ზლატანი კი არ იტანჯება ტრავმით, ტრავმა იტანჯება ზლატანით...
იბრაჰიმოვიჩების ოჯახში ზლატანის ფეხების კულტი არსებობს. მან ერთ-ერთ ინტერვიუში ძალიან საყურადღებო რამ მოყვა.

"როცა თამაშის შემდეგ შინ მოვდივარ და დივანზე ვისვენებ, რა თქმა უნდა, ჩემი ფეხები სახარბიელოდ ვერ გამოიყურებიან. მათ ეტყობათ დაზიანების კვალი და ცუდი სუნი ასდით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ ისინი არ გიყვარდეს. მე ჩემს ცოლს ყოველთვის ვებნები, რომ ისინი უნდა უყვარდეს, რადგან მათ ჩვენ სიმდიდრე მოგვიტანეს."

"იბრას" თავისი ფეხები იმდენად უყვარს, რომ ინსტაგრამში მათ სპეციალური ფოტოც კი მიუძღვნა.

ახლა ყველაფერი დამთავრდა. ზლატანის მენისკი და მყესები გაგლეჯილია.

ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ის რვა თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს, ზოგიც ნახევარ წელს ასახელებს. "იუნაიტედში" ზუსტად ჯერაც ვერ ამბობენ, როდის დაბრუნდება მათი საუკეთესო თავდამსხმელი.

როგორ მოხდა ყველაფერი

"ზლატანი დაიღალა, ძალიან დაიღალა. ის ყოველთვის ძირითად შემადგენლობაშია და ბოლომდე ატარებს მატჩებს. მას დასვენება სჭირდება." - თქვა "ანდერლეხტთან" მატჩამდე სამი დღით ადრე ჟოზე მოურინიომ. სწორედ ბელგიურ კლუბთან მიიღო შვედმა გიგანტმა უმძიმესი ტრავმა.

შეხვედრის ძირითადი დროის ბოლო წამზე ის ბურთისათვის ახტა და მიწაზე ცუდად დაეშვა. კოშმარიც აქედან დაიწყო.

იმ მატჩში "იბრას" აშკარად ეტყობოდა დაღლილობა. ცუდად მოძრაობდა, არაერთი მომენტი გაანიავა. "იუნაიტედმა" კი მის გარეშე გატეხა დამატებით დროში კერკეტი მოწინააღმდეგე, შედეგად მივიღეთ უმძიმესი ტრავმა. დაახლოებით ისეთი, როგორიც ჰქონდა "ჩელსის" ახალგაზრდა მცველს, კურტ ზუმას. ამ მიზეზით ფრანგმა ცხრა თვე გამოტოვა. მატჩი დასრულდა თუ არა, მოურინიომ თქვა: "ჯერ ზუსტად არაფერი ვიცი, მაგრამ ცუდი წინათგრძნობა მაქვს."

"ჩვენ ახლა საშინელ მდგომარეობაში ვართ. დავკარგეთ როხო და ზლატანი. გვყავს ბევრი ტრავმირებული. მოკლედ, ცუდი სიტუაციაა." - ეს პორტუგალიელმა მას შემდეგ თქვა, რაც იბრაჰიმოვიჩის ტრავმის სიმძიმის თაობაზე შეიტყო.

ლამაზი დასასრული, რომელიც აღარ იქნება

"მანჩესტერ იუნაიტედისათვის" ძალიან მნიშვნელოვანია ევროპალიგა. ამის თაობაზე დაახლოებით ათჯერ თქვა ჟოზე მოურინიომ. ილაპარაკა ზლატანმაც.

"ევროპალიგა გადაიქცა ჩემპიონთა ლიგად მაშინვე, როგორც კი მე მინდორზე გავედი." - აღნიშნა შვედმა.

ეს ტურნირი პირადად ზლატანისათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპალიგის ფინალი გაიმართება სტოკჰოლმში, "ფრენდს არენაზე". ეს სტადიონი იმითაა გამორჩეული, რომ იქ ზლატანის ძეგლი დგას. ამასთან, ჭიანურდება მოლაპაკება "მანჩესტერთან" ახალი კონტრაქტის თაობაზე. "იბრას" მოუთმენლად ელიან ამერიკაში...

როდესაც შვედის ტრავმის სიმძიმე გაირკვა, არაერთმა საინფორმაციო საშუალობამ გაავრცელა ცნობა, რომ ზლატანის კარიერა დასრულებულია. მან კიდევ ერთხელ გამოფინა საკუთარი ფეხების ფოტო. ფოტოს ზლატანმა უკომპრომისო ტექსტი მოაყოლა.

"გარკვეული დროის გატარება ფეხბურთის გარეშე მომიწევს. ამას აუცილებლად გადავლახავ და უფრო ძლირი დავბრუნდები. მე თვითონ გადავწყვეტ, როდის მოვა დაბრუნების დრო." უბრალოდ, მას არ შეეძლო, სხვანაირად მოქცეულიყო.

ლამაზი დასასრული, რომელიც იქნება

ბოლო წლებში ზლატანი საკუთარი მესთვის მუშაობდა არა მხოლოდ მინდორზე, არამედ მინდვრის მიღმაც. მან შვედ ჟურნალისტს უთხრა, რომ ღმერთს ელაპარაკება. მან სურათი გადაიღო შვედეთის მეფესთან და წააწერა: "მეფემ აღიარა მეფე". ეს რომ სხვას ექნა, ვთქვათ, ნიკოლა ანელკას, ან მარიო ბალოტელის, ისინი უსათუოდ საზოგადოების დიდ ზიზღს გამოიწვევდნენ, მაგრამ ეს ზლატანს, თითქოს, უხდება კიდეც. ამის მთავარი მიზეზი ალბათ ისაა, რომ იბრა მინდორზეც ძალიან წარმატებულია.

ის ლამის მარტო ათრევდა "პარი სენ-ჟერმენს". ახლა გახდა "იუნაიტედის" ლიდერი. ის "წითელი ეშმაკების" საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ასისტენტია. ის გუნდს შეცდომის დაშვების უფლებას აძლევს. ჟოზე მოურინიო არ არის ერთადერთი, ვინც გუნდს შეცდომებს უსწორებს. მას ამაში ზლატანი ეხმარება.

ზლატანმა შექმნა გამარჯვებულის სახე. ის ამბობს, რომ წლები მას უკეთესს ხდის და ამაში ბენჟამინ ბატონს ჰგავს. სოციალურ ქსელში გაჩნდა ხუმრობა:

"ზლატანი კი არ იტანჯება ტრავმით, ტრავმა იტანჯება ზლატანით".

"იბრამ" ექიმი უკვე იპოვა - ცნობილი პიტსბურგელი დასტაქარი, ფრედი ფიუ. მან თქვა და ის აუცილებლად დაბრუნდება. ასე რომ, ჩვენ ლამაზი დასასრული გარანტირებული გვაქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fff
ხოდა ეხლა დაჯექი და დასვენე ფულს მაინც გიცდიან მეტი რაღა გინდა
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
კიდევ დიდი ხნით ლონდონში - "არსენალი" არტეტას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
"მათი დამარცხება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი" - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
იბრაჰიმოვიჩი: აშშ-ს მუნდიალის მოგება შეუძლია
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო