ჯოი ბარტონი: ნუ მაიძულებთ, ფეხბურთიდან წავიდე!
ჯოი ბარტონი ისევ სკანდალში გაეხვა - 34 წლის ნახევარმცველს ფეხბურთის თამაშს 18 თვით უკრძალავენ. მას მერე, რაც ბარტონი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მიერ თებერვალში წაყენებულ ბრალდებას დაყაბულდა, მისი თამაშიდან წელიწად-ნახევრით მოკვეთა გადაწყდა.

საქმე ისაა, რომ ჯოი ფსონების დადებაშია მხილებული. იგი ამ საქმიანობას სისტემატურად მისდევდა, რასაც არც უარყოფს, მაგრამ სასჯელის სიმძიმე არ მოსწონს, მას არ ეთანხმება და აპელაციის შეტანას აპირებს.

როგორც ირკვევა, 2006 წლის 26 მარტიდან 2016 წლის 13 მაისამდე ბარტონი 1 260 ფსონს ჩამოვიდა. ამდენს კი არა, ასოციაცია მოთამაშეებს ზოგადად ფსონი გაკეთებას უკრძალავს. ჯოი 18-თვიანი დისკვალიფიკაციის გარდა, 30 ათასი გირვანქით დაჯარიმდა, მაგრამ სასჯელის ფინანსური მხარე მას ნაკლებად აღელვებს. ფეხბურთელის თქმით, ის ავადმყოფურად აზარტული გახდა და ეს უკვე დაავადებაა, რომლისგან განკურნებასაც ცდილობს.

"ეს გადაწყვეტილება კარიერის ნაადრევად დასრულებისკენ მიბიძგებს. იმ ასაკში არ ვარ, რომ წელიწად-ნახევარი უქმად ვიყო. არადა, ფეხბურთის თამაში კიდევ მინდა და შემიძლია კიდეც. ეს არ არის მატჩების ჩაწყობა და ამ კუთხით განხილვა და ინტრიგების აგორება საჭირო არ გახლავთ. ვადასტურებ, რომ წესი დავარღვიე და ვიღებ სასჯელს, მაგრამ მას ზედმეტად მკაცრად მივიჩნევ.

ველოდი, რომ უფრო ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ და ნაკლებვადიანი დისკვალიფიკაციით დავისჯებოდი. აზარტულობასთან დაკავშირებით პრობლემები შემექმნა და ეს დაავადებაში გადავიდა, რის დამადასტურებლადაც ექიმის დიაგნოზი და დასკვნა წარვადგინე. ვწუხვარ, რომ ამას სათანადო ყურადღება არ მიაქციეს. განაჩენს გავასაჩივრებ" - ამბობს "ბარნლის" ნახევარმცველი.

ბარტონმა თავის სტილში ხმაურიანი განცხადებაც გააკეთა - თუ ასოციაცია ასე ღელავს ფსონებზე და იმაზე, რომ "თამაშის" პოპულარიზაცია არ უნდა მოხდეს, აჯობებს, იმას დააკვირდეს, რამდენად არის თავად და ფეხბურთი ზოგადად საბუკმეკერო კანტორებსა და მსგავს კომპანიებზე დამოკიდებული, რომელთა რეკლამებიც ტელევიზიითაც ტრიალებს და სპორტზეა მიბმულიო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
"ჩელსიმ" პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ბარტონი: ინგლისი როგორც საფეხბურთო ერი რეგრესირებს
საფეხბურთო თერთმეტეული, რომლებსაც კრიმინალთან კავშირი ჰქონდათ
გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებიც კვლავ უგუნდოდ არიან
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 24 აგვისტო
ქპრ: რემზიმდე და რემზისთან ერთად
ჯოი ბარტონი ქალთა ფეხბურთზე გამოთქმული აზრების გამო გააკრიტიკეს