"ქართულ კლუბებში არ იციან, რა არის მატჩის პროგრამა..." - ინტერვიუ კოლექციონერ დავით ჭინჭარაულთან
კოლექციონერობა საინტერესო საქმიანობაა. თითქმის ყველა ჩვენგანი კოლექციონერია: ზოგი რას აგროვებს და ზოგიც - რას. კოლექციონერობით გამოირჩევიან ფეხბურთის გულშემატკივრებიც. მათი ნაწილი მაისურებს აგროვებს, ნაწილი - ბილეთებს, ნაწილიც - პროგრამებს.

Sportall.ge-მ ერთ-ერთი კოლექციონერი, 30 წლის დავით ჭინჭარაული აღმოაჩინა, რომლის კოლექციაც, ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება. დავითი მატჩის ბილეთებსა და პროგრამებს აგროვებს, აქვს 500-მდე მატჩის პროგრამა, რომელთა შორის ყველაზე ძველი 1950 წლისაა. რაც შეეხება მატჩის ბილეთებს, მათი რაოდენობა პროგრამებზე დიდია.

იხილეთ ფოტოგალერეა

ჭინჭარაულთან ინტერვიუ ჩავწერეთ, რომლიდანაც ირკვევა, რომ ქართველი კოლექციონერები ძველ ბილეთებსა და პროგრამებს ხშირად უცხოელებისგან ყიდულობენ და პირიქითაც - უცხოელები ყიდულობენ ჩვენგან. თუ როგორ, ამას უკვე ინტერვიუდან შეიტყობთ.

- როდიდან დაიწყეთ კოლექციონერობა?

- ბილეთების შენახვა პატარაობაში დავიწყე, ამ საქმით კი უფრო სერიოზულად 7-8 წლის წინ დავინტერესდი. დროთა განმავლობაში უფრო სტაჟიანი კოლექციონერებიც გავიცანი.

- რამდენი პროგრამა და ბილეთია თქვენს კოლექციაში?

- კოლექციაში დაახლოებით 500 მატჩის პროგრამა მაქვს, ბილეთები უფრო მეტია. ყველაზე მეტად ევროთასებით ვინტერესდები. ვაგროვებ მხოლოდ ქართული კლუბებისა და საქართველოს ნაკრების მატჩების ბილეთებსა და პროგრამებს, ასევე საქართველოში გამოსულ წიგნებს. 110 წიგნი მაქვს და ისინი, მეტწილად, სტატისტიკურია. მაქვს ასევე სამკერდე ნიშნებიც.

- მოგვიყევით პირველი ბილეთისა და პირველი პროგრამის შესახებ...

- პირველი პროგრამა, რომელიც მქონდა, დავკარგე. 1999 წელს თბილისის "დინამოსა" და "ლოკომოტივს" შორის გამართული მატჩის პროგრამა იყო, პირველი ბილეთი კი, როგორც მახსოვს, 2002 წელს თბილისის "დინამოსა" და "ლიბერეცის" მატჩისა იყო.

- არის ისეთი რამ, რისი დამატებაც ძალიან გსურთ კოლექციაში?

- კი, ბევრი რამ აკლია ჩემს კოლექციას. ძირითადად, უცხოელებისგან ვყიდულობ. ზოგჯერ ვცვლით კიდეც.

- ეს ყველაფერი როგორ ხდება?

- უცხოელები ისეთ რამეს მიგზავნიან, რაც არ მაქვს. კოლექციაში უცხოური ბილეთები მაქვს და ვრიგდებით ხოლმე. ძირითადად, ხელის შემშლელი აქაური ფოსტაა. ერთი პროგრამის გაგზავნა დაახლოებით 25-30 ლარი მიჯდება.

- რა სირთულეებს უკავშირდება ასეთი კოლექციის შედგენა?

- თუ ფინანსურად არ დაიხარჯე, არაფერი გექნება. სამწუხარო რეალობაა, რომ ქართულ კლუბებში პროგრამები არ გამოდის. თუ გამოდის, ისიც მოვალეობის მოხდის მიზნით. პროგრამებში ბევრი გადაუმოწმებელი ინფორმაციაა და რეალურად, ის არაფრისმომცემია.

ცუდია, ამ პროგრამებს რომ არ ყიდიან., მათი შოვნა ხშირად ნაცნობობით მიწევს. ზოგიერთ კლუბში არც კი იციან, პროგრამა რა არის.

- რატომ მხოლოდ ფეხბურთი და არა სპორტის სხვა სახეობები?

- პატარაობიდანვე ფეხბურთით ვარ "მოწამლული". სპორტის სხვა სახეობა არ მაინტერესებს.

- როგორია სამომავლო გეგმები ამ საქმიანობასთან დაკავშირებით?

- შეგროვებას გავაგრძელებ, ჩვეულებრივ, შემდეგ რა იქნება, არ ვიცი.

- რას ურჩევდით დამწყებ კოლექციონერებს?

- მე რა ვურჩიო აბა?! საქართველოში მატჩის ბილეთები თბილისის "დინამოსა" და "ლოკომოტივის" გარდა, არსად იყიდება და მატჩის პროგრამას როცა ვუხსენებ ზოგიერთი კლუბის პრესსამსახურს, მათ ეს პრესლიზი ჰგონიათ. არადა, 90-იან წლებში პროგრამებიდან შემოსული ფულით "მანჩესტერ იუნაიტედი" როი კინის ხელფასს იხდიდა.

pele
ამ დღეებში დაგირეკავ
ჭინჭარაული
pele 558 687 627 ჩემი ნომერია შემეხმიანე
ჭინჭარაული
558 687 627 ჩემი ნომერია
ჭინჭარაული
პეტრე კუპრი როგორ დაგიკავშირდე?
pele
მე მაქვს 30-იანი წლების პროგრამები, მათ შორის დინმო ბასკები. თუ გაინტერესებს გამომეხმაურე
gia moseshvili
მაქვს მდიდარი კოლექცია თუ გაინტერესებს დამირეკე 577 66 48 18 გია მაქვს ძველი ნივთEბიც 1940წლის დინამოს პროგრამა
პეტრე კუპრი
მეც მაქვს ბილეთების დიდი კოლექცია, რომელიც უნდა გადავცე ეროვნულ ბიბლიოთეკას!
alexandre
დინამოს წლიური აბონემენტები მაქვს 1963 წლიდან (რაც თამაშებზე სიარული დავიწყე) 1990 წლის ჩათვლით (სანამ სსრკ ჩემპიონატში თამაშობდა)! და მეამაყება! ბადნიერი წლები იყო არა იმიტომ, რომ მე ვიყავი ახალგაზრდა, არამედ ყოველ\ტვის დინამოს იმედი გვქონდა, 1-ლ ადგილზე იყო თუ მე-10-ზე, სტადიონზე მოგების იმედით მივდიოდით!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"