ერთი ნაბიჯი კონფერენციის ფინალამდე
"ანაჰაიმმა" 0:2-დან ზედიზედ სამი მატჩი მოუგო "ედმონტონს" და ერთი ნაბიჯი დარჩა კონფერენციის ფინალამდე. თუმცა, სერიის მეხუთე მატჩის შემდეგ, დაწინაურებული სწორედ "ედმონტონი" უნდა ყოფილიყო და არა "ანაჰაიმი".

33-ე წუთისთვის, "მენავთობეები" სამი შაიბით იგებდნენ ლეონ დრაიზაიტლის, კონორ მაკდევიდისა და დრეიკ კაჯულას გოლების წყალობით, მაგრამ გამოცდილება არ ეყოთ საქმის ბოლომდე მისაყვანად.

ძირითადი დროის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე, "ანაჰაიმი" ვა-ბანკზე წავიდა და მეკარე მოხსნა. რაიან გეტცლაფის გოლმა რაღაც იმედები ჩაუსახა ადგილობრივ პუბლიკას, მაგრამ მაინც რთული წარმოსადგენი იყო ის, რაც ბოლო წუთებზე მოხდა. 34 წამის შემდეგ, "ედმონტონის" მეკარემ კემ ტალბომ მეორე შაიბა გაუშვა ცისფერი ხაზიდან. თავისი პირველი გოლი გაიტანა პლეი ოფში მცველმა კემ ფაულერმა.

ანგარიში მასპინძლებმა ძირითადი დროის დასრულებამდე 15 წამით ადრე გაათანაბრეს, როცა რიკარდ რაკელი ყველაზე მოხერხებული აღმოჩნდა ტალბოს კარის წინ.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე სერიაში ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა შინ მოგებას. მაგრამ "იხვებმა" სასწაული ჩაიდინეს - სამ წუთში სამი შაიბა გაიტანეს და მეორე ოვერტაიმში საბოლოოდ მოუღეს ბოლო "ედმონტონს". გამარჯვების შაიბა კორი პერიმ მიითვალა, რომელიც ამ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მოთამაშე იყო პლეი ოფში "ანაჰაიმის" რიგებში - მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი შაიბა იყო რვა თამაშში. პერის საგოლე პასი რაიან გეტცლაფმა მისცა, რომელსაც "ედმონტონთან" სერიაში უკვე 10 ქულა აქვს.

რეინჯერსი-ოტავა 4:1

1:0, 2:0, 1:1

გოლები: 1:0 ჰოლდენი-1 (ჰეიესი-2), 2:0 ლინდბერგი-2 (გრაბნერი-1, გლასი-2), 3:0 ლინდბერგი-3 (ჯ-ტ. მილერი-3, გლასი-3), 4:0 კრაიდერი-2 (მაკდონაჰი-5, სტეპანი-3), 4:1 ტარისი-2 (ზ. სმიტი-3, ჰარპური-2).

ოტავა-რეინჯერსი 5:4 (ო)

1:2, 2:1, 1:1, 1:0

გოლები: 0:1 ფასტი-3 (ბ. სმიტი-3, ჰეიესი-3), 0:2 ჰოლდენი-2 (ვესეი-4), 1:2 მარკ სტოუნი-3 (ვიდემანი-2, ზ. სმიტი-4), 2:2 მ. ჰოფმანი-3 (მაკარტური-1, ე. კარლსონი-8), 3:2 პიატი-1 (ზ. სმიტი-5), 3:3 მაკდონაჰი-2 (გრაბნერი-2, ფასტი-3), 3:4 ვესეი-1 (სკიეი-1, სტეპანი-4), 4:4 ბრასარი-3 (მაკარტური-2, ე. კარლსონი-9), 5:4 ტარისი-3 (ბაროუზი-4, ე. კარლსონი-10).

სერია: 3-2

ვაშინგტონი-პიტსბურგი 4:2

1:1, 0:1, 3:0

გოლები: 0:1 ჰაგელინი-1 (ბონინო-1, ჰიენსი-3), 1:1 ბურაკოვსკი-1 (შატენკკრკი-5, ელერი-4), 1:2 კესელი-5 (მალკინი-13, კროსბი-8), 2:2 ბექსტრიომი-5 (ბურაკოვსკი-3), 3:2 კუზნეცოვი-5 (მ. იოჰანსონი-6, ჯ. კარლსონი-2), 4:2 ოვეჩკინი-5 (ელერი-5, შმიდტი-3).

სერია: 2-3

სტ.. ლუისი-ნეშვილი 2:1

0:0, 1:1, 1:0

გოლები: 1:0 იასკინი-1 (პიეტრანჯელო-4, სობოტკა-4), 1:1 ჯ. ნილი-3 (საბენი-6, იოზი-3), 2:1 შვარცი-4 (პარაიკო-3).

სერია: 2-3

ანაჰაიმი-ედმონტონი 4:3 (2ო)

0:0, 0:3, 3:0, 0:0, 1:0

გოლები: 0:1 დრაიზაიტლი-3 (კლეფბომი-3, ა. ლარსონი-3), 0:2 მაკდევიდი-5 (ლეტესტუ-4, ნიუჯენტ-ჰოპკინსი-4), 0:3 კაჯულა-2 (მაკდევიდი-4, რასელი-3), 1:3 გეტცლაფი-8 (სილფვერბერგი-3, კესლერი-5), 2:3 ფაულერი-1 (სილფვერბერგი-4, პერი-4), 3:3 რაკელი-5 (პერი-5, ფაულერი-3), 4:3 პერი-2 (გეტცლაფი-7, რაკელი-4).

სერია: 3-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ
ლოჩოშვილის სრული მატჩი და "კიოლნის" ფრე "ვერდერთან"
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
[VIDEO] კვერნაძემ სერია A-ში ისევ გაიტანა და საუკეთესო იყო - "ფროზინონე" "ჯენოას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] შეცვლაზე შესული გულიაშვილი შეცვალეს - "რასინგმა" "ალავესს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძემ "ჯენოასთან" "ფროზინონე" დააწინაურა
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ინფანტინოს წინააღმდეგ კანდიდატის წარდგენას გეგმავს
საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოდგორიცაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ხალხი ქვებს იმიტომ ესვრის, რომ ნაყოფით დატვირთული ხეა" - მოურინიო ვინისიუსზე
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში