რატომ გავიდა "მანჩესტერ სიტის" იტალიელი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი მოედნიდან 57-ე წუთზე?

რატომ გავიდა "მანჩესტერ სიტის" იტალიელი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი მოედნიდან 57-ე წუთზე? ლაპარაკია კიევში "დინამოსა" და "სიტის" შორის გამართულ ევროლიგის შეხვედრაზე, რომელიც "დინამომ" 2:0 მოიგო. ყველამ ვინც თამაშს ან თუნდაც მის რჩეულ მომენტებს უყურა, შეამჩნია, რომ ბალოტელი თავს კარგად ვერ გრძნობდა, რაც, თურმე, მისი ალერგიის ბრალი ყოფილა. აი რა თქვა მატჩის შემდეგ ისტლენდერთა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ:

"მას ალერგია სჭირს. მე არ ვიცი კერძოდ რაშია საქმე, მაგრამ მას სახე გაუსივდა. როგორც ჩანს მეორე ტაიმში მას მოედანზე შესვლა აღარ შეეძლო. გამოსვლამდე 10 წამით ადრე თავი ცუდად უგრძვნია. მე გასახდელიდან ბიჭებზე ცოტა ადრე გამოვედი, მაგრამ გუნდი რომ გამომყვა მარიო ვერ დავინახე. მითხრეს, რომ მას ალერგიის შეტევა ჰქონია. რომ მივედი, იძახდა, ეგ არაფერი, გავალ და ვითამაშებო, მაგრამ სახე უკვე შეშუპებული ჰქონდა".

როგორც "მანჩესტერ სიტის" სამედიცინო პერსონალისგან გახდა ცნობილი ბალოტელის ბალახის ზოგიერთ სახეობაზე აქვს ასეთი ალერგია და კიევში მაინცდამაინც ასეთი ბალახი ყოფილა დათესილი.

იანგი მანჩესტერისკენ მიიწევს

"ასტონ ვილას" ფორვარდი ეშლი იანგი ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედში" აპირებს გადასვლას და ცდილობს ამთავითვე ჩაშალოს ბირმინგემელთა ყოველი მცდელობა გაუხანგრძლივონ კონტრაქტი. 25 წლის ფეხბურთელის შეძენა სერ ალექს ფერგიუსონს რახანია უნდა. იანგი მას რაიან გიგზის შემცვლელად მიაჩნია. მოწადინებულია თავად ფორვარდიც. როგორც ტაბლოიდებისთვის გახდა ცნობილი, მან "ვილაში" თანაგუნდელებს უკვე უთხრა, რომ "ოლდ ტრეფორდზე" აპირებს გადასვლას. ამბობენ, რომ იანგი, რომელიც სეზონის წინ 25 მილიონი ფუნტი ღირდა ზაფხულში 10 მილიონზე ძვირი არ ეღირება. მიზეზი: მას "ასტონ ვილასთან" კონტრაქტი შემდგომი სეზონის ბოლომდე აქვს და ახალს არ აფორმებს. გამოდის, რომ თუ ბირმინგემელები იანგს ახლავე არ გაყიდიან, ერთ წელიწადში ის თავისუფალი აგენტი გახდება, ქუდს დაიხურავს და ისე წავა, რომ კლუბს პენიც არ დარჩება.

ვითომ ყვითელია

გადასარევი ამბავი მოხდა ოთხშაბათს პრემიერლიგის გამოტოვებულ შეხვედრაში, სადაც "ევერტონმა" და "ბირმინგემმა" ლივერპულში 1:1 ითამაშეს. კერძოდ, როდესაც თამაშის მსვლელობისას ბირმინგემელმა ფეხბურთელმა ჯორდან მატჩმა ლუი საას წინააღმდეგ იუხეშა და მსაჯმა პიტერ უოლტონმა მისი ყვითელი ბარათით დასჯა მოინდომა, აღმოჩნდა, რომ არბიტრს ჯიბეში არაფერი სდებია. ფანები ხედავდნენ, როგორ იქექებოდა ის ერთხანს ჯიბეში, მერე კი დარწმუნდა რომ იქ არც ყვითელი ბარათია, არც წითელი და... ფეხბურთელს წარმოსახვითი ყვითელი აუფრიალა. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა თქვა: "ეს ძალიან სასაცილო სანახავი იყო. თავი მოყვარულთა გუნდების თამაშზე მეგონა".

დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ინტერესი არსებობს - "ასტონ ვილას" უნაი ემერის გაშვება არ უნდა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს