სერია A. XXIX ტურის წინ: ისტორიული მეტოქეები "რომა" და "ლაციო" "ოლიმპიკოზე" ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვისაც შეებრძოლებიან
იტალიელებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ბარიერს "რომა" თუ არა "მილანი" მაინც გადალახავდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა - სერია A-ს ბინადრებმა ვერც გასვლით შეხვედრებში დაამარცხეს მეტოქე და ისღა დარჩენიათ, რომ მთლიანად ეროვნულ ჩემპიონატზე გადაერთონ. უფრო ახლოს მიზანთან მაინც "მილანი" იყო, გუნდი, რომელიც სრულ უპირატესობას ფლობდა "ტოტენჰემთან"' პაექრობაში და იღბალს რომ არ შეექცია ზურგი, შესაძლოა, მომდევნო ეტაპზე გამძვრალიყო.

მოვეშვათ წარსულს და ამ უქმეებზე გასამართ პაექრობებს გადავხედოთ - სწორედ "მილანით" დავიწყოთ, რომელიც კვირას გამართავს თავის თამაშს და საკუთარ მოედანზე ჩემპიონატის აუტსაიდერს მიიღებს.

ხშირად ამბობენ, რომ სერია A-ში იოლი თამაში არ არსებობს, მაგრამ ეს ალბათ ის შემთხვევაა, როდესაც ერთ გუნდს მეორეზე გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეს. "მილანი" საკმაოდ კარგ ფორმაშია, მაღალი ხარისხის ფეხბურთს თამაშობს და საკუთარ მოედანზე წყალწაღებულ "ბარის" უმასპინძლებს - თუ რაიმე გაუგებრობა არ მოხდა, მასიმილიანო ალეგრის შეგირდები აუცილებლად აიღებენ მორიგ სამ ქულას. თადარიგში მოიაზრება ანტონიო კასანო, ძირითადში კი იმ სამეულს ველოდებით, რომლებიც "ტოტენჰემთან" გახლდნენ სასტარტო შემადგენლობაში: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რობინიო, ალეშანდრე პატო. ნახევარდაცვაში ჯენარო გატუზოს, ალექსანდრ მერკელს და მარკ ვან ბომელს ვიხილავთ, კევინ პრინც ბოატენგს კი ექიმებმა ერთკვირიანი დასვენება ურჩიეს. საქმე იმაშია, რომ "ტოტენჰემს" განელი ტრავმირებული შეერკინა და თითქმის გამოჯანმრთელებულმა კიდევ ერთკვირიანი უქმობა გამოიწერა.

ამბობენ, რომ "მილანის" გულშემატკივრები კმაყოფილნი არიან გუნდის ლონდონური ასპარეზობით და სერია A-ში კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას ჰპირდებიან ფეხბურთელებს.

დღეს გამართავს თავის შეხვედრას "იუვენტუსი" და გასვლაზე "ჩეზენას" შეებრძოლება. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ ტურინელებმა კვლავ დაკარგეს ქულები, ლუიჯი დელ ნერის პოსტის დატოვება მოუწევს. აქედანვე ამბობენ, რომ დელ ნერის ან კლაუდიო ჯენტილე შეცვლის, ანაც პაველ ნედვედი.

ლუიჯი მძიმე მდგომარეობაშია და სავარაუდოდ, ალესანდრო დელ პიეროს გამოუცხადებს ნდობას - კაპიტანთან ერთად ალესანდრო მატრი შეუტევს და ვნახოთ, რას გახდებიან.

ტურის უკანასკნელი შეხვედრა "ენიო ტარდინიზე" გაიმართება, სადაც "პარმა" "ნაპოლის" უმასპინძლებს. სამხრეთელებს ჩავარდნა აქვთ, ბოლო ორ თამაშში მხოლოდ ერთი ქულის აღება მოახერხეს და ფაქტობრივად, საჩემპიონო მარათონიდან ჩამოეწრნენ. თუ უნდათ, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მაინც შეინარჩუნონ ადგილი, სწრაფად უნდა გამოასწორონ თამაში და კვლავ დაიწყონ ქულების მოგროვება.

ვალტერ მაძარი ოპტიმისტურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ ემილიაში გამარჯვება მის გუნდს სავსებით ხელეწიფება. ოპტიმისტურად არიან განწყობილი ნეაპოლელი გულშემატკივრებიც, რაც მეტწილად ესეკილ ლავეცის დაბრუნებას უკავშირდება. არგენტინელმა შემტევმა სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა და სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მის გარეშე გუნდს ძალიან გაუჭირდა.

ტურის ცენტრალური შეხვედრა იტალიის დედაქალაქში გაიმართება, ერთმანეთის პირისპირ კი ორი რომაული გუნდი წარსდგება. ეს ყოველთვის საინტერესოა, განურჩევლად იმისა თუ რა მდგომარეობაა სატურნირო ცხრილში და ვინ როგორ ფეხბურთს თამაშობს. თუმცა, ამ შემთხვევაში ვერც სატურნირო ინტრიგას გავექცევით, რადგან ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. უკეთეს პოზიციაში "ბიანკოჩელესტეა" და თუ ედუარდო რეიას გუნდმა სამი ქულის მოპვება შეძლო, "ჯალოროსი" თამამად უნდა ჩამოვწეროთ. აი, ნომინალურ მასპინძელთა წარმატების შემთხვევაში კი მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბება.

თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, ორიოვე მწვრთნელი ერთ ტაქტიკას - 4-2-3-1-ს - ამზადებს. ვინჩენცო მონტელა ამჯერად მარკო ბორიელოს დასვავს სათადარიგოთა სკამზე, ფრანჩესკო ტოტი კი ძირითად შემადგენლობაში იქნება. კაპიტანს სიმონე პეროტა და როდრიგო ტადეი დაუმშვენებენ გვერდს, წინა ხაზზე კი მირკო ვუჩინიჩი იმოქმედებს. რაც შეეხება ედუარდო რეიას, მისი ცენტრფორვარდი სერჯო ფლოკარი იქნება, უკნიდან კი მაურო სარატე, ჯუზეპე სკული და ერნანესი დაეხმარებიან. ვნახოთ, რომელი ოთხეული იძალებს.

ვინჩენცო მონტელა ცდილობს, რომ ფეხბურთელებს სწრაფად დაავიწყოს ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი ფიასკო: "ჩემი შეგირდები საშინელ ხასიათზე არიან და ეს არც მიკვირს, რადგან შუა კვირაში მძიმე მარცხი ვიწვნიეთ. თუმცა, ყურების ჩამოყრა არაფრით არ შეიძლება, უნდა გავძლიერდეთ და მთლიანად ეროვნულ ჩემპიონატზე გადმოვერთოთ. მომავალ სეზონში უნდა დავამტკიცოდ, რომ ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში წარმატებით ასპარეზობა შეგვიძლია, ამისთვის კი ოთხეულში მოხვედრაა საჭირო. ამის ძალა ნამდვილად შეგვწევს და მთავარია, არ გავტყდეთ."

ედუარდო რეია საქმესთან უფრო ახლოს არის: "მეტოქე აუცილებლად შეგვიტევს, რადგან მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს. სამი ქულა ჩვენთვისაც უმნიშვნელოვანესია და შესაბამისად, დაცვაში ჩაჯდომას არ ვაპირებთ. გამოდის, რომ მოედნის ცენტრში გაჩაღდება დიდი ბრძოლა და ბევრი რამე საყრდენი ნახევარმცველების თამაშზეა დამოკიდებული. მინდა, რომ ჩემმა შეგირდებმა თამაშის შესაძლო სცენარი აქედანვე გაიაზრონ და დიდი ბრძოლისთვის მოემზადონ."

