"სან ანტონიომ", "ტორონტომ", "ბოსტონმა" და "ვაშინგტონმა" გაინაღდეს
ამ სერიაში პირველად მოხდა, როცა სტუმარმა შეძლო მოგება და ამან "ვაშინგტონს" კონფერენციის ნახევარფინალის საგზური მოუტანა.

მეექვსე მატჩის მსვლელობისას, "ატლანტა" 22 ქულით აგებდა, მაგრამ მეოთხე მეოთხედში შეძლო მეტოქესთან მიახლოება და ერთ ქულამდეც შეამცირებდა სხვაობას, ჯონ უოლს ბლოკი რომ არ შეესრულებინა დენის შრიოდერის თითქმის დასრულებული შეტევის დროს. ცოტა ხანში, ანგარიში 97:90 გახდა "ვაშინგტონის" სასარგებლოდ და მატჩის ბედიც გადაწყვეტილი იყო.

უოლის დაფარება გადამწყვეტ მომენტად შეიძლება ჩაითვალოს. გარდა ამისა, "ვაშინგტონის" გამთამაშებელმა 42 ქულით პლეი ოფში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა.

ატლანტა-ვაშინგტონი 99:115

23:30, 23:35, 36:24, 17:26

ა: მილსეპი (31+10 მოხსნა+7 პასი), შრიოდერი (26+10 პასი), ჰარდუეი (13).

ვ: უოლი (42+8 პასი), ბილი (31), მარკიფ მორისი (17+8 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (10).

სერია: 2-4

სერიის მესამე მატჩიდან მოყოლებული, "ჩიკაგომ" და "ბოსტონმა" როლები გაცვლეს და ზედიზედ ოთხი შეხვედრა, "ბულზი" იოლი მსხვერპლი ხდებოდა "სელტიქსისთვის". ამ მატჩებში "ჩიკაგოს" ძალიან დააკლდა რაჟონ რონდო, რომელმაც ვერც მეექვსე მატჩისთვის მოასწრო გამოჯანმრთელება.

მეექვსე შეხვედრის დიდი შესვენებისთვის "ბოსტონს" ორნიშნა უპირატესობა ჰქონდა, ხოლო საკონტროლო გასროლა გახდა 34:18 მოგებული მესამე მეოთხედი. მატჩის ბოლო ნაწილი ფორმალობად გადაიქცა და "სელტიქსი" ნახევარფინალში "ვაშინგტონზე" გავიდა.

ჩიკაგო-ბოსტონი 83:105

23:30, 18:24, 18:34, 24:17

ჩ: ბატლერი (23+7 მოხსნა), ლოპესი (10), პორტისი (5+11 მოხსნა).

ბ: ბრედლი (23), გრინი (16), ტომასი (12+6 პასი), კრაუდერი (12), ჰორფორდი (12+7 პასი).

სერია: 2-4

ბლეიკ გრიფინის ტრავმის შემდეგ, "კლიპერსი" თითქოს განწირული ჩანდა, მაგრამ კრის პოლის მონდომებით, კალიფორნიელებმა მეექვსე მატჩის მოგება და საკუთარი მოედნის უპირატესობის დაბრუნება შეძლეს.

მესამე მეოთხედამდე გუნდები ერთად მიდიოდნენ, რის შემდეგაც, სტუმრებს გაქცევა გამოუვიდათ და ამით თამაშის ბედი გადაწყვიტეს. "ჯაზმენებმა" სცადეს თამაშის გადარჩენა. სირენამდე წუთნახევრით ადრე, "კლიპერსი" ათი ქულით იგებდა, მაგრამ გორდონ ჰეივორდმა შვიდი ქულა დააგროვა და სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა. თუმცა, ბოლოს, ჯო ჯონსონის სამქულიანი არაზუსტი აღმოჩნდა.

იუტა-კლიპერსი 93:98

22:20, 23:27, 25:31, 23:20

ი: ჰეივორდი (31+7 მოხსნა), ჯორჯ ჰილი (22), გობერი (15+9 მოხსნა).

კ: პოლი (29+8 პასი), რივერსი (13), მბა ა მუტე (13), ჯორდანი (13+18 მოხსნა), კროუფორდი (12).

სერია: 3-3

"ტორონტოს" სერიოზული განზრახვა ჰქონდა - სტუმრად, მეექვსე მატჩში დაესრულებინა სერია. და მესამე მეოთხედის შუაში, თამაშისა და სერიის საბოლოო შედეგი არავისთვის ეჭვს არ იწვევდა - "ტორონტოს" 25-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა. მაგრამ იმას, რაც შემდეგ მოხდა, ვერც ერთი ტორონტოელი ახსნას ვერ მოუძებნის.

"მილუოკიმ" 34:7 (!) გაქცევა მოაწყო და სტუმრები ორჯერ აღმოჩნდნენ მდევრის როლში. ამ სიტუაციაში მხოლოდ დემარ დეროზანი და კორი ჯოზეფი არ დაიბნენ, რომლებმაც თავიანთ გუნდს უპირატესობა დაუბრუნეს და "ბაქსმა" მატჩის გადარჩენა ვერ შეძლო.

მილუოკი-ტორონტო 89:92

24:28, 14:23, 23:23, 28:18

მ: ანტენტოკუნმპო (34+9 მოხსნა), მიდლტონი (19), დელავედოვა (12).

ტ: დეროზანი (32+5 ჩაჭრა), ლაური (13), იბაკა (7+11 მოხსნა).

სერია: 2-4

"სან ანტონიომ" ძალიან იწვალა "მემფისთან" სერიაში. "სპურსმა" მხოლოდ პირველ მატჩში გაიმარჯვა იოლად, დანარჩენში კი ყოველთვის ბრძოლა იყო. გამონაკლისი არც მეექვსე მატჩი აღმოჩნდა.

"მემფისს" დიდი ხანი ჰქონდა მცირე უპირატესობა, რომელიც "სპურსმა" მესამე მეოთხედში გააბათილა, როცა ორ წუთში 9:0 გაქცევა მოაწყო. მეოთხე 12-წუთეულში ქულა-ქულაზე თამაში მიდიოდა იქამდე, სანამ თავისი სიტყვა არ თქვა ტონი პარკერმა. ვეტერანმა ჯერ საშუალო ზუსტი ტყორცნით ოთხ ქულამდე გაზარდა სხვაობა, სირენამდე 50 წამით ადრე კი კავაი ლენარდის შეცდომა გამოასწორა და იგივე მანძილიდან ჩააგდო. მაიკ კონლის შეეძლო გადაერჩინა მასპინძლები, მაგრამ სამქულიანი ააცილა.

მემფისი-სან ანტონიო 96:103

22:24, 28:21, 24:30, 22:28

მ: კონლი (26), მ. გასოლი (18+6 პასი), რენდოლფი (13+11 მოხსნა), კარტერი (12), ენისი (11).

ს-ა: ლენარდი (29+9 მოხსნა), პარკერი (27), ოლდრიჯი (17+12 მოხსნა), მილსი (10).

სერია: 2-4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...