"JR.NBA - GBF ლიგაში" 2005-2006-2007 წლებში დაბადებულ ვაჟთა და გოგონათაგან დაკომპლექტებული გუნდები იასპარეზებენ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში იწყებენ რიგით მეორე ტურნირს სახელწოდებით "JR.NBA - GBF ლიგა" , რომლის პარტნიორია საქართველოში ამერიკის საელჩო.

ტურნირის მხარდამჭერნი არიან კალათბურთის რეგიონალური ფედერაციები და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო. "JR.NBA - GBF ლიგაში" 2005-2006-2007 წლებში დაბადებულ ვაჟთა და გოგონათაგან დაკომპლექტებული გუნდები იასპარეზებენ.

"JR.NBA - GBF ლიგის" 2017 წლის სეზონის გახსნას მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ უმასპინძლა. კენჭისყრას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ნიკოლას ბერლინერი, რომელმაც კენჭისყრაზე ამერიკის საზღვაო ოფიცრებთან ერთად მიიღო მონაწილეობა, ბერა ივანიშვილი, ვეტერანი კალათბურთელები, რეგიონალური ფედერაციების პრეზიდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები.

"JR.NBA - GBF ლიგა", პირველად შარშან ჩატარდა. წლევანდელი სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპში 68 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. "JR.NBA - GBF ლიგა" საქართველოს რეგიონებში - იმერეთში, კახეთში, აჭარაში, შიდა და ქვემო ქართლში ჩატარდება და 6 ქალაქს მოიცავს. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენქუთაისის, ფოთის, ბათუმის, გორის, ოზურგეთის, კასპის, ხაშურის, რუსთავის, თელავისა და თბილისის გუნდები: მთლიანობაში 30 საუკეთესო საკალათბურთო სკოლის გუნდი.

"JR.NBA - GBF ლიგის" 30 გუნდი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თითო კლუბს წარმოადგენს, რომლებმაც ტურნირში მონაწილეობისთვის კენჭისყრაზე შესაბამისი კლუბის მაისური მიიღეს. კენჭისყრისას შედგა ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდის პრეზენტაცია, რომელიც ოპერატიულად გააშუქებს ტურნირის მსვლელობას.

ჯუნიორ ნბა, გოგონათა და ვაჟთათვის კალათბურთის ლიგის გლობალური ახალგაზრდული პროგრამა მოიცავს ფუნდამენტალურ საფუძვლებს, ასევე თამაშისმთავარ ფასეულობებს, რომლებიც თავის მხრივ ეხმარება მომავალ კალათბურთელებს, ასევე მწვრთნელებსა და მშობლებს, გაიღრმავონ სათამაშო ცოდნა და გამოცდილება. მსოფლიოს 34 ქვეყნის მასშტაბით 2016-2017 წლების სეზონის ჯუნიორ ნბა-ში მონაწილეობას იღებს 7 მილიონი ბავშვი.

ნბა-ს მსგავსად, "ჯუნიორ ნბა საქართველოს" ლიგაში გუნდები დაიყოფიან ორ კონფერენციად და 6 დივიზიონად. ტურნირი მაისში დაიწყება და ივნისის ბოლომდე გასტანს. 6 დივიზიონიდან პლეი ოფში საუკეთესო 8 გუნდი გავა. თითო კონფერენციის 2-2 საუკეთესო გუნდი ფინალურ მატჩებში მონაწილეობის უფლებასმოიპოვებს, რომელიც თბილისში გაიმართება და გამოავლენს "JR.NBA - GBF ლიგის" ჩემპიონს.

მიხეილ გაბრიჩიძე, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი:

"მეორე წელია, საქართველო "ჯუნიორ ნბა"-ს ტურნირს მასპინძლობს და ჩვენთვის დიდი პატივია აღნიშნილი ტურნირის პარტნიორებთან ერთად ორგანიზება. მომავალი თაობისთვის ეს ტურნირი დიდი სტიმული და მოტივაციაა, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა კალათბურთელებს ზრდას. ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასთან თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება და ეს ქართული კალათბურთის მომავალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია".

ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი:

"მივესალმები ნბა-ს ახალგაზრდული ლიგის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას, საქართველოში ამერიკის საელჩოს და, რა თქმა უნდა, კალათბურთის ფედერაციას, რომელთა უშუალო ძალისხმევითაც საქართველოში ასეთი მნიშვნელობის ტურნირი მეორედ ჩატარდება. მოხარული ვარ, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო არის ახალგაზრდული ლიგის მთავარი მხარდამჭერი და პარტნიორი".

ნიკოლას ბერლინერი, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში:

"ძალიან კარგია ეს ყველაფერი, რომ ბავშვები გაერთონ და ამასთანავე, სულისკვეთება აიმაღლონ. ჩვენ ამ პროექტს მხარს ვუჭერთ აშშ-სა და საქართველოს 25 წლიანი ურთიერთობების ფარგლებში. ეს არ მოიცავს მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობებს, ეს არის მეგობრობის, პარტნიორობის და ურთიერთთანადგომის 25 წელი".

ვანია ჩერნივეჩი, JR.NBA-ს ოპერაციების ხელმძღვანელი:

"ძალიან მიხარია, რომ წელს ისევ დავბრუნდით საქართველოში. ძალიან კარგია ამდენი გახარებული სახის ნახვა. ამ ქვეყანაში კალათბურთი ძალიან უყვართ. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია სანიმუშო საქმეს აკეთებს ამ პროექტით მომავალი თაობისთვის. ამაში დიდი ძალისხმევა ჩადებული და საქმესაც პროფესიუნალურად უდგებიან. ჩვენთვის პატივია თქვენს ფედერაციასთან თანამშრომლობა, რადგან ეს წაახალისებს სპორტს, ჯანმრთელი ცხოვრების წესს, გუნდურ სულისკვეთებას. მოუთმენლად ველოდები ფინალებს!"

წყარო: gbf.ge

კომისარი რატიშვილი – ქართველი ფიბა ევროპის თასის ფინალზე
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
7-ქალამ მონაკოში ერთი მოიგო
ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
20 წ. | აშშ-სთან და ახალ ზელანდიასთან რუსთავში გავხურდებდით
ორბმა მარგვეთი დაამარცხა და სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
სალაჰი "ფენერბაჰჩესთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს - ეგვიპტელი 20 მილიონს ითხოვს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანის" მთავარი სამიზნე გაბრიელ ჟესუსი იქნება
კონფერენს ლიგა. აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "კრისტალ პალასთან" დამარცხდა
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
უეფამ საუკეთესოდ დემბელე აღიარა - კვარაცხელია სიმბოლურში შეიყვანა
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ოფიციალურად: მაიკლ ჯექსონი "ბარნლის" მთავარი მწვრთნელია
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
"უცხოელი მწვრთნელი რა საჭიროა?" - მოურინიოს რჩევა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას
"თეთრ სახლში" ჩემი და თოფურიას ჩხუბი ამიტომ არ შედგა" - ისლამ მახაჩევი
"ასეთ ეპიზოდებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი უნდა იღებდეს" - ჯერარდისა და კიოუნის აზრით, "არსენალს" პენალტი წაართვეს
[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" "ტონდელასთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] ორივე გოლი პენალტით გაიტანეს - "ატლეტიკომ" და "არსენალმა" ფრედ ითამაშეს
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
ახალგაზრდულ ევროპირველობებზე ჩვენი მეტოქეები გამოვლინდა
კახი კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩზე ბერა ივანიშვილის ორი სიმღერის პრემიერა შედგება
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
მიხეილ გაბრიჩიძე არჩევნების შემდეგ: პაატას გვერდში დგომა სჭირდება
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საგანგებო განცხადება
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
JR.NBA - GBF: რუსთავმა ესტაფეტა ბათუმს და გორს გადასცა
NBA საქართველოში: "ზაზა", "ჩიკაგო ბულსი" ჩემპიონია!
"სალერის თასის" ფინალში "საბურთალომ" მადრიდის "ატლეტიკო" დაამარცხა [PHOTO]
დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
პაატა გურასპაული: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი წარმატებული იყოს
ბერა: ზაზას დასახმარებლად ერთ ღამეში 200 00 ხმა მოვაგროვეთ!
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი პაატა გურასპაულია
ბერა ივანიშვილი ვარლამ ლიპარტელიანის კარიერის დასრულებას ეხმაურება [PHOTO]
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა