ორი კვირის წინ "არსენალი" ერთბაშად ოთხ შეჯიბრებაში გამარჯვებაზე ოცნებობდა, მაგრამ კვირას დილით, შესაძლოა

ორი კვირის წინ "არსენალი" ერთბაშად ოთხ შეჯიბრებაში გამარჯვებაზე ოცნებობდა, მაგრამ კვირას დილით, შესაძლოა, მხოლოდ პრემიერლიგის ამარა გაიღვიძოს. გავიხსენოთ: ოთხი შეჯიბრებიდან ერთი გახლდათ "ქარლინგის თასი", რომლის ფინალშიც "მეთოფეებმა", ყველასთვის მოულოდნელად, "ბირმინგემთან" წააგეს 0:1, მეორე იყო ჩემპიონთა ლიგა, საიდანაც "ბარსელონამ" გამოთიშა, მესამე და მეოთხე კი ფეხბურთის ასოციაციის თასი და პრემიერლიგაა. კაცმა რომ თქვას, ბოლო ხანს ჩრდილოლონდონელებმა ვერც პრემიერლიგაში ივაჟკაცეს — იმ ტურში, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლივერპულში წააგო "სანდერლენდს" ვერ მოუგეს, თორემ მათ შორის სხვაობა 3 კი არა, ერთი ქულაღა იქნებოდა.

ასოციაციის თასზე კი... დღეს "ოლდ ტრეფორდზე" კვლავ "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალია" — ეს მეოთხედფინალური დაპირისპირება გახლავთ. მიმომხილველები ამბობენ, რომ ამ შეხვედრას უფრო ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს. რატომ? ასოციაციის თასი, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი პრემიერლიგაა და ახლა, როდესაც გამოიკვეთა, რომ მისი ტიტულისთვის ბრძოლა ამ ორი გუნდის "დოღად" იქცა და ისინი ჩემპიონატში 1 მაისს "ემირეიტს სთედიუმზე" ისევ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, მთავარია ვინ ვის "დააშინებს".

ჩავხედოთ სტატისტიკას. "არსენალს" "ოლდ ტრეფორდზე" 2006 წლის შემდეგ არ მოუგია. სულერთია, რომელ შეჯიბრებაში, პრემიერლიგაში, რომელიმე ინგლისურ თასზე თუ თვით ჩემპიონთა ლიგაში, გამარჯვებული ყოველთვის "იუნაიტედი" გამოდიოდა. 2008 წელს მასპინძლების უპირატესობა იმდენად აშკარა იყო, რომ ანგარიშშიც შთამბეჭდავად აისახა — 4:0. მეტოქეთა ბოლო მანჩესტერული დაპირისპირება დეკემბერში 1:0 დამთავრდა — გოლი ჯი-სუნ პარკმა გაიტანა, უეინ რუნიმ კი პენალტი ვერ გაიტანა. ამ ზოგადსტატისტიკურ გასაჭირს ისიც ემატება, რომ "მეთოფეებს" არ ეყოლებათ თითნატკენი მეკარე ვოიცეხ შჩესნი და კაპიტანი სესკ ფაბრეგასი, რომელმაც ორთავა კუნთი დაიზიანა. მოსალოდნელია თეო უოლკოტის არყოფნაც.

"მეთოფეთა" ყმაწვილმა ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა თქვა: "ჩვენ ვალდებულები ვართ საკუთარი თავი ხელში ავიყვანოთ და შაბათს "ოლდ ტრეფორდზე" გავიმარჯვოთ. საბედნიეროდ, ორ შეჯიბრებაში ჯერ კიდევ ვმონაწილეობთ და ტიტულები გვჭირდება".

თუმცა, ისე გამოგვივიდა, თითქოს ხელმოცარვის პერიოდი მარტო "არსენალს" ჰქონდა. არადა, პრემიერლიგაში ზედიზედ ორი თამაში წააგო "იუნაიტედმაც" — ჯერ "ჩელსისთან" (2:1) და შემდეგ "ლივერპულთან" (3:1). თუმცა, როდესაც საქმე "ოლდ ტრეფორდზე" თამაშს ეხება, ვერანაირ ჩავარდნაზე ვერ ვილაპარაკებთ: აქ, მანჩესტერელებმა 14 შეხვედრიდან 13 მოიგეს. ფეხბურთის ასოციაციის თასის 11 გზის მფლობელი დღეს "არსენალს" ნანის გარეშე დაუპირისპირდება. ნანის ამბავი გეხსომებათ, "ლივერპულთან" შეხვედრაში ჯეიმი კარაგერმა დააშავა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს "იუნაიტედის" ფეხბურთელთაგან საუკეთესო ფორმაში სწორედ პორტუგალიელი იყო.

ერთადერთი გუნდი, რომელიც ფეხბურთის ასოციაციის თასის გათამაშებას პრემიერლიგის გარედან შემორჩა ზურაბ ხიზანიშვილის "რედინგია". მეოთხედფინალში ის "გუდისონ" პარკის გავლით მოხვდა, სადაც "ევერტონი" დაამარცხა. ამ გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის შარშანაც იყო მეოთხედფინალში.

ნახევარფინალის შანსი აქვს ხიზანას გუნდს? "რედინგისთვის" კიდევ ერთი ეტაპის დაძლევა იოლი საქმე არ იქნება, რადგან ის ხვალ ისტლენდზე "მანჩესტერ სიტის" ხვდება. "სიტი" ამ სეზონში პრემიერლიგას, ალბათ, ვეღარ მოიგებს და ეს თავადაც კარგად მოეხსენება, მაგრამ თასის მსაგებად ყველა ღონეს იხმარს და შეეცდება 1976 წლის შემდეგ პირველად მოიგოს რაიმე ჯილდო.

48 წელიწადი არაფერი მოეგო "ბირმინგემსაც" მაგრამ, როგორც იცით, "ქარლინგის თასზე" "არსენალი" გამოიჭირა და... ახლა ამ სეზონში მეორე თასსაც გაჰყურებს ცალი თვალით — დღეს "ბოლტონს" მასპინძლობს და ვითომ, რომ მოუგოს გასაკვირი იქნება? ოთხშაბათს ალექს მაკლიშის გუნდმა პრემიერლიგის გამოტოვებულ შეხვედრაში "ევერტონთან" 1:1 ითამაშა და გასავარდნთა ზონას ოდნავ აცდა, ასე რომ კარგ გუნებაზეც უნდა იყოს.

გასავარდნთა ზონაშია "ვესტ ჰემი", რომელიც ხვალ სტოკში მიდის. "სტოკის" საუკეთესო მიღწევა 1972 წელს ნახევარფინალში გასვლაა.

[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
შმეიხელი: არ მგონია, ინგლისში ედეგორის მსგავსი ფეხბურთელი იყოს
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ
ლოჩოშვილის სრული მატჩი და "კიოლნის" ფრე "ვერდერთან"
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
[VIDEO] კვერნაძემ სერია A-ში ისევ გაიტანა და საუკეთესო იყო - "ფროზინონე" "ჯენოას" ფრედ ეთამაშა
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში