მილანის "ინტერისთვის" მორიგი სეზონიც იმედგაცრუება გამოდგა
სერია A-ს დასრულებამდე სამი ტური რჩება, მაგრამ მილანური გრანდებისთვის ურემი უკვე გადაბრუნდა, მათ მხოლოდ ერთმანეთში უნდა გაარკვიონ ევროთასების ბოლო საგზურის (ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის) მფლობელი. ესეც იმის წყალობით მოხდა, რომ თასის ფინალში გასულ გუნდებს ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლა აღარაფერში სჭირდებათ.

მეექვსე-მეშვიდე ადგილებზე გაჭედილ "მილანსა" და "ინტერს" უკვე გაუფორმდა მორიგი ჩავარდნილი სეზონი...

"ინტერში" გადაწყვიტეს, რომ დროა და... სტეფანო პიოლის კარისკენ მიუთითეს. "ინტერს" აგერ, უკვე შვიდი ტურია, ვერ მოუგია, გუნდს 35 ტურის მერე 13 მარცხი აქვს და სეზონში მეცამეტე მარცხი ბოლო გამოდგა მთავარი მწვრთნელისთვის, მას "ჯუზეპე მეაცაზე" აღარ ენდობიან. პიოლისთან ერთად სახლში გაუშვეს სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრებიც. გუნდს ბოლო სამ ტურში (შინ "სასუოლოსთან", სტუმრად "ლაციოსთან" და შინ "უდინეზესთან") სტეფანო ვეკი უხელმძღვანელებს.

გახსოვთ, ალბათ, რომ მილანურმა გრანდმა თითქოს, დამაიმედებელი სეზონი ჰოლანდიელ ფრანკ დე ბურთან ერთად დაიწყო, მაგრამ ნოემბერში კლუბის ხელმძღვანელები მიხვდნენ, რომ ეს ის არ იყო, რაც "ინტერს" ესაჭიროებოდა და ის 51 წლის პიოლით ჩაანაცვლეს. პიოლიმ თავიდან, თითქოს, გამოასწორა ვითარება, მაგრამ ეს იმედი უბრალოდ მორიგი მირაჟი აღმოჩნდა "ნერაძურისთვის".

რა შეიძლება ითქვას სტეფანო ვეკიზე? ის ამ სეზონში ერთხელ უკვე წვრთნიდა გუნდს, ნოემბერში, როცა დე ბური მოხსნეს და პიოლი ჯერ მოსული არ იყო. სხვათა შორის, სერია A-ში 45 წლის ვეკის ხელმძღვანელობით "ინტერმა" ერთადერთი მატჩი გამართა და "კროტონეს" იოლად მოუგო, თუმცა "საუთჰემპტონთან" ევროთასზე დამარცხდა. პიოლის მოსვლის მერე ვეკი ისევ "ინტერის" პრიმავერას, ანუ ჩვენებურად დუბლებს წვრთნიდა.

სხვათა შორის, პიოლის "ინტერის" ბოსები ცოტა უცნაურად მოექცნენ, "სასუოლოსთვის" მზადება გუნდმა 9 მაისს დაიწყო "სუნინის" ბაზაზე, მთელი დღე გუნდმა პიოლის ხელმძღვანელობით ივარჯიშა, ხოლო შინ წასვლის წინ მწვრთნელი გამოიძახეს და...

კიდევ ერთი ახალი ამბავი "ინტერში" - კლუბს ჰყავს ახალი სპორტული დირექტორი - ვალტერ საბატინი. დიახ, "რომას" ყოფილი სპორტული დირექტორი, რომელიც ესპანელმა მონჩიმ ჩაანაცვლა. რომაელთა დაწუნებული კადრი მისაღები აღმოჩნდა ჩინური "სუნინ გრუპისთვის", რომელიც მართავს ლომბარდიულ გრანდს. საბატინი "ინტერის" გარდა ანალოგიურ თანამდებობაზე "ძიანსუ სუნინშიც" დანიშნეს.

"სუნინ გრუპის" წინადადება მივიღე და ორივე გუნდს ჩავიბარებ. უნდა გავაუმჯობესო სიტუაცია "ინტერსა" და "ძიანსუში". მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო ჩინური ფეხბურთის განვითარებაში. ჩვენ ერთი, დიდი ოჯახი უნდა ვიყოთ", - განაცხადა საბატინიმ. საბატინის "რომადან" ფეხბურთელებიც მოჰყვებიან. უკვე დარწმუნებით ითქვა, რომ გერმანელმა ანტონიო რიუდიგერმა "ინტერისგან" ოფიციალური წინადადება მიიღო.

თუკი იტალიურ მედიას დავუჯერებთ, ახლა უდიდესი სამუშაო მიდის იმისთვის, რომ როგორმე დაიყოლიონ ლონდონის "ჩელსის" თავკაცი ანტონიო კონტე და ის "ინტერში" გადავიდეს. ამბობენ, რომ კონტეს მოსათაფლად კვირაში 250 ათას გირვანქას სთავაზობენ. პიოლი "ინტერის" მე-9 მწვრთნელი იყო ჟოზე მოურინიოს შემდეგ, რომელიც "ჯუზეპე მეაცადან" 2010 წელს წავიდა.

აი, ასეთი სიახლეებია მილანის "ინტერში". სამწუხაროდ, მხოლოდ მას მერე, რაც სეზონის ჩავარდნა გაფორმდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
თუ ოლისე წავა - "ბაიერნმა" მის შემცვლელზე მუშაობა დაიწყო
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
"წაგებაში ქართველები თავად არიან დამნაშავეები" - მიიჩნევს უკრაინელი მწვრთნელი
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
"ხვიჩა საქართველოსთვის ერთდროულად მთავარი უპირატესობა და პოტენციურად მოწყლვადი მხარეა?" - დემჩენკომ კითხვას აბსოლუტური სიმართლე უწოდა
უკრაინელთა მწვრთნელი: ხვიჩა "ოქროს ბურთს" იმსახურებს - შანსები თანაბარია
ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ოთარ კიტეიშვილი: ყველაფრის გამოსასწორებლად დრო გვაქვს!
რამაზ სვანაძე: არაა საჭირო კითხვა, მზად ვარ თუ არა - ჩვენ ნაკრებს ყველაფერი შეუძლია
ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელის გადაბირებას ცდილობს
crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
"იამალის ერთი ცუდი მატჩი სხვა ნებისმიერი ფეხბურთელის 400 ცუდ მატჩს" - ესპანელმა მის ირგვლივ არსებულ წნეხზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" მოსაგებად საკმარისად ცნობილი არ არის " - გუტიმ პსჟ-ს ფეხბურთელზე ისაუბრა
მატა: პრემიერ ლიგა არასდროს მომიგია - თუ მოვიგე?
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
საქართველო - უკრაინა | 27 სექტემბრის განრიგი
"რომას" არჩევანი: ან ჯეკო, ან რონდონი
"სამპდორიას" დირექტორი: კომაში ყოფნისას თავი სამოთხეში მეგონა - სუპერმარკეტს ჰგავდა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ნაპოლი" "კვარას" გაყიდვით სწორად მოიქცა" - "რომას" ყოფილი სპორტული დირექტორი
დანიელე დე როსის არჩევანი: ამერიკა თუ ახალი კონტრაქტი
"იუვენტუსმა" სპალეტის არჩევით შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო, თან მას ახალი კვარაცხელიაც ეყოლება" - "რომას" ყოფილი სპორტული დირექტორი
"მას პორტუგალიაში საკმარისად ვერ ვაფასებთ" - "ალ ნასრის" ახალმა მწვრთნელმა რონალდოზე ისაუბრა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"ფიორენტინამ" ახალი მთავარი მწვრთნელი შეარჩია
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
რატომ არის ლევან მჭედლიძე "რომას" სპორტული დირექტორის შეცდომა?
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
სეზონში უკვე მეორე მწვრთნელის შესაძლო გაშვება - "ფიორენტინა" კვლავ დიდ პრობლემებშია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა