ფრანჩესკო ტოტი არ ნებდება
რამდენიმე დღის წინ "რომას" ახალმა სპორტულმა დირექტორმა მონჩიმ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ფრანჩესკო ტოტი ბოლო სეზონს ატარებს კარიერაში და შემდეგ კლუბის დირექტორთა საბჭოში გადაინაცვლებს.

მონჩის სიტყვებმა იტალიური სპორტული მედია მოიარა, 39 წლის ტოტი კი, როგორც ფეხბურთელი, გამოიტირეს - თუმცა, თავად ფრანჩესკო დუმდა, რამაც გარკვეული ეჭვები გააჩინა - ხომ არ აპირებს ტოტი კლუბის მესვეურთა გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლას, როგორც ეს გასულ ზაფხულს მოხდა? - მაშინაც ფრანჩესკოს წასვლაზე აპელირებდნენ როგორც კლუბის მესვეურები, ისე მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი, თუმცა კაპიტანმა თავისი გაიტანა და კიდევ 1-წლიან ხელშეკრულებას გამოჰკრა ხელი.

ტოტი კარგა ხანს დუმდა, თუმცა ბოლოს მაინც გააკეთა კომენტარი და კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვები - თუმცა რაღა ეჭვები, ფაქტია, რომ ტოტის არ აქვს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული და მას არ სურს კარიერის დასრულება:

"არის თუ არა ეს ჩემი ბოლო სეზონი კარიერაში? - არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია, თუმცა გავიგე, რომ ჩემ მაგივრად სხვები ფიქრობენ. ვნახოთ, ყველაფერი ახლო მომავალში გამოჩნდება".

ამ თემაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა "რომას" ყოფილმა პრეზიდენტმა როზელა სენსიმ: "ჩემთვის მიუღებელია ის, თუ როგორ ექცევიან კლუბის მესვეურები ფრანჩესკო ტოტის. თანამედროვე ფეხბურთში არ არის არც ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ისეთი ღვაწლი ჰქონდეს თავისი გუნდისთვის, როგორც ტოტის "რომასთვის".

როდესაც მონჩიმ კომენტარი გააკეთა, მაშინვე მივხვდი, რომ ეს არ იყო შეთანხმებული ფრანჩესკოსთან. კლუბის პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა მუდმივად ამერიკაშია, რაც დაუშვებელია - ის მეტ დროს უნდა ატარებდეს კლუბთან ერთად. თუ არ შეუძლია, რომ მართოს კლუბი, მაშინ გადააბაროს პოსტი ტოტის, რომლისთვისაც "რომა" ყველაფერია. თუმცა, ჯერ ფრანჩესკო ფეხბურთელია და იმედი მაქვს, ამ ზაფხულს არ დაასრულებს კარიერას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"სევილიამ" თითქმის შეიძინა, თუმცა მონჩიმ ტრანსფერი დაბლოკა - ესპანელმა სკაუტმა ხვიჩაზე ისაუბრა
"რეალში" რომ მეთამაშა, "ოქროს ბურთს" მოვიგებდი" - ფრანჩესკო ტოტი
"მათ ეს დაგვიმტკიცეს" - ტოტიმ პსჟ-ზე ისაუბრა
ფრანჩესკო ტოტის ვაჟმა 19 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
ყველაზე რთული ზაფხული "სევილიას" ისტორიაში
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"პოლიტიკოსი არ ვარ... თუ ეს მოხდება, მოსკოვში აღარ ჩავალ..." - ტოტიმ 8 აპრილს რუსეთში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა
"რომა" "მილანიდან" სუსოს დამატებას აპირებს
მონჩი: "რომამ" მწვრთნელი უკვე შეარჩია
laroma24.it: მონჩი ბელგიაში იმყოფება და გიორგი ჩაკვეტაძესაც აკვირდება
"სევილიას" სპორტული დირექტორი კვარაცხელიას საბერძნეთში პირადად დააკვირდება
"დიბალა თუ ლაუტარო?" - ტოტის არჩევანი გაგაოცებთ
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
ბოვე, რომელმაც გულის შეტევა გადაიტანა, ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა