ანჟელიკ კერბერი ორშაბათიდან ისევ პირველი ნომერი გახდება
2017 წელს, ჩოგბურთში ძალიან ბევრი მოულოდნელობა ხდება. განსაკუთრებით ეს ეხება ქალთა პროფესიულ ტურს, სადაც რთული და ჩახლართული სიტუაციაა. სერენა უილიამსის ფეხმძიმობის გამო, ქალთა ჩოგბურთი ძალიან არაპროგნოზირებადი გახდა. და სწორედ დღეს, როგორც არასდროს, არსებობს იმის შანსი, რომ "დიდი სლემის" უახლოეს ტურნირებზე მოულოდნელი გამარჯვებულები მივიღოთ.

ამ სეზონში ქალთა ტურში ვერავინ დომინირებს. ისინც კი, ვინც "ჩემპიონთა რბოლის" სათავეში არიან (პლიშკოვა, კონტა, ვოზნიაცკი), არც ისე კომფორტულად გრძნობენ თავს გრუნტზე. კაროლინ პლიშკოვამ ამ საფარზე ორჯერ წააგო მეორე წრეში და ერთხელ - პირველში. ის უკვე გამოეთხოვა ამ კვირას მადრიდში მიმდინარე ტურნირს.

მაისის დასაწყისში, პლიშკოვას ყველაზე მეტი ქულა ჰქონდა მიმდინარე სეზონში მოპოვებული - 2252. ერთბაშად ხუთი ჩოგბურთელი ჩამორჩებოდა მას 350-ზე ნაკლები ქულით, რაც, ერთის მხრივ, ლაპარაკობს დიდ სიმჭიდროვეზე ცხრილის ზედა ნაწილში და მეორეს მხრივ, აშკარა ლიდერის არარსებობაზე. სეზონის მესამედი უკვე გასულია და 2252 ქულა ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც სეზონის რეიტინგის ამგვარი სისტემა შემოიღეს.

ასე რომ, 2017 წელს, ჯერჯერობით ვერც ერთი ჩოგბურთელი ვერ ახერხებს ლიდერის როლის მორგებას და საინტერესოა, რამდენი ხანი გაგრძელდება ასეთი სიტუაცია.

WTA-ის განახლებულ რეიტინგში ბევრი ცვლილება მოხდა, რადგან ჩოგბურთელებს ჩამოეჭრათ მადრიდის შარშანდელ ტურნირში მოპოვებული ქულები. 1000 ქულა დაკარგა სიმონა ჰალეპმა და მერვე პოზიციამდე ჩამოქვეითდა. იოჰანა კონტამ პირადი რეკორდი გააუმჯობესა, როცა რეიტინგის მეექვსე პოზიციაზე ავიდა. კიდევ უფრო მეტი მოიგო გარბინ მუგურუსამ, რომელიც მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი გახდა. არადა, ამ სეზონს ესპანელი ძალიან სუსტად ატარებს, ამ კვირას კი უკვე მოასწრო მადრიდის ტურნირზე წაგება.

TOP10-ში დაკარგა ადგილი მედისონ კისმა. კაროლინ ვოზნიაცკი გასულ კვირას, პრაღის ტურნირს ნაადრევ ეტაპზე გამოეთიშა და ჯერჯერობით დაკარგა ათეულში დაბრუნების შანსი. მის ნაცვლად ეს გააკეთა ელინა სვიტოლინამ - ეს უკრაინელის მეორე შესვლაა ტოპ-ათეულში. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ მომავალ კვირას, სვიტოლინა ისევ გამოვარდება ელიტიდან და იქ ვოზნიაცკი შეაბიჯებს.

აღვნიშნავთ, რომ TOP50-ში შედის ორივე პლიშკოვა. კრისტინამ პრაღაში ფინალამდე მიაღწია, სადაც მონა ბარტელთან წააგო. ამ უკანასკნელს ჩეხურმა ტრიუმფმა 82-დან 56-ე ადგილამდე წინსვლის საშუალება მისცა. აღვნიშნავთ ფრანჩესკა სკიავონეს პროგრესს, რომელიც რაბატში ფინალის შემდეგ, 77-ე ჩოგანი გახდა და უიმბლდონზე ძირითად ბადეში უპრობლემოდ უნდა მოხვდეს. ასევე ოდნავ ზემოთ ავიდა კიდევ ერთი იტალიელი სარა ერანი - ის ტოპ-ასეულში დაბრუნდა და 90-ე ნომერია.

მადრიდის შარშანდელი ტურნირისთვის ქულების ჩამორთმევას ATP-ის რეიტინგი დიდად არ შეურყევია. ნოვაკ ჯოკოვიჩი, ჯერჯერობით, იცავს თავის მეორე ადგილს. ათეულში ერთადერთი ცვლილება იყო მარინ ჩილიჩის მეშვიდე ადგილზე გადასვლა, რაც გასულ კვირას, სტამბოლის ტურნირის მოგებით გახდა შესაძლებელი. ხორვატმა კეი ნიშიკორის გაუსწრო.

ლუკა პუიე პირველად გახდა მე-13 ჩოგანი, რამოსმა თავისი რეკორდი მე-17 პოზიციამდე გააუმჯობესა.

მიმდინარე კვირის შემდეგ, რეიტინგში საინტერესო ცვლილებები მოხდება. 15 მაისს, პირველ პოზიციას ისევ დაკარგავს სერენა უილიამსი და მესამედ პირველი ჩოგანი გახდება გერმანელი ანჟელიკ კერბერი. ამ უკანასკნელს აქვს იმდენი მარაგი, რომ პირველ ნომრად იყოს განთესილი როლან გაროსზე.

რომის შარშანდელი ტურნირის ნახევარფინალისთვის მოპოვებული ქულები ჩამოაკლდება მუგურუსას და ის დატოვებს TOP5-ს. მისი ადგილის დაკავების ყველაზე კარგი შანსი აქვს იოჰანა კონტას.

მამაკაცებში ისევ ფინალსა და ტიტულს (რომის ტურნირის) დაკარგავენ ენდი მარეი და ჯოკოვიჩი. თეორიულად, ნოვაკს შეუძლია დათმოს მეორე პოზიცია - თუ ნაადრევად გამოეთიშება მადრიდის ტურნირს, ხოლო სტენ ვავრინკა ტიტულს მოიგებს.

ATP. TOP10

1(1). ენდი მარეი (ბრიტ) - 11 270

2(2). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) - 7 085

3(3). სტენ ვავრინკა (შვეიც) - 5 685

4(4). როჯერ ფედერერი (შვეიც) - 5 125

5(5). რაფაელ ნადალი (ესპ) - 4 375

6(6). მილოშ რაონიჩი (კან) - 4 135

7(8). მარინ ჩილიჩი (ხორ) - 3 735

8(7). კეი ნიშიკორი (იაპ) - 3 650

9(9). დომინიკ ტიმი (ავსტრია) - 3 615

10(10). დავიდ გოფენი (ბელ) - 3 055

WTA. TOP10

1(1). სერენა უილიამსი (აშშ) - 7 010

2(2). ანჟელიკ კერბერი (გერ) - 6 945

3(3). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) - 5 946

4(6). გარბინ მუგურუსა (ესპ) - 4 627

5(5). დომ. ციბულკოვა (სლოვაკ) - 4 475

6(7). იოჰანა კონტა (ბრიტ) - 4 425

7(8). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) - 4 255

8(4). სიმონა ჰალეპი (რუმ) - 4 206

9(9). სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) - 4 060

10(12). ელინა სვიტოლინა (უკრ) - 3 955

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
[VIDEO] როცა ქართველები საზღვარგარეთ სპორტსმენებს გვერდით უდგანან - ბასილაშვილმა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად გამარჯვება ემოციურად აღნიშნა
ნაკაშიმაც დამარცხებულია - ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალში რუბლევს დაუპირისპირდება
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
უიმბლდონი. II დღე: კერბერს ცოტა გაუჭირდა
ანჟელიკ კერბერმა ვინუს უილიამსი "დღის საუკეთესო დარტყმით" შეაჩერა [VIDEO]
ცინცინატის ქალთა ტურნირზე დიდი ბრძოლები გველოდება
უიმბლდონი. VII დღე: ახალი ისტორიები
ფული ამტკიცებს: სქესთა თანასწორობა სპორტში - მითია
უიმბლდონი 2018: ქალებში ჩემპიონი კერბერია, მამაკაცებში ტიტულის მფლობელი დღეს გამოვლინდება