არაფერი ისე არ ეზარება რიგით ქართველ ფეხბურთელს, როგორც სწავლა... არსად ისე არ უვარდებათ თავში, როგორც - საქართველოში
ერთი ამოსუნთქვით იკითხებაო, ანდრეა პირლოს ავტობიოგრაფიულ წიგნზე ითქმის. სათაური ისეთია, ეგრევე მიგიზიდავს - "ვაზროვნებ, მაშასადამე - ვთამაშობ". სათაურს მთავარი პერსონაჟისადმი დიდი სიყვარული მოჰყვება. ცოტანი არიან ასეთები, მაგრამ მაინც არიან - თუ ფეხბურთი გიყვარს და გესმის, პირლოს თამაშიც გიყვარს.

მესამე მიზეზი: წიგნი ძალიან საინტერესოდაა დაწერილი, რაშიც, პირლოს გარდა, მისი დამხმარე კალმოსნის ხელიც უნდა ერიოს, მაგრამ ეს ხაზს უსვამს მთავარი გმირის დიდზე დიდ ინტელექტს მინდვრის მიღმაც. იკვრება მაგიური სამკუთხედი და შენ თვალის ერთ დახამხამებაში კითხულობ ამ ძალიან მაგარ წიგნს.

ის იმხელა მასალას გაძლევს განსჯისთვის, იქნებ ბარე სამი წერილიც არ ეყოს, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მენიშნა, რაც ყველაზე მეტად მომხვდა გულზე და დამამახსოვრდა, ის არის, თუ როგორ სწავლობდა ანდრეა ჯარიმის შესრულების ხელოვნებას...

ერთ დღესაც, მან გადაწყვიტა, რომ მისი "სტანდარტულები" კიდევ უფრო სრულყოფილი უნდა ყოფილიყო. მისი თქმით, მაგალითისთვის შორს წასვლა არ დასჭირვებია: იყო ერთი ჟუნინიო, "ლიონის" ბრაზილიელი ჯადოქარი, რომელიც მართლაც სრულყოფილად ფლობდა ამ ურთულეს ხელოვნებას.

პირლომ უამრავი ვიდეოჩანაწერი ნახა და როგორღაც მივიდა ასეთ დასკვნამდე: საჯარიმო დარტყმის დროს ჟუნინიო ბურთს მხოლოდ ფეხის სამი თითით ეხებოდა.

მეორე დღეს მან ეს ყველაფერი პრაქტიკაში გამოსცადა და განსაცვიფრებელი შედეგი მიიღო. იმ დღიდან პირლოს ჯარიმები კიდევ უფრო დახვეწილი და მეტოქეთათვის სახიფათო გახდა.

სწავლა რომ სიბერემდეა და არასოდეს არის გვიან, თუნდაც ფეხბურთში, ეს პირლომ ერთხელაც დაადასტურა...

არადა, როცა ანდრეა მონდომებით უკირკიტებდა ჟუნინიოს საიდუმლოს, უკვე ცნობილზე ცნობილი ფეხბურთელი იყო. ჩვენ ქართული ფეხბურთი გვტკივა და პირდაპირ უნდა დავწერო: დღეს ჩვენში მოაზროვნე ფეხბურთელების ძალიან დიდი დეფიციტია.

ითამაშებენ მეტ-ნაკლებად მისაღებ დონეზე რამდენიმე მატჩს, ისიც - ქართულ დონეზე, რომელიც ისევე შორსაა ევროპულთან, თავი უკვე შემდგარი ფეხბურთელები ჰგონიათ.

გუშინდელი თვინიერი და დამყოლი ბიჭები, ზოგჯერ აქეთ რომ გეძებდნენ, ახლა გამარჯობას ძლივს ან საერთოდ აღარ კადრულობენ. რომელ სწავლაზეა ლაპარაკი? მათთვის სამყაროს დასასრულის ტოლფასი იქნება, რომ შეჰკადრო, რაღაც კიდევ დასახვეწი აქვს, ესა თუ ის კომპონენტი უნდა გააუმჯობესოს. მიგზავნილი ეგონები და ისე შემოგხედავს, როგორც მტერს. ყველა არა, მაგრამ ძალიან ბევრი.

მან ყველაფერი იცის. მისთვის საფეხბურთო საიდუმლო არ არსებობს. მართალია, ჯერ ნაკრებში არ მიუწვევიათ, მაგრამ ხვალ მიიწვევენ. მერე რა, რომ არც მსოფლიოს ჩემპიონატზე უთამაშია და არც - ევროპის. მას ძველ პარტნიორზე მეტი ფული და დაფასება აქვს თუნდაც გოგონებში. უფრო მაგრად აცვია, კარგი მანქანა ჰყავს და ბევრს ხარჯავს...

საქართველოს ჩემპიონატს აგინებს. თვალი გაქცევაზე აქვს. მერე რა, რომ ბევრს არავის უნდა. მთავარია, აქედან გააღწიოს. მერე რა, რომ მალე ისევ ჩამოვა და ყველაფერს იმ გუნდის მწვრთნელს და აგენტს გადააბრალებს.

ძველ მეგობრებს კარგა ხანია გადაეჩვია. მან პატრონისა თუ ცოტა მეტი ნიჭის წყალობით შეძლო და ფეხბურთელი გახდა. ბავშვობის მეგობრებიდან ბევრი საბოლოოდ ჩაეშვა. მათთან ლაპარაკი, მათი მოკითხვა უკვე ცუდი ტონია. ძველ მეგობარს შეიძლება რაღაც სჭირდებოდეს. ეს "რაღაც" ხშირად ფულია.

...როგორ გინდა, ასეთებთან ერთად პირლო და მისნაირები ახსენო. ფაქტი ერთია: არაფერი ისე არ ეზარება რიგით ქართველ ფეხბურთელს, როგორც სწავლა. არადა, ეს პირდაპირ დამღუპველია...

არაფერი ისე არ უყვარს საშუალოსტატისტიკურ ქართველ ფეხბურთელს, როგორც იმის დაჯერება, რომ ის სრულყოფილია და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მას არ უმართლებს, მხოლოდ და მხოლოდ მისი წარმოშობა, ქართველობაა...

საქართველოში ყოველთვის გვყავდა კარგი თაობა. ეგაა - ხშირად ესა თუ ის თაობა ვერ აღწევდა იმდენს, რამდენსაც მისგან ველით. თაობა ახლაც კარგია. ჩვენ ამ თაობასა და მის ლიდერებზე მოზომილად უნდა ვწეროთ და ვიმსჯელოთ.

არსად ისე არ უვარდებათ თავში, არსად ისე იოლად არ ირწმუნებენ ხოლმე საკუთარ ყოვლისშემძლეობას, როგორც - საქართველოში. არსად ისე არ იციან ზემოდან ყურება, როგორც ჩვენში და არ ივიწყებენ გენიალური გაბრიელ გარსია მარკესის ზეგენიალურ სენტენციას, რომლის მიხედვითაც, ადამიანს მხოლოდ მაშინ უნდა დახედო ზემოდან, როცა ის წაქცეულია.

დღევანდელი თაობა, დიდი ფეხბურთის კარზე რომ აკაკუნებს, ვინძლო, ძველების დარად ვერ ხმაურობს, მაგრამ უდავოდ ბევრი შეუძლია. ამდენ ხანს მისი ლიდერის, გიორგი ჩაკვეტაძის თამაში მხოლოდ ტელევიზორში მქონდა ნანახი და ასე ფეხბურთელს ბოლომდე ვერ შეაფასებ.

მე ცოცხლად მისი თამაში ვნახე ქართულ კლასიკოში და უნდა დავწერო: დიდი ხანია, ქართველი ფეხბურთელის გარჯას ასეთი სიამოვნება არ მოუგვრია ჩემთვის. მის თამაშში არის დიდზე დიდი სინატიფე, პასის კულტურა და საერთოდ არ არის ეგოიზმი, რასაც პირადად მე, სულ მცირე დოზით ნაღდად ვისურვებდი.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ შემდგარ ფაქტზე რომ ვწერ, თან რაღაც მაჩერებს, თითქოს, ხელებს მიკრავს და მბორკავს. და ეს "რაღაც" არის იმ ბიჭების ბედი, რომლებიც ისე დაგვეკარგნენ, რომ თვალის დახამხამებაც კი ვერ მოვასწარით. ეს ერთი დიდი და სევდიანი ისტორიაა.

ახლა სხვა დროა. დრომ ბევრი გვასწავლა და ხელისგულზე ჭკუის სასწავლებელი ბევრი მაგალითი დაგვიდო. დიდი იმედი მაქვს, არც ეს თაობა და არც მისი ლიდერი, ჯერ ძალიან პატარა რომაა, ასე არ დაგვეკარგებიან.

უნდა გვახსოვდეს: თვით მსოფლიო ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავი ანდრეა პირლო სწავლობდა და ხვეწდა ტექნიკას. როცა თვით ანდრეა სწავლობს, შენ რა უფლება გაქვს, არ ისწავლო?!

დიდები იმისთვისაც არსებობენ, რომ პატარებმა მათგან რაღაც ისწავლონ. მით უმეტეს, ისეთი დიდები, მხოლოდ საფეხბურთო მინდორზე კი არა, მის მიღმაც რომ დიდები არიან.

მე, როგორც ვიცი, იტალიაში მხოლოდ ორი ისეთი ფეხბურთელია, ყველა სტადიონზე ტაშს რომ უკრავენ - ჯიჯი ბუფონი და ანდრეა პირლო. ფეხბურთზე გადარეულ, ძალიან განსხვავავებული საფეხბურთო გემოვნების მქონე ქვეყანაში ეს მართლაც განსაკუთრებული ამბავია.