"ოლიმპიკოზე" მართლაც დიდი ბრძოლა გაჩაღდება და არა მარტო იმიტომ, რომ ერთმანეთის პირისპირ ისტორიული მეტოქეები, თანაქალაქელები წარსდგებიან - იმადაც, რომ ყველა სიკეთესთან ერთად, სასწორზე ჩემპიონთა ლიგის საგზური დევს.

დღეს:

ჩეზენა-იუვენტუსი 23.45

ტრავმა: ფატიჩი, ბუდანი, ფელიპე, სამარკო - გროსო, სალიჰამიჯიჩი, დე ჩელიე, ფელიპე მელო, რინაუდო, სისოკო, კვალიარელა.

ხვალ:

მილანი-ბარი 15.30

დისკვალიფიკაცია: გაცი (ბარი).

ტრავმა: პირლო, ინძაგი, ამბროზინი - ბარეტო, ს. მაზიელო, კუტუზოვი, რაჯი, ალმირონი, პარიზი.

რომა-ლაციო 18.00

დისკვალიფიკაცია: ბრიგი (რომა).

ტრავმა: კასეტი - როკი, ბროკი, დიაკიტე, დიასი, მაური, ბრეშიანო.

კალიარი-უდინეზე 18.00

დისკვალიფიკაცია: ბიონდინი, არიაუდო (კალიარი).

ტრავმა: პიზანო, ნენე - ბასტა, ფერონეტი, ანჯელა.

კატანია-სამპდორია 18.00

დისკვალიფიკაცია: გასტალდელო (სამპდორია).

ტრავმა: კაპუანო, ბელუში, შაკა, ბიაჯანტი, მარტინიო - სემიოლი, პოცი, პალომბო.

კიევო-ფიორენტინა 18.00

დისკვალიფიკაცია: ფერნანდესი - დონადელი.

ტრავმა: ლუჩანო - კროლდრუპი, იოვეტიჩი, ფრეი, დაგოსტინო.

ჯენოა-პალერმო 18.00

დისკვალიფიკაცია: ფლორო ფლორესი - კამოციერი.

ტრავმა: დესტრო-გოიანი.

ლეჩე-ბოლონია 18.00

დისკვალიფიკაცია: რისპოლი (ლეჩე).

ტრავმა: ჯულიატო, დი მიკელე, ოფერე, ფერარიო - ეკდალი, მუდინგაი, ესპოზიტო, ჩერუბინი, მონტელონგო, გარიჩი.

პარმა-ნაპოლი 23.45

დისკვალიფიკაცია: პალეტა, გობი - დოსენა, არონიკა.

ტრავმა: კალვო, ამაური - გრავა, კამპანიარო, მაჯო.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 28 18 7 3 50-20 61

2. ინტერი 28 17 5 6 54-30 56

3. ნაპოლი 28 16 5 7 41-25 53

4. ლაციო 28 15 6 7 35-23 51

5. უდინეზე 28 15 5 8 50-30 50

6. რომა 28 13 7 8 43-39 46

7. იუვენტუსი 28 11 8 9 41-35 41

8. პალერმო 28 12 4 12 44-45 40

9. კალიარი 28 11 6 11 35-30 39

10. ფიორენტინა 28 9 10 9 32-29 37

11. ბოლონია 28 10 9 9 31-36 36

12. ჯენოა 28 9 8 11 27-32 35

13. კიევო 28 7 11 10 28-30 32

14. სამპდორია 28 7 10 11 25-32 31

15. პარმა 28 6 11 11 27-38 29

16. კატანია 28 7 8 13 24-38 29

17. ჩეზენა 28 7 7 14 23-38 28

18. ლეჩე 28 7 7 14 31-50 28

19. ბრეშა 28 6 7 15 22-35 25

20. ბარი 28 4 7 17 15-42 16

"ბოლონიას" დაკლებული აქვს სამი ქულა

ბომბარდირები: 22 - დი ნატალე (უდინეზე); 20 - კავანი (ნაპოლი); 18 - ეტოო (ინტერი); 17 - დი ვაიო (ბოლონია); 14 - მატრი (იუვენტუსი), იბრაჰიმოვიჩი (მილანი).

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის