"ბორუსია" სეზონს ბრწყინვალედ ატარებს და გასაკვირი არაა, რომ დორტმუნდელ ფეხბურთელებს მთხოვნელების რიგი უდგათ
დორტმუნდის "ბორუსია" მიმდინარე სეზონს ბრწყინვალედ ატარებს და გასაკვირი ნამდვილად არაა ის, რომ დორტმუნდელ ფეხბურთელებს მთხოვნელების რიგი დაუდგათ. რუსული და სამხრეთამერიკული პრესის ინფორმაციით, სანკტ პეტერბურგის "ზენიტი" "ბორუსიას" მთავარი გოლეადორით, ლუკას ბარიოსით დაინტერესდა და მზადაა, BVB-ს მის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაუხადოს.

აღსანიშნავია, რომ ბარიოსით (11 გოლი ამ სეზონში) "რეალი", "ჩელსი" და "მილანიც" არიან დაინტერესებულები, მაგრამ "ბორუსიასთვის" კონკრეტული წინადადებით ჯერ არ მიუმართავთ.

საინტერესოა, მოახერხებს თუ არა "ზენიტი" ბარიოსის დაყოლიებას - ფაქტია, რომ რუსების ერთადერთი არგუმენტი ბევრი ფულია, სპორტული თვალსაზრისით კი, "ზენიტში" თამაშს, დორტმუნდში თამაში მინიმუმ ათჯერ ჯობია. თვითონ არგენტინელი გოლეადორი, რომელიც პარაგვაის ნაკრებში თამაშობს, აცხადებს, მხოლოდ ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებულიო, მაგრამ იქვე ორაზრონვად დასძენს, რომ ჯერ არ იცის, რა მოხდება ზაფხულში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბარიოსს მიმდინარე სეზონის წინაც ბევრი წინადადება ჰქონდა და "მილანს", "მანჩესტერ სიტისა" და ყაზანის "რუბინს" უარი შეუთვალა. შეგახსენებთ, რომ დორტმუნდელებს "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ფორვარდ მიროსლავ კლოზეს გადაბირება სურთ - შესაძლოა იმიტომაც, რომ ბარიოსის დარჩენის ასპროცენტიანი იმედი არ აქვთ.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა