"მიდი ოლიმპიკმა" საფრანგეთში მოთამაშე მაღალანაზღაურებადი მორაგბეების სია გამოაქვეყნა
საფრანგეთში გამომავალმა ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" გამოაქვეყნა ამ ქვეყანაში მოთამაშე მაღალანაზღაურებადი მორაგბეების სია. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი ხელფასი ახალზელანდიელ მგეზავს, დენ კარტერს აქვს, რომელიც წელიწადში მილიონ 500 ათას ევროს იღებს. ასეთი თანხა ხელფასის, პრემიისა და რეკლამიდან მიღებული ანაზღაურებისგან შედგება.

აღსანიშნავია, რომ მაღალანაზღაურებადი მორაგბეების სიაში აღმოჩნდა ორი ქართველი მორაგბე. ესენია: საქართველოს ნაკრების ყოფილი შერკინების ბურჯი და "კლერმონის" ლიდერი დავით ზირაქაშვილი, რომლის წლიური შემოსავალი 400 ათასი ევროა. 300 ათას ევროს იღებს წელიწადში საქართველოს ნაკრების კაპიტანი და "ტულონის" ერთ-ერთი წამყვანი მორაგბე მამუკა გორგოძე.

"მიდი ოლიმპიკის" ინფორმაციით, მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბე ავსტრალიელი მეთ გოტოა (ტულონი). თუმცა, მისი შემოსავალი ორჯერ ნაკლებია კარტერთან შედარებით - 700 ათასი ევრო. ასი ათასი ევროთი ნაკლები აქვთ სამხრეთაფრიკელ დუეინ ვერმულენს და უელსელ ლი ჰალპფენის (ორივე - ტულონი).

ნახევარ მილიონ ევროს იღებენ: კოლინ სლედი (პო), მაა ნონუ (ტულონი), ბისმარკ დუ პლესი (მონპელიე), სერჯო პარისე (სტად ფრანსე) და სენსუს ჯონსტონი (ტულუზი).

400 ათასი ევრო შვიდი მორაგბის შემოსავალია. ესენია: ნემანი ნადოლო (მონპელიე), რორი კოქოთი (კასტრი), ადამ ეშლი-კუპერი (ბორდო), პატრისიო ალბასეტე (ტულუზი), ვილი გენია (სტად ფრანსე), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) და ლუკ მაკალისტერი (ტულუზი).

300 ათას ევროს იღებენ წელიწადში: ვიქტორ ვიტო (ლა როშელი), ბრაიან ჰაბანა (ტულონი), რორი გრაისი (გრენობლი), ხიო ეპლონი (გრენობლი), ნიკ აბენდანონი (კლერმონი), ბრუკ ჯეიმსი (ლა როშელი), მამუკა გორგოძე (ტულონი), ხუან იმჰოფი (მეტრო რასინგი), ლეონე ნაკარავა (მეტრო რასინგი) და სტეფონ არმითაჟი (პო).

ეს საფრანგეთში მოთამაშე უცხოელების ჩამონათვალია. ცხადია, საინტერესოა, როგორ ფასდება ადგილობრივების გარჯა.

500 ათას ევროს იღებენ: ტიერი დუსოტუარი (ტულუზი), მატიო ბასტარო (ტულონი), ლუკ დუკალკონი (მეტრო რასინგი) და იაკუბუ კამარა (ტულუზი).

420 ათასი ევრო: გიომ გირადო (ტულონი) და იოან მაესტრი (ტულუზი).

360 ათასი ევრო: მორგან პარა (კლერმონი), დიმიტრი სზარზევსკი (მეტრო რასინგი), რემი ლამერა (კლერმონი), ბრაის დულინი (მეტრო რასინგი), ფრანსუა ტრინ-დუკი (ტულონი), მაქსიმ მაშენო (მეტრო რასინგი) და მაქსიმ მედარი (ტულუზი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato
ფეხბურთში თამაშების გაყიდვა ძნელია მიხვდე იყიდება ტუ არა ამას გამოზიების შედეგით თუ დადგინდება თორე თვალით რას შემჩნევ ან წააგებ ან მოიგებ ან ითამაშებ ან არა ბევრი ფაქტორია რომ თამასი არ გამოვიდეს გაყიდვა რა შუაშია
xxo
მორაგებსტვის ეგეც კარგია რათქმაუნდა ფეხუბერთელებს გაცილებით მეტი აქვთ იმიტოლმ რომ უფრო სანახაობრივი და ბევრად პოპულარულია ასე რომ ლოგიკურია მორაგეების ხელპასები
buxrika
თამაშები რაგბშიც იყიდება და ფეხბურთში ხო საერთოდ და ზოგადად ტოტალიაზატორში რისი თამაში შეიძლება ყველაფერი იყიდება და ვაჭრობის საგანია.
ზურა
თამაშებს რომ არ ყიდიან იმიტომ არის მასეთი დაბალი შემოსავლები ფეხბურთთან შედარებით
ზორბეგი
„მილიონ“ მერე ჩაამატეს ეტყობა, თქვე მართლა გაუაზრებლებო
pele
აქვე გასათვალისწინებელია რომ საფრანგეთში შემოსავალი იბეგრება 40-50- %-ით. ანუ რეალური ხელფასი 150-200 ათასი ევროა, რაც თვეში შეადგენს 12-15 ათასს. რაც ზოგადად რეგბისტებისათვის (მითუმეტეს ვარსკვლავებისათვის) ძალზე მცირეა.
პენსიონერი
გულწრფელად მეგონა, რომ გორგოძე უფრო მეტს იღებდა. რამოდენიმე ფეხბურთელი კვირაში იღებს 300 000 ევროს.
tvalsazrisi
არ მეგულება ადამიანი, ვინც მორაგბეების ხელფასზე ავ კომენტარს დაწერს. მათი ფიზიკური (+ მორალური დატვირთვა) დიახაც იმსახურებს მაღალ ანაზღაურებას. ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს საკუთარი ოფლით ნაშოვარი ფული.
ნიკა
სლავიკ! მილიონ ხუთასი ათასიო
გიგი
ფეხბურთელებთან შშედარებით სასაცილო ხელფასები აქვთ
giorgi
სამაგიეროდ ფეხბურთელებივით თამაშებს არ ჰყიდიან.
slavika
ზორბეგი -"დენ კარტერს თუ 500 ათასი აქვს და მეთ გოტოას „მასზე ორჯერ ნაკლები“, 700 ათასი როგორ გამოსდის? მათემატიკის დედაც! :)))". ნუ მიწყენთ და ქართველები საქმის უმეტეს ნაწილს ისე აკეთებთ, როგორც ეს ზორბეგა აკეთებს. ანუ გაუაზრებლად. ან რა საკომენტარო იყო ეს, მაგრამ მაინც.
jiji
ზორბეგი! დენ კარტერის 500 ათასს, წინ რომ მილიონი უწერია რა უყავი? მათემატიკის ბრალია? მაგის დედაც..!
zorbegas
zorbeg den carters 1 500 000 aqvso kargad waikitxe )))
პაატა
მილიონ 500 წერია მეგობარო გამოგრჩა

მილიონ 500 ათასი წერია. კითხვის დედაც ასევე?????
luka
ზორბეგ მილიონი არ ეწერა, მერე ჩაამატეს??
ზორბეგს
ცუდად უწერიათ და მაგიტომ ვერ წაიკითხე - მილიონ 500 ათასიო :)
ზორბეგი
დენ კარტერს თუ 500 ათასი აქვს და მეთ გოტოას „მასზე ორჯერ ნაკლები“, 700 ათასი როგორ გამოსდის? მათემატიკის დედაც! :)))
ზორბეგი
დენ კარტერს თუ 500 ათასი აქვს და მეთ გოტოს „მასზე ორჯერ ნაკლები“, 700 ათასი როგორ გამოსდის? Fuck mathematics :)))
ლუკა
რა უკან არიან ფეხბურთთან შედარებით(
მმმ
სზარზევსკი კი არა შარჟევსკია ეს მოთამაშე
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა