საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი "ვარდარის" შემადგენლობაში მაკედონიის ჩემპიონი გახდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური მაკედონიური გრანდის, "ვარდარის" შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

ზოგადად, რიგით მოვლენად ვერაფრით აღიქმება საქართველოს ნაკრების წევრის უცხოური საჩემპიონო ტიტული იმ დროს, როცა ჩვენი ლეგიონერების გუნდების უმრავლესობას ოცნებაც კი არ შეუძლია ამაზე...

"ლელო" ჯიღაურს მაკედონიაში დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა. რესპონდენტს ჯერ ჩემპიონობა მივულოცეთ...

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის! მას შემდეგ, რაც თბილისის "დინამოდან" "ვარდარში" გადმოვედი, ჩემი უპირველესი მიზანი იყო, გუნდს მაკედონიის ჩემპიონატის მოგებაში დავხმარებოდი და გახარებული ვარ, რომ ამ მიზანს ერთად მივაღწიეთ. ბოლო ტურებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულა კი დავკარგეთ, მაგრამ ტიტული მაინც დამაჯერებლად მოვიგეთ, თან ჩემთვის ეს პირველი უცხოური ჯილდოა. თუმცა ნამდვილად არ ვაპირებ მაკედონიის ჩემპიონობით დაკმაყოფილებას,

ახლა "ვარდარის" წინაშე უკვე სულ სხვა მიზანი დგას - წარმატებით უნდა ვითამაშოთ ევროტურნირებზე! ივლისში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოგვიწევს ასპარეზობა...

- ბოლო მატჩებში მაგრად მოუმატეთ. შეიძლება ითქვას, რომ ადაპტაციის პერიოდი დასრულდა?

- საკმაოდ მიჭირდა, სანამ ბოლომდე შევეგუებოდი მაკედონიის ჩემპიონატს. დავამატოთ ამას ისიც, რომ ძალიან შეთამაშებულ და აწყობილ გუნდში მოვედი. კარგა ხანია, "ვარდარის" ძირითადი ბირთვი ერთად მოდის. ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ადაპტაციის პერიოდი დასრულებულია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ "ვარდარი" ჩემი პირველი უცხოური გუნდი იყო და გინდა თუ არა, ასეთ დროს სირთულეებს ვერ ასცდები.

- მოდით, შევადაროთ მაკედონიისა და საქართველოს ჩემპიონატები...

- ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ - ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ჩემპიონატი წინ მიდის. აქედან სისტემატურად ვადევნებ თვალს ეროვნულ ლიგას და პროგრესსაც ვხედავ, თითქოს, თამაშის ტემპმაც აიწია... ეს ძალიან მახარებს, რადგან, როგორც ფეხბურთელი, საქართველოს ჩემპიონატში გავიზარდე. მეორეც - კარგი ეროვნული ჩემპიონატი აუცილებლად გამოადგება საქართველოს ნაკრებს. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში ჩვენი ჩემპიონატის პროგრესი კიდევ უფრო აშკარა გახდება...

რაც შეეხება მაკედონიის ჩემპიონატს, ვერ ვიტყვი, რომ დონით საქართველოსგან დიდად განსხვავდება. შეიძლება, მცირე სხვაობა იყოს იმ მხრივ, რომ აქ გუნდები უპირატესობას უფრო ძალისმიერ სტილს ანიჭებენ. ამას გარდა, ჩემპიონატი დაძაბულია... თუ არ ვცდები, ადრეც გითხარით ინტერვიუში, რომ ეგრეთ წოდებულ "ალბანურ გუნდებთან" თამაშისას ძალიან დაძაბული ატმოსფეროა სტადიონზე. ხმაურიანად ქომაგობენ აქ.

- საინტერესოა, როგორ აღნიშნეთ ჩემპიონობა?

- ჯერ გასახდელში იყო დიდი მხიარულება, მერე გულშემატკივრები გველოდნენ... მოკლედ, ყველა ძალიან გახარებულია. თქვენ იცით, "ვარდარი" ძალიან პოპულარული გუნდია მთელ მაკედონიაში. რა თქმა უნდა, ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა, მაგრამ როცა ტიტულს უკვე ოფიციალურად იგებ, ეს სხვა რამეა...

- ალბათ, თქვენი და მთლიანად გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგაში წარმატებით თამაშია...

- როცა აქ მოვდიოდი სათამაშოდ, სწორედ ეს იყო ჩემი მთავარი მიზანი. კარგია მაკედონიის ჩემპიონობა, მაგრამ მე უფრო მეტზე ვფიქრობ. მერე და მერე, რაც ვნახე საქმისადმი აქაურების დამოკიდებულება და გუნდის რეალური ძალა, კიდევ უფრო გამიძლიერდა რწმენა, რომ "ვარდარს" ევროთასებზე წარმატებით შეუძლია თამაში.

ძალიან მეგობრული, შეკრული და შეთამაშებული გუნდია. პირადად ჩემთვისაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღე ამისთვის ვემზადები.

- კლუბის ხელმძღვანელობა იმედიანადაა ევროტურნირების წინ?..

- აქ ასეთი საერთო აზრია - "ვარდარმა" უნდა იბრძოლოს ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად და თუ ეს არ გამოვიდა, ევროპალიგის ჯგუფში გასვლა უნდა სცადოს. ჩემი აზრით, გუნდი ამისთვის მზად არის.

- წინა სეზონში "ვარდარმა" დიდი წინააღმდეგობა გაუწია ზაგრების "დინამოს" საკვალიფიკაციო ეტაპზე...

- ის მატჩები მეც მახსოვს. დიდი იმედი მაქვს, ახალ სეზონში "ვარდარი" კიდევ უფრო წარმატებით ითამაებს ევროთასებზე. მაშინ იმ შეხვედრებს ყველა დიდი ყურადღებით ვადევნებდით თვალს, რადგან გამარჯვებული თბილისის "დინამოს" მეტოქე უნდა ყოფილიყო ჩემპიონთა ლიგაში. იმ ორმატჩიან დუელში "ვარდარს" მართლა ჰქონდა შანსი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა
მაკოდიინს ჩემპიონობა უნდა გვიხაროდეს ?
hahh
ჯიღაურის ახლობლის გვერდია თუ რაჯანდაბაა :) ჯანო რუსეთის ჩემპიონატს იგებს ხალხო რამე დაწერეთ რაიყოო რამოხდააა რადაგიშავათ.პს ვიცი არ დადებთ ამ კომენტარს :)
gaga
dges saqartvelos chempionatia.. ra chirs admin am saits.. adre ideboda xolme da es dgeebia saertod araperi ideba..
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]
[VIDEO. ლეგიონი] აშორტიას შორეული გასროლა, ჯიღაურის მაგარი პასები...
ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?
კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს
მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს