39 წლის არგენტინელის ბოლო დაფარებამ "სპურსი" ფინალს მიაახლოვა
"სან ანტონიომ" და "ჰიუსტონმა" წლევანდელი პლეი ოფის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ითამაშეს. სერიის მეხუთე შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ოთხი მატჩის შემდეგ, ანგარიში თანაბარი იყო - 2:2.

მთელი თამაშის განმავლობაში, ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო დიდი სხვაობით წინ გასვლა. პირველი მეოთხედი "სპურსს" დარჩა. თუმცა, "ჰიუსტონი" ჯეიმს ჰარდენის სამქულიანებისა და გადაცემების წყალობით, შორს არ უშვებდა მეტოქეს. მეორე მეოთხედში სტუმრებმა გაათანაბრეს თამაში.

სიტუაცია არც მესამე მეოთხედში შეცვლილა, ხოლო ამ 12-წუთეულის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე, ტრავმა მიიღო კავაი ლენარდმა. მან ცუდად დააბიჯა ფეხი ჰარდენს და კოჭი დაიზიანა. ამის შემდეგ, "სპურსის" ლიდერი სულ რამდენჯერმე გამოჩნდა მოედანზე (ოვერტაიმში კი საერთოდ არ უთამაშია). სწორედ ამ მომენტში, "როკეტსმა" მცირე უპირატესობა მიიღო, რაც მაშინვე აისახა ანგარიშში. მიუხედავად ამისა, "სან ანტონიო" დროზე მოეგო გონს და სხვაობის შემცირება შეძლო.

ბოლო მეოთხედი დაბალშედეგიანი აღმოჩნდა (31 ქულა ორივე გუნდზე), მაგრამ ბრძოლა მოედნის ყველა წერტილში იყო. სულ ბოლოს, "სპურსი" ვეტერანმა ჯინობილიმ გადაარჩინა. გამოცდილი არგენტინელი მიხვდა, რომ თავის თავზე უნდა აეღო თამაში, შეტევაში წავიდა და ჩააგდო. შემდეგ ჰარდენმა შეტევაში ჯარიმა მიიღო, ძირითადი დროის დასრულებასთან ერთად კი პეტი მილზმა სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ ის არ ჩათვალეს, რადან დრო უკვე გასული იყო. გაცოფებული გრეგ პოპოვიჩი სამართლიანად ეჩხუბებოდა პაუ გასოლს, რომელმაც ბლოკი არ დაუყენა მილზს და მანაც დააგვიანა სროლა.

დაინიშნა ოვერტაიმი, რომელიც პატრიკ ბევერლის სამქულიანით დაიწყო, მაგრამ "სან ანტონიომ" 5:0 გაქცევით უპასუხა. 45 წამით ადრე, რაიან ანდერსონმა კიდევ ერთი სამქულიანი ჩააგდო. დენი გრინმა ენდ-უანი გამოიყენა, მოხსნა აიღო "როკეტსის" აცილების შემდეგ და ჯარიმების შესრულების უფლება მიიღო. მან ორიდან ერთი თავისუფალი ჩააგდო და სხვაობა სამი ქულა გახდა.

ბოლო შეტევა "ჰიუსტონისა" იყო. ერიკ გორდონმა ჯერ დაკარგა ბურთი, შემდეგ კი ბოლო მომენტში გადაარჩინა და სადაო ბურთი დაინიშნა. გორდონმა ანდერსონს მიაწოდა, მან კი ჰარდენი მონახა. დრო საკმარისზე მეტი იყო, მაგრამ ზედმეტად თავდაჯერებულმა ჰარდენმა თავად გადაწყვიტა მატჩის ბედის გადაწყვეტა, რადგან მის აქტივში სამმაგი დუბლი იყო (33 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი) და დაისაჯა ამის გამო. სცენაზე ისევ ჯინობილი გამოვიდა.

39 წლის არგენტინელი დაუდარაჯდა მეტოქეს და უკნიდან ბლოკი გაუკეთა! 110:107 და "სან ანტონიოს" ერთი ნაბიჯი აშორებს კონფერენციის ფინალამდე.

სან ანტონიო-ჰიუსტონი 110:107 (ო)

32:29, 26:31, 28:25, 15:16, 9:6

ს-ა: ლენარდი (22+15 მოხსნა), მილსი (20), ოლდრიჯი (18+14 მოხსნა), გრინი (16), სიმონსი (12), ჯინობილი (12+7 მოხსნა+6 პასი).

ჰ: ჰარდენი (33+10 მოხსნა+10 პასი), ბევერლი (20), ანდერსონი (19+7 მოხსნა), გორდონი (11), კაპელა (9+11 მოხსნა).

სერია: 3-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ის წავიდა - მანუ ჯინობილიმ კარიერა დაასრულა [VIDEO]
ოფიციალურად: მანუ ჯინობილი ერთი წლით დარჩა
როცა არ გინდა და მაინც ვარდება - მანუ ჯინობილის კურიოზი [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ყველაზე დიდი ტრიო ისტორიაში
მანუ ჯინობილის ახალ კონტრაქტს აფორმებს
რას ამბობენ და როგორ ხუმრობენ ამერიკაში ზაზა ფაჩულიას ინციდენტზე [VIDEO]