ამიტომაც არის ძალიან დიდი ანდრეა პირლო, ამიტომაც ღირს მისგან სწავლა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vep1963
ესეც ასე,ასე ნაბიჯ ნაბიჯ ვიწყებთ მარაზმიდან ნელ ნელა გამოსვლას.ალეკო პატივცემულო თქვენ ჟურნალისტი ბრძანდებით და თქვენს პატიოსან და მართალ სიტყვებზე ბევრი რამაა დამოკიდებული.რაც უფრო მეტი იქნებით ისეთები რომლებიც ჩვენ გაუკუღმართებულ ჩვევებზე ღიად და დაუფარავად ილაპარაკეBთ მით უფრო მალე გვეშველება.ეს ძალზე მძიმე ტვირთია ,მაგრამ რას ვიზამთ ასეთია გულიანი და პატიოსანი ჟურნალისტების ბედი.ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.
ორბროშურაწანაკითხი გენიოსი
გაბრიელ გარსია მარკესის ზეგენიალური სენტენცია არის არა _ ადამიანს მხოლოდ მაშინ უნდა დახედო ზემოდან, როცა ის წაქცეულია, არამედ _ ადამიანს მხოლოდ მაშინ უნდა დახედო ზემოდან, როცა მას წამოდგომაში ეხმარები. და საერთოდ, იქნებ მეტისმეტია ბურთის მგორებლების აგრე რიგ განდიდება, ხან გენიოსად და ხან ღმერთად რომ ნათლავთ ხოლმე. გასაგებია, რომ მოხდენილად ურტყამს ბურთს ფეხს და სწრაფად დარბის, მაგრამ იქნებ გენიოსობა და ტიტანობა სულ სხვა სიმაღლეა და გაღმერთება ხომ საერთოდ...
kika
ჯერ ოჯახში უნდა ისწავლოს ბავშვმა ზნე-ჩვეულებები ღირსება და ადმიანობა.სამწუხაროდ ოჯახში აღზდის პრობლემაა საქართველოში,აქ მარტო ფეხბურთელებზე არაა საუბარი ასეა ზოგადად ქვეყანაში.უზრდელობა და შური ბობოქრობს ჩვენში. ტელევიზიებიც ხელს უწყობენ ამაში. იქ სულ მუდამ ამორალურ ხალხს აპიარებენ, აფეტიშებენ და საათობით ზიან ტელეეთერში და გვიყვებიან თავის ბინძურ ცხოვრებას.რა უნდა ისწავლოს ბავშვმა აქედან კარგი? არაფერი!
miro
უმაგრესი კაცი ხარ ავტორ შიგნიდან გცოფდნია ფეხბურთი
1,2,3,5,8...
მენტალურზე მუშაობა არი საჭირო ქართველ ფეხბურთელებთან და გუნდურობას მერე მიეჩვევიან
haha
ბატონო ჟურნალისტო, მხოლოდ მცირედში გეთანხმებით. მთავრი გაჭირვებაა ის რომ ბავშვობიდან ინდივიდუალურად იზრდებიან. ყველა ეუბნებათ, გახდები მესი ან რონალდო და ფულს იშოვიო. როცა საქმე საქმეზე მიდის, ინდივიდუალურობით შეიძლება 1 ან 2 თამაშში გამოიჩინო თავი. მთავრია გუნდურობა, რაც არ იციან. მერე ეს ცხვირის აწევა აქედან იწყება, ვითომ მაგარია მაგრამ ვერ უგებენ, ყველაფერი სხვისი ბრალია. მოკლედ გაფეტიშებული ინდივიდუალიზმი აღზრდის დროს-ესაა მთავარი მიზეზი.
სოსო
მე კი გეთანხმები,მაგრამ ვინც უნდა წაიკითხოს,ის წაიკითხავს?
avtors
ბაჯო და მალდინი მალდინი დაამატე ჯიჯი და ანდრეას
შოთა
კარგი სტატიაა...
giorgi
Ase tu ise sackenia tu guldasackveti simartles sheesabameba sheni dacerili aleko.bevrs ar esiamovneba moqmed fezburtels magrad metviton vtamashobdi da ase tu ise chaxeduli var fexburtis shida samzareuloshi,dzan guldasawyvetia araprofesionaluri mentaliteti rom gvaqvs momavali taoba tu gamoascorebs.
llcl
ყოჩაღ ავტორს, რა კარგი მაგალითი მოიყვანა, იმედია ჩვენი "ამომავალი ცხვირაწეული ვარსკვლავები" გააჩერებენ BMW X5-2003 წლის გამოშვებას და წაიკითხავენ, ნუ თუ იციან კითხვა და შინაარსაც თუ ჩასწვდებიან, მთლად გადასარევი იქნება
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
"უოტფორდმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
ბუფონის შვილი ჩეხეთის 18-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
ჩაკვეტაძის 62 წუთი და "უოტფორდის" ზედიზედ მესამე მარცხი
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი
პირლო: სკუდეტოსთვის ეს სამი გუნდი იბრძოლებს
Geo Team: გიორგი ჩაკვეტაძე ბაჰრეინთან მატჩს გამოტოვებს
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
"ძირითადი მეკარეობა დაიმსახურა, მაგრამ..." - პირლომ საფონოვზე ისაუბრა
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
"მას ეს არ ეშლება"- პირლომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
პირლო სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელი გაერთიანებული საამიროების მეორე ლიგის გუნდს გაწვრთნის
ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში
30 000 ევროს ოდენობის ვალი - უკანონო ფსონების საქმეში პირლოს შვილის სახელმაც გაიჟღერა
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ზედიზედ მეხუთე მარცხი - "უოტფორდი" ჩემპიონშიფის ბოლო ტურში 0:4 განადგურდა
"მორალური ბანკროტები" - პირლოსა და მატერაცის მოსკოვში ვიზიტის დროს, კიევი იბომბებოდა... სკანდალური მოგზაურობის დეტალები
დებიუტი პროფესიონალურ დონეზე - ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან