საქართველოს ნაკრების 31 წლის მეკარე ბოლო დროს "კრილია სოვეტოვის" სათადარიგოთა სკამზე ზის
საქართველოს ნაკრების 31 წლის მეკარე გიორგი ლორია ბოლო დროს "კრილია სოვეტოვის" სათადარიგოთა სკამზე ზის.

ეროვნული გუნდის გოლკიპერთან დაკავშირებით მართლაც რომ პარადოქსული სიტუაცია იქმნება - რუსეთის პრემიერლიგის არაფრით გამორჩეული გუნდის მეკარე, ლამის ყველა მაჩვენებლით, ჩემპიონატის საუკეთესო კარის დარაჯთა შორისაა. არადა, ამ დროს მას სამწვრთნელო შტაბის ნდობა მოაკლდა.

ვიცით რა მისი სათამაშო შესაძლებლობები, ყველა დაგვეთანხმება - გამორიცხულია, ისეთი კლუბის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილოს, როგორიც "კრილია სოვეტოვია". მაშ, რაშია საქმე?

ამ დროისთვის ლორიას უთამაშებლობა ლეგიონერების ლიმიტით იხსნება. ცნობილია, რომ ზოგიერთი კლუბის ხელმძღვანელობას ურჩევნია, ძირითად მეკარედ ადგილობრივი დააყენოს, რათა წინა ხაზში რაც შეიძლება მეტი ლეგიონერის გამოყენების საშუალება ჰქონდეს.

ეს ჩვენთვის დიდი ვერაფერი შვებაა. ფაქტია, საქართველოს ნაკრების ძირითად მეკარეს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვს და ეს ძალიან ცუდია. ვიცით ისიც, რომ თუ სიტუაცია არ შეიცვალა, ლორია ვერ შეურიგდება "კრილია სოვეტოვის" სათადარიგო მეკარის სტატუსს.

შეგახსენებთ, რომ ის სამარულ კლუბს ბერძნული "ოლიმპიაკოსიდან" შეუერთდა. არადა, მას ლონდონის "ჩელსის" ვარიანტი ჰქონდა და ეს მას შემდეგ გამოჩნდა, რაც უკვე მიღწეული ჰქონდა შეთანხმება "კრილიასთან", სადაც მალევე დაიმკვიდრა ადგილი და აქამდე მის ერთ-ერთ ლიდერადაც ითვლებოდა, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა.

იმედია, მალე ყველაფერი დალაგდება და საქართველოს ნაკრების პირველი მეკარე მაინც არ შეუერთდება პრაქტიკას მოკლებულთა რიგებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

leo
მაკარიძე კაია და მახარაძეა სანახავი უკრაინაში, ასნავნოი მეკარეა, მგონი უკრაინის მოქალაქეა. მერე გაუკეტონ ქართული პასპორტი მაგას და ფარცვანიას, სურვილი ხოგამოთქვეს, აშკარად მაგრები არიან, არ მობეზრდათ ლორია? რა მეკარე ეგ არის. სადაა ბერიძე, ვერ აჩერებენ ტიპს, თან 19 წლისაა, ათამაშონ, ნახონ , ამხანაგურში მაინც. გოგია საჩალიჩოა, მაგარი იგროკია, სადაა ებრალიძე? ამათ ყველას 90 წუთიანი რეგულარული პრაქტიკა აქვთ, არაბიძე, აგერ ტაბიძე ათამაშდა. ათამაშონ ძმაო ეს ხალხი. ლორია კანკავა, ყაზაიშვილი, ესენი ამოსაგდებია სასთავიდან, კაი ვაკოს დათოვებ ზამენაზე, ოკრისაც , ჭანტუსაც, არ უნდათ მაგათ ფეხბურთის თამაში. რას აკეთებს ფედერაცია ვერ ვხვდები
zaza
ბესო72--ს საბა კვირკველია რუბინში ყველა რუსი მწვრთნელის დროს ძირითადის ფეხბურთელი იყო სანამ ესპანელმა ხავი გრასიამ სკამზე არ დასვა რის გამოც შეიცვალა კლუბი! რუსეთის ჩემპიონატი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა და ისე იძახი "მოვერიდოთ ნაკრების ფეხბურთელები რუსეთის ჩემპიონატს"ო თითქოს სხვა ინგლისური და ესპანური გრანდები ეპატიჟებიან და ესენი მაინც რუსეთში გარბიან...)))
maxa
ჩელსიში არა გაერთიანებულ ბარსელონა-რეალში მიყავდათ.თქვე უბედურებო რუსეთის ჩემპიონატის 80% მდე მაინც მიდით და მერე აგინეთ რუსეთის ჩემპიონატს,არა ბოჭო და ევროპის, მკვდარ ან მომაკვდავ გუნდებში არ ხეხავენ სათადარიგოთა სკამს.
კახა ქირია
რატომღაც მაინც მგონია ზოგიერთი მწვრთნელის გადრდა(სიომონი,ტარხანოვი და კიდე ერთი ორის გარდა)ტენდეციურები არიან ჩვენების მიმართ.
ნიკა დიდუბე
ტაბიძეს ერთი თამაში არქონდა დიდებში და აქ სასტავში დააყენა ტარხანოვმა სპარტაკის წინააღმდეგ. რუსეთში ევროპის ლიგის და ჩემპიონთა ლიგის გუნდებში თამაშობენ ჩვენები (ანანიძე, ოქრიაშვილი, კვირკველია). რუსეთის ჩემპიონატი რეიტინგით მეექვსეა ევროპაში და რამდენი ფეხბურთელი გვყავს. ასე რომ ზედმეტად ნუ ახურებთ და რუსების გინება კაი ბიჭობა ნუ გგონიათ.
gode
რუსეთზე რომ ვიძახით ვჩაგრავენო, ევროპაში რა ჩვენი ფეხბურთელები ცოტანი ხეხავენ სკამებს? კარგი და ძლიერი არსად არ იკარგება. ოქრიაშვილი რატომ ვერ თამაშობდა გენკის ძირითადში? ესეც რუსების ბრალია?
ბესო72
ნეტავ რატომ არ მიკვირს ))) . ესეც თქვენი სანაქებო რუსეთის ჩემპიონატი . არც ლორია პირველი და არც უკანასკნელი , გავიხსენოთ თუნდაც საბა კვირკველია . ახლანდელ გუნდის მთავარი მწვრთნელი , რომ არ იყოს ქართველებისადმი ნამეტნავად შეყვარებული იქაც არ ექნებოდა სათამაშო პრაქტიკა , კიდევ ბევრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და ჩემი თხოვნა იქნება მოვეარიდოთ ნაკრების ფეხბურთელები რუსეთის ჩემპიონატს .
ცუდია
სტაბილურობა აკლია ქართველ ფეხბურთელებს. ერთ თამაშს ითამაშებენ და მერე 10 თამაში უნდათ ინერციით ითამაშონ. ოფლის ღვრა ყოველდღიურად ეზარებათ. სუბიექტური რომ არ ვიყო ვიტყვი, რომ ლორიამაც ცოტა მოუკლო და ეს მგონია მიზეზი...
დინამო
იმედია ეხლა მაინც ათამაშებენ მაკარიძეს!
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
გიორგი ლორია "კრილია სოვეტოვში" დაბრუნდა და ახალი კონტრაქტი გააფორმა
გიორგი ლორია მახაჭყალის "ანჟიში" იჯარით სეზონის ბოლომდე ითამაშებს
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
ანანიძეს კალთებს ახევენ - "კრილია სოვეტოვი" არ ეშვება
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ჯანო ანანიძე ტურის ანტისიმბოლურში მოხვდა
რომანცევი: იღბლის თვალსაზრისით "სპარტაკი" ანანიძის გუნდი არ იყო
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
გიორგი ლორიამ ამხანაგურ შეხვედრაში ხუთი გოლი გაუშვა
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა