27 წლის შოტლანდიელმა უელსელი პოლ დამეტის მერე ყველაზე მეტი დრო გაატარა მინდორზე (3 546 წუთი).

მიტროვიჩის გარდა (4 გოლი, 5 პასი), იქვე არიან აიოსე პერესი (8 გოლი, 5 პასი), ჯონჯო შელვი, იოან გუფრანი, დერილ მერფი, კრისტიან ატსუ, მოჰამედ დიამე, ჯეკ კოლბეკი, კირან კლარკი, მეკარე კარლ დერლოუ და სხვანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
კიდევ დიდი ხნით ლონდონში - "არსენალი" არტეტას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"ნიუკასლის" არაბული მილიარდები იქოქება - მწვრთნელად 3 ტოპ სპეციალისტს განიხილავენ
კვარაცხელიას ბენიტესი გაწვრთნის? - იტალიური პრესა ესპანელის "ნაპოლიში" შესაძლო დაბრუნებაზე წერს
"მთხოვა, ეს მეორედ აღარ მეთქვა" - ბენიტესმა სპალეტისა და "ნაპოლიზე" ისაუბრა
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
პოჩეტინომ "ნიუკასლს" პირობა წაუყენა: იყიდეთ ის და მე გავხდები მწვრთნელი
"ნიუკასლი" ბეილის სანაცვლოდ დიდ ფსონს ჩამოდის
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ისტორიაში - ბენიტესმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
მოიესს კიდევ ერთი შანსი მისცეს - ბენიტესი მოლოდინის რეჟიმშია
ბრიტანელი პოლიტიკოსები პრემიერს მიმართავენ: არ მიჰყიდო არაბებს "ნიუკასლი"!
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა