ბოლო ტურში ბუბამ 10-იანი ზღვარი სამ კომპონენტში "ქუთაისი"-შსს-ს მატჩში გადალახა - 16 ქულა, 15 მოხსნა და 10 პასი მიითვალა
მას მერე, რაც ქართული კალათბურთი ცივილიზაციაში გაერია და კომპიუტერი შემოვიდა, ხუთი სამმაგი დუბლი დაფიქსირდა. ოთხჯერ ეს კოტე ტუღუშმა მოახერხა, ერთხელ - ბუბა კვიმსაძემ. ბუბამ 10-იანი ზღვარი სამ კომპონენტში ბოლო ტურში "ქუთაისი"-შსს-ს მატჩში გადალახა - 16 ქულა, 15 მოხსნა და 10 პასი მიითვალა.

მიუხედავად იმისა, რომ მე-16 ტურში კიდევ რამდენიმე კალათბურთელმა უჩვენა ეფექტური თამაში, ტურის საუკეთესო კალათბურთელად კვიმსაძე დავასახელეთ, რომლის კარგი გარჯა ქუთათურებს შსს-ს ძლევაში დაეხმარათ.

ბუბასთან ინტერვიუ სამმაგი დუბლით დავიწყეთ.

- პირად სტატისტკიაზე, მით უმეტეს სამმაგ დუბლზე მატჩის მსვლელობისას ნამდვილად არ მიფიქრია, ისეთი დაძაბული თამაში იყო, მხოლოდ ერთზე ვფიქრობდი - მოგებაზე. შემდეგ შევიტყე, რომ სამმაგი დუბლი შემისრულებია. ეს სასიამოვნოა, მაგრამ მთავარი მაინც ქუთაისში მოგება იყო.

- რის ხარჯზე დაამარცხეთ შსს?

- შეხვედრისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით. ძალიან მონდომებულები ვიყავით, თამაშში გული ჩავდეთ და დაგვიფასდა კიდეც.

- შსს-სთან გამარჯვება თავდაჯერებას შეგმატებდათ. დასახულ მიზნებზეც ხომ არ იმოქმედებს?

- "ქუთაისის" უფროსობამ მიზნად ოთხეულში მოხვედრა დაგვისახა. სწორედ ამისთვის ვიბრძვით. თუმცა, ისე არ გაიგოთ, თითქოს, ნახევარფინალში მოხვედრის შემდეგ აღარ ვიბრძოლებთ, მაქსიმალურად ვეცდებით, რაც შეიძლება, მაღალი ადგილი დავიკავოთ.

- პირველი წრის შემდეგ ბუბა ბერიშვილის წასვლა გუნდზე როგორ აისახა?

- ყველაზე მეტად მე დამწყდა გული. ბუბას შესანიშნავად ვუგებდი. იგი ნამდვილად დაგვაკლდა, მაგრამ კალათბურთი სპორტის ის სახეობაა, რომელიც ერთ კაცზე არაა დამოკიდებული. "ქუთაისი" შეკრული გუნდია და წარმატებებს მეორე წრეშიც ვაღწევთ. ამასთან, დაგვემატა გოგა ცეკვავა, რომელიც გუნდს კარგად მოერგო.

ბუბა ბერიშვილის წასვლის შემდეგ თამაშის სტილი ცოტა შეიცვალა. მანამდე გამოკვეთილი პლეიმეიქერი არ გვყავდა, ხან მე ვათამაშებდი ბურთს, ხან ბერიშვილი. ახლა ამ ფუნქციას მე ვასრულებ, მეორე ნომრის პოზიციაზე თამაში თითქმის აღარ მიწევს.

- ჟურნალისტები ერთმანეთში მსჯელობისას სანაკრებო კანდიდატების განხილვისას შენს ვარიანტსაც განვიხილავთ...

- ნაკრებში გამოძახება გამიკვირდება. თუმცა, ეროვნულში თამაში ყველა კალათბურთელის ოცნებაა. როცა დრო იყო, მაშინ ვერ მოვახერხე ნაკრების მწვრთნელთა ყურადღების მიქცევა.

- ჩემი აზრით, საუკეთესო სეზონს სწორედ ახლა, 28 წლის ასაკში ატარებ...

- ამდენი სათამაშო დრო აქამდე არ მქონია. სხვათა შორის, კალათბურთისთვის თავი დანებებული მქონდა, მაგრამ მშობლიურ ქალაქში გუნდი რომ შეიქმნა, ახალგაზრდების დახმარება გადავწყვიტე. ქუთაისში არაერთი ვარსკვლავი გაიზარდა და იმედი მაქვს, მომავალშიც ასე იქნება. ჩვენს გუნდშიც არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა თამაშობს.

vaxo
ჯიგარი ხარ კვიმსოოო!!!!!!! 4ლში უეჭველი შევალთ!!!!
სუპერმენი "ბლექ ფორტრესში" | დუაიტ ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგაში ითამაშებს
საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა ჩინეთში ტურნირი გამარჯვებით დაასრულა
ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია