რონალდოს ჰეთ თრიკი და "რეალის" ხმამაღალი განაცხადი
* კრიშტიანო რონალდომ "რეალის" მაისურით მე-400 გოლი გაიტანა.

* კრიშტიანო რონალდომ პირველმა მოახერხა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ზედიზედ ორ მატჩში ჰეთ თრიკის შესრულება.

* კრიშტიანო რონალდომ ნახევარფინალებში ყველაზე მეტი, 12 გოლი გაიტანა.

* კრიშტიანო რონალდომ პირველმა შეძლო ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში 50 გოლის გატანა.

კიდევ ერთი მადრიდული დუელი ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" უპირატესობით დაიწყო. ზინედინ ზიდანის გუნდმა "არაზიდანურად" დაიწყო, ანუ აგრესიულად და აქცენტი სწრაფ გოლზე გააკეთა. არადა, ზიზუს პოსტზე მისვლის მერე მივეჩვიეთ, რომ მისი გუნდი დინჯად თამაშობს ხოლმე, თანაც, ნებისმიერ სიტუაციაში. ასე აქტიურად "რეალს" წინა სეზონში "ვოლფსბურგთანაც" კი არ დაუწყია, რომელთანაც პირველი მატჩი 0:2 ჰქონდა წაგებული. ეს ცოტა მოულოდნელი გახლდათ დიეგო სიმეონესთვისაც.

"სამეფო კლუბს" გარეთ ბეილი (ასევე პეპე) არ ჰყავდა. უელსელის ნაცვლად, ძირითადში ფორმაში შესული და ზიდანის ფავორიტი ისკო მოხვდა. დიეგო სიმეონეს კი დაცვის მარჯვენა ფლანგზე ჰქონდა სერიოზული პრობლემა. მან ხუანფრანი და ვრსალიკო ტრავმების გამო დაკარგა. იქ სავიჩის დაყენებამ არ გაამართლა და ბოლოს ამ პოზიციაზე ხიმენესი გაამწესა, ვინც ჩემპიონატის მატჩში დაშავდა და გუნდს ასევე გამოაკლდა. "ჩოლომ" მარჯვენა ფლანგზე ახალგაზრდა ლუკას ერნანდესი დააყენა.

უცნაურია, მაგრამ "რეალის" შეტევების უმეტესობა და უფრო მწვავე იერიშები არა ერნანდესის მიმართ, არამედ საპირისპირო ფლანგზე მიდიოდა და ზეწოლა ფილიპე ლუიშზე ხორციელდებოდა. პირველი შანსი ქარიმ ბენზემას მიეცა, რომელიც ფრანგმა ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში, მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებისას კრიშტიანო რონალდო თამაშგარეში იყო და პასიც ალბათ მისკენ მიდიოდა, მაგრამ ლაინსმენს ალამი არ აღუმართავს, პასიურ ოფსაიდში ჩათვალა.

ამ მომენტს აუცილებლად მოჰყვება გარჩევები, ბურთი კი პორტუგალიელამდე სავიჩმა არ მიუშვა, რომელმაც ცუდად მოიგერია, ბურთი კაზემიროსკენ წავიდა, რომელიც აშკარად დარტყმას ცდილობდა, მაგრამ პასი გამოუვიდა და სწორედაც რონალდომ თავისი მორიგი გოლი შეაგდო და "რეალი" დააწინაურა. სწრაფი გოლი მაინც შედგა.

მალევე, ასევე თავური დარტყმით რაფაელ ვარანს შეეძლო გატანა, მაგრამ იან ობლაკმა ურთულესი ბურთი აიღო. "ატლეტიკომ" პირველ ტაიმში მეტოქეს კარში ზუსტად ვერ დაურტყა. "ატლეტიკოს" ერთადერთი დარტყმა კარისკენ დიეგო გოდინისაა, როდესაც პასიურმა იანიკ ფერეირა-კარასკომ ჯარიმა გამოიმუშავა. ყველა დარტყმას ელოდა, მაგრამ ანტუან გრიზმანმა ეშმაკურად ჩააგდო საჯარიმოსა და ვარდნაში. გოდინმა, რომელიც მეტოქის მცველებს გაექცა, ზუსტად ვერ დაარტყა. ტაიმის ბოლოს "რეალმა" ტრავმის გამო დანი კარვახალი დაკარგა, რომელსაც ძალიან შთამბეჭდავი სეზონი აქვს.

კარვახალის ნაცვლად მეორე ტაიმი ნაჩომ დაიწყო. შედეგად, ფილიპე ლუიშმა ცოტა ამოისუნთქა.

"ათლეტებმა" მეორე ნახევარი უფრო ყოჩაღად დაიწყეს, მაგრამ მომენტების შექმნა ისევ არ გამოსდიოდათ. "რეალი" კი უფრო მშვიდი გახდა, დინჯი, "ზიდანური" და მომლოდინე რეჟიმზე გადაერთო. სანახაობრივმა მხარემაც მოიკლო. 73-ე წუთზე ბენზემამ ფიზიკური ორთაბრძოლა მოიგო, წონასწორობა შეინარჩუნა და რონალდოსკენ გააგორა ბურთი და პორტუგალიელმაც მცველსა და მეკარეს აჯობა.

კრიშტიანო ამით არ დაკმაყოფილდა და 86-ე წუთზე ჰეთ თრიკი გაიფორმა - შეცვლაზე შესულმა ლუკას ვასკესმა ბურთს მიუსწრო, რონალდომ კი ოსტატურად გაიტანა. რონალდოს მონაგარი - ორი მატჩის ჯამში ხუთი გოლი "ბაიერნის" კარში და სამი ერთ ნახევარფინალურ შეხვედრაში - როგორია?

მოდი, თავს ნუ მოვიტყუებთ და რეალობას გავუსწოროთ თვალი, თამამად ვთქვათ, რომ "ატლეტიკოში" დიეგო სიმეონეს დიდი ეპოქა დასრულდა. ჩოლო, შესაძლოა, ამ სეზონის მერე წავიდეს, მას დიდი გეგმები აქვს. "ატლეტიკო" ახალ სტადიონზე გადადის და ახალი ისტორიის წერას იწყებს. "რეალი" კი მე-12 ტიტულისკენ სვლას აგრძელებს და დიდი შანსი აქვს, პირველ კლუბად იქცეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მიჯრით ორჯერ მოიგებს.

იხილეთ ვიდეო

რეალი-ატლეტიკო 3:0

გოლები: 1:0 რონალდო (10), 2:0 რონალდო (73), 3:0 რონალდო (86)

რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი (46. ნაჩო), რამოსი, ვარანი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ისკო (68. ასენსიო), რონალდო, ბენზემა (86. ლუკას ვასკესი)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ლ. ერნანდესი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - გაბი, საული (58. გაიტანი), კოკე, ფერეირა-კარასკო (68. ა. კორეა) - გამეირო (57. ფ. ტორესი), გრიზმანი

მაყურებელი: 77 609

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ ფაქტებს
როგორ გეტყობა რომ ანგარიშის მეფე ხარ :D მესის ლიგაზე 94 აქვს გატანილი და 3 სეზონით ნაკლები ნათამაშები, ახლა ითვალე ვისის შედეგია უფრო მაგარი, კარიერას რომ დაასრულებენ მერე ითვალეთ ვინ რამდენი გაიტანა კარიერის მანძილზე და არა ის ვინ პირველმა გაიტანა 103 ;) რომელ ევროპაზე ლაპარაკობ? 5 ფრეს რომ ითამაშებ და პირველი ღირსეული მეტოქე რომ ფინალში გეყოლება და იმასაც უშენოდ რომ მოუგებენ ეგაა რონალდოს დამსახურება ევროპაზე, საერთოდ ერკვევი რა სპორტზე წერ? ბელგიას, ინგლისს, გერმანიას, იტალიას და ესპანეთს რომ არ შეხვდები და ისე მოიგებ ევროპას მასეთ ოქროს მსოფლიოდ ვერცხლი ათჯერ გადაახტება თავზე...
მხოლოდ ფაქტები
ბარსას და მესის ფანებო კიდევ რამდენი უნდა გაიტანოს რონალდომ რომ აღიაროთ რომ იგი ფეხბურთში მოვლენაა.103 ბურთი ჩემპიონთა ლიგაზე რაც მთავარია 52 პლეიოფებში,71 ნაკრებში აქედან მხოლოდ 15 ამხანაგურებში,400 ტოპ 6-ში.ახლა ჩამოყარეთ მესის მიერ გატანილები.ეს ხომ უბრალო ართმეტიკაა.ვაღიარებ რომ მესი უაღრესად ტეხნიკურია და და ხანდახან მგონია რომ სასწაულების მოხდენა შეუძლია,მაგრამ სინამდვილეში ასე არ ხდება.მაგალითად ბოლო ორი პლეიოფი ჩ.ლიგაზე,მსოფლიო ჩემპიონატზე პლეიოფები და განსაკუთრებით ფინალში იგი ნული იყო.ე.ი. რაღაცა აკლია.მგონია რომ ვაჟკაცობა.რონალდო კი პორტუგალიის შედარებით სუსტ ნაკრებს წლებია მარტო ქაჩავს და ევროპის მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.მარტო ნახევარფინალში ორი ფრენით გატანილი რადა ღირს.ნაკრებში ფეხბურთელი რომელიც ვერ გაიბრწყინებს იგი ვერასოდეს ვერ იქნება დიადი.
gibs
რონალდოს 8 გოლიდან 3 თამაშგარედან აქვს გატანილი

