დღის მიღწევები და სტატისტიკა
პირველ ორ შეხვედრაში საშინაო წაგებების შემდეგ, "ბოსტონმა" ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და "ჩიკაგო" გავარდნის პირას დააყენა. "ბულზის" რიგებში ისევ ვერ ვიხილეთ რაჟონ რონდო. ასევე არ წაუვიდა თამაში ჯიმი ბატლერს, მიუხედავად ამისა, მეხუთე მატჩის მეოთხე მეოთხედის შუაში ანგარიში თანაბარი იყო - 84:84 და მხოლოდ ამის შემდეგ გატეხა "სელტიქსმა" მეტოქის წინააღმდეგობა. ეს შესაძლებელი გახდა 20:5 გაქცევით, რომლის შემდეგაც, "ჩიკაგომ" მეტოქის დაწევა ვეღარ შეძლო.

24-24 ქულა დააგროვეს აიზია ტომასმა და ეივერი ბრედლიმ. ამ უკანასკნელისთვის ეს იყო შედეგიანობის პირადი რეკორდი პლეი ოფში. რაც მთავარია, ბრედლი ძალიან კარგად იცავდა თავს ბატლერის წინააღმდეგ, რომელმაც მხოლოდ 14 ქულა დააგროვა.

"ვაშინგტონმა" და "ატლანტამ" მორიგი თანაბარი მატჩი ჩაატარეს, შედეგი კი იგივე იყო - სერიის მეხუთე მატჩშიც მასპინძელმა მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქური კლუბი წინ გავიდა სერიაში - 3:2.

შეხვედრა გუნდების გამთამაშებლების - ჯონ უოლისა და დენის შრიოდერის დუელად გადაიქცა. ვაშინგტონელმა 20 ქულა და 14 პასი დააგროვა, ატლანტელმა - 29 ქულა და 11 პასი. უოლს ეხმარებოდა ბრედლი ბილი (27 ქულა), შრიოდერს - პოლ მილსეპი (21 ქულა და 11 მოხსნა). სხვათა შორის, გერმანელი "ატლანტას" პირველი მოთამაშეა პიტ მარავიჩის შემდეგ (1973 წელი), რომელმაც პლეი ოფში მინიმუმ 25 ქულა და 10 პასი აიღო.

მატჩის დასასრული უცნაური გამოვიდა. სირენამდე ერთი წუთით ადრე, შრიოდერმა სამქულიანი ჩააგდო და სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა - 99:101. ამის შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ ჯარიმა აეღოთ, "ატლანტას" კალათბურთელები უბრალოდ უყურებდნენ, როგორ კლავდნენ დროს მეტოქეები. სტუმრები გვიან გამოერკვნენ, ხოლო ერთადერთი შედეგიანი მოქმედება უოლს ჰქონდა - საშუალო ტყორცნა მოათავსა კალათში.

ვაშინგტონი-ატლანტა 103:99

23:25, 27:24, 33:30, 20:20

ვ: ბილი (27), უოლი (20+14 პასი), პორტერი (17), ბოგდანოვიჩი (14), გორტატი (5+10 მოხსნა).

ა: შრიოდერი (29+11 პასი), მილსეპი (21+11 მოხსნა), ჰარდუეი (15), პრინსი (10), ჰოვარდი (5+10 მოხსნა).

სერია: 3-2

ბოსტონი-ჩიკაგო 108:97

23:20, 29:30, 27:31, 29:16

ბ: ტომასი (24), ბრედლი (24), ჰორფორდი (21+7 მოხსნა+9 პასი), ოლინიკი (14).

ჩ: უეიდი (26+11 მოხსნა+8 პასი), ბატლერი (14+8 მოხსნა+6 პასი), ლოპესი (14), კენანი (13).

სერია: 3-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
[VIDEO] ტრაგედია ესპანეთში - მატჩისას მიღებული ტრავმის შედეგად ფეხბურთელი გარდაიცვალა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
შოთა არველაძე "აიაქსის" რიგებში "ბარსელონას" ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშებს
[VIDEO] "ეს მიკერძოებულობაა! 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!" - იამალის მამამ "ოქროს ბურთის" შედეგებზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ინტერესი არსებობს - "ასტონ ვილას" უნაი ემერის გაშვება არ უნდა