მიცენ სიმეონეს ნახევარი მილიონი ტრანსფერებისთვის და ნახავთ მერე კრისტიანოს ზიდანის და მთელი რეალის ტირილს და წვიკინს.
სოსო
ლიგაზე ძალიან მაგარი ამაშები გაიმართა,მაგრამ ჩემი აზრით საუკეთესო თამაში ამ წელიწადში,რეალი ბარსას მეორე წრეში ნათამაშები მატჩია მაინც,რამოსის გაძევებამდე რა თქმა უნდა.შემდეგაც ძალიან მაგარი იყო,მაგრამ იარაღი თანაბარი აღარ ჰქონდათ. თქვენ რას იტყვით?
:D-s
ნიჭიეროოოოოოოოოოოოოოო.. იმას რატომ იძახით რომ მთელი გუნდი რონალდოზე თამაშობს და სულ მას ეზებენ რომ გაატანინონ? ესეც სულ კართანაა ატუზული და ილოდება როდის მიაწვდიან რომ მიართყას, მასე მორატაც გაიტანს და ბენზემაც მაგრამ ყველა რონალდოს ატანინებს რომ მესის არ ჩამოარცინონ :D:D გოლები ეგ კიარაა სხვა რომ ქმნის და შენ იწერ აქტივში, გოლი ისაა ტკბილი და მართალი შენ რომ შექმნი და გაუყრი, ამას აკეთებს მესი და სად იყავით რეალის ფანები კლასიკოს მერე რატო ერ აკომენტარებდით? მარსელო და მოდრიჩი უფრო დიდი ძალაა რეალისთვის ვიდრე რონალდო, როგორც მაგას გააქვს ისე ნებისმიერი გაიტანს რონალდოს ადგილას თვითონ რეალიდან.
ეს ფანტასტიკაა
მსოფლიო ფეხბურთს 10 წელია ორი გამორჩეული ლიდერი ყავს.ხან ერთია უკეთესი ხან მეორე.ბოლო ორი სეზონი რონალდომ აჯობა.შარშან ევროპაზე გადამწყვეტ მომენტებში ნამდვილი ლიდერი იყო,ხოლო ახლა ამ პლეიოფებში ნამდვილი სასწაული მოახდინა.8 ბურთი გაუტანო ბაიერნს და ატლეტიკოს?
bizina
ატლეტიკო ყველაზე არასიმპატიური გუნდია ბოლო წლებში, თამაშს კლავს და ისე აღწევს ხომე გარკვეულ წარმატებებს.ამიტომ ის ვერასოდეს ვერ ავა რელის და ბარსას დონეზე. ჩოლო ივარგებს კატენაჩო იტალიაში, ესპანურ ფეხბურთს არ ეკადრება ასეთი მწვრთნელები.
:D
მესი.გე უნდა ერქვას ამ საიტს :))) კაცმა რეალის მაუსურით მე-400 გოლი გაიტანა ზედიზედ ორ პლეიოფის შეხვედრაში ჰეთრიკი გააკეთა ბოლო სამ შეხვედრაში 8 გოლი და სტატიას სიმოენეს ერის დასასრული ქვია:)))) მესის ეს რომ გაეკეთEბინა ცალკე სტატია იქნებოდა ლეო ქება დიდებით.... ლეომ და ბარსამ ტელევიზორში კარგად უყურეს თამაშს მაგაზე ცალკე სტატია არ უნდა დაწეროთ? :))))
ფეხბურთი კაცების სპორტია
დღევანდელი რეალი ნაღდ,სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს,რისთვისაც ფეხბურთი გვახარებს. გვარდიოლას ტიკტაკი, ცენტრში ბურთის გორაობა ამის შემდეგ როგორ შეიძლება მოგეწონოს.წინა მსოფლიოზე უმეტესი გუნდები გერმანიის გარდა ბურთის გორაობით თამაშობდნენ ამიტომაც ძაან მძიმე საყურებელი იყო ყველა პლეიოფი 11 მეტრიანებით დასრულდა.
Leo
ალექს გეშლება ჯიგარ რეალს 11 ჯერ აქვს მოგებული ლიგა და თან ზედიზედ არავის მოუგია თასი
ქომაგი
ალექსს: ჩემპიონთა ლიგა კი არა ჩემპიონთა თასი აქვს მოგებული რელას ზედიზედ, ხოლო მას შემდეგ რაც ეს ტურნირი ჩემპიონთა ლიგად გადაკეთდა ზედიზედ ორჯერ არავის მოუგია!
effe
ალექს ზედიზედ 2ჯერ ჩემპიონთა ლიგა რაც დაერქვა და ფორმატი შეიცვალა ამ ტურნირმა არავის აქვს მოგებული მაშინ ჩემპიონთა თასი ერქვა სადაც მხოლოდ ქვეყნის ჩემპიონები თამაშობდნენ... რონალდო კიდე საოცარია მთელი სეზონი ვერ იყო ხოდზე და სადაც ყველაზე მეტად დაჭირდა გუნდს იქ მოუმატა და თან როგორ... ყოჩაღ რეალს მართლაც რო გალაქტიკის საუკეთესო კლუბია!!!
ალექს-s
ალექს არ არის სიმართლე რაც დაწერე, რეალმა მირჯნით ჩემპიონთა თასი მოიგო, ხოლო მას შემდეგ რაც ტურნიტი ჩემპიონთა ლიგად ჩამოყალიბდა, 1992 წლიდან, მიყოლებით არცერთ გუნდს არ მოუგია.
giorgi
სჰოლო არ გეკადრება.
ალექს
ამის დამწერს სპორტული ჟურნალისტი ქვია?? ისიც კი არ იცის,რომ რეალს მიჯრით 5ჯერ აქვს მოგებული ლიგა.. ხოლო ზედიზედ ორჯერ ბევრ სხვა გუნდსაც მოუგია.
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
[VIDEO] ვინისიუსის ამ დარტყმის შემდეგ, თანაგუნდელებმა სიცილი ვერ შეიკავეს
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
გაბრაზებული მოურინიო დერბის წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე ფოტოებით მივიდა - მას სიმეონემ უპასუხა
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ყველა ვარიანტში, "ოქროს ბურთი" მას უნდა გადასცენ" - სიმეონეს თავისი ფავორიტი ჰყავს
"იმედი გამიცრუვდება, მე რომ ვერ მოვიგო" - კილიან მბაპე "ოქროს ბურთზე"
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
"მოპარული მანქანასავითაა" - რიოლომ მბაპე მიწასთან გაასწორა
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
სიმეონეს და "ატლეტიკოს" ისტორია გრძელდება - "ჩოლო" წასვლას არ აპირებს
31 წლის ლორენტემ სანაკრებო კარიერა დაასრულა
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"თუ ჰპირდები, უნდა შეასრულო" - ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდო დაიცვა
"რატომ კილიან მბაპე?" - პსჟ-მ France Football-ს პრეტენზიები წაუყენა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ის ჩემი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია" - სიმეონემ ალვარესის მომავალზე ისაუბრა
გრიზმანის ევროპული კარიერა სრულდება - ფრანგი MLS-ს მიაშურებს
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია