გამოვა თუ არა ჰემილტონი კრიზისიდან?
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი გაჩერება - ესპანეთის გრანპრია, რომელიც ბარსელონას ავტოდრომზე იმართება. ეს ტრასა პილოტებისთვის კარგად არის ნაცნობი, რადგან სწორედ აქ ტარდება ზამთრის წინასასეზონო ტესტები. ახლა კი კატალონიის დედაქალაქი მეხუთე ეტაპს უმასპინძლებს.

ესპანეთის გრანპრი - პირველი ევროპული ეტაპია, რომელზეც გუნდებს ტექნიკური განახლებები ჩააქვთ. ბარსელონაში პრაქტიკულად ყველა გუნდი გაუმჯობესებული ბოლიდებით გავა ტრასაზე.

მაგალითად, "მერსედესი" ესპანეთში განახლებულ გადაცემათა კოლოფს ჩაიტანს, რომელიც საშუალებას მისცემს W08-ს, მოიშოროს ზედმეტი წონა "ფერარისთან" შედარებით: პირველ რბოლებში "მერსედესი" ექვსი კილოგრამით მძიმე იყო. გერმანელებმა ესპანეთისთვის ასევე ახალი დაკიდება მოამზადეს.

ნიკი ლაუდას თქმით, "მერსედესი" ჯერჯერობით "ფერარის" უკან არის. ნაკლებად აგრესიული მიდგომის გამო, SF70H მოქნილი და აკურატულია საბურავებთან მუშაობაში და ეფექტურია პირობების ფართო დიაპაზონში. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდებია და ძალთა რეალურ თანაფარდობას ესპანეთის გრანპრიზე ვნახავთ, რომელიც ყველაზე მომთხოვნია ავტომობილის აეროდინამიკასა და ძრავის სიმძლავრეზე.

ლუის ჰემილტონმა თანაგუნდელ ვალტერი ბოტასთან უკვე ზედიზედ ორი კვალიფიკაცია წააგო, ხოლო რუსეთის გრანპრიზე მთლიანად ფინელის ჩრდილში მოექცა. ბრიტანელი აღიარებს, რომ სოჭში უქმეები ყველაზე ცუდი იყო მისთვის ბაქოს შარშანდელი ეტაპიდან მოყოლებული, როცა ის მუდმივად უშვებდა შეცდომებს, ნიკო როსბერგთან აგებდა და მხოლოდ მეათე ადგილი დაიკავა კვალიფიკაციაში.

ჯერჯერობით W08 არასტაბილური და კაპრიზულია. სოჭში ჰემილტონი ვერ გაუმკლავდა ამ ყველაფერს, თუმცა, ვალტერი ბოტასმა ასეთივე ავტომობილით შეუძლებელი შეძლო - დაამარცხა "ფერარი", რომელსაც ყველა ფავორიტს უწოდებდა.

ლუისს აშკარად ცუდი დროება უდგას, მაგრამ თუ ბარსელონაში ყველაფერი თავის ადგილას დადგება, ბრიტანელი კი ისევ გახდება გუნდის აშკარა ლიდერი, მაშინ ჰემილტონის შედეგები ისევ ზემოთ წავა. მაგრამ, თუ ლუისი ისევ ბოტასზე ნელი იქნება, ეს უნდა იყოს საგანგაშო სიგნალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონისთვის.

ალონსო მზად არის წავიდეს

"მაკლარენის" პილოტი ფერნანდო ალონსო აპირებს ფორმულა 1-ში თავისი მომავალი ზაფხულის შესვენების შემდეგ გაარკვიოს.

"იმედი მაქვს, რომ სიტუაცია გამოსწორდება, მაგრამ სექტემბერში ან ოქტომბერში გახსნილი ვიქნები ნებისმიერი მოლაპარაკებებისთვის - "მაკლარენისთვის" ან ნებისმიერი სხვა გუნდისთვის.

ივლისში არის რბოლების სერია, მაგრამ ზაფხულის შემდეგ საკმარისი დრო იქნება, რათა სიტუაცია გავაანალიზო და მივხვდე - რა გაუმჯობესდა და როგორ ვითარდება გუნდი. ეს იქნება შესაბამისი მომენტი იმის გასაგებად, რას გავაკეთებ მომავალ წელს", - მოჰყავს ალონსოს სიტყვები სააგენტო EFE-ს.

კითხვაზე - რა აჩერებს აქამდე "მაკლარენში" - ალონსომ უპასუხა: "გუნდი". ის არ გამორიცხავს, რომ დარჩება ბრიტანულ საჯინიბოში, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ "მაკლარენმა" ჩემპიონობისთვის იბრძოლოს. "ეს გუნდი ნაჩვევი არ არის ჩამორჩენას, ამიტომაც, ის ყველა რესურს იყენებს სიტუაციის გამოსასწორებლად".

ესპანეთის გრანპრი

ბარსელონა

სიგრძე: 4655 მ.

წრეების რაოდენობა (დისტანცია): 66 (307 კმ)

საბურავები: ჰარდი, მედიუმი, სოფტი

DRS-ის ზონა: ორი

ტრასის რეკორდი (რბოლა): 1.21,670 (რაიკონენი, "ფერარი", 2008 წელი)

ტრასის რეკორდი (კვალიფიკაცია): 1.14,637 (მ. შუმახერი, "ფერარი", 2006 წელი)

რეკორდსმენი მოგებების რაოდენობით: მიხაელ გუმახერი - 6

ბოლო 5 გამარჯვებული

2016 - მაქს ფერსტაპენი (რედ ბული)

2015 - ნიკო როსბერგი (მერსედესი)

2014 - ლუის ჰემილტონი (მერსედესი)

2013 - ფერნანდო ალონსო (ფერარი)

2012 - პასტორ მალდონადო (უილიამსი)

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ფეტელი - 86 (2)

2. ლუის ჰემილტონი - 73 (1)

3. ვალტერი ბოტასი - 63 (1)

4. კიმი რაიკონენი - 49

5. მაქს ფერსტაპენი - 35

6. დანიელ რიკარდო - 22

6. სერხიო პერესი - 22

8. ფელიპე მასა - 18

უქმეების განრიგი

12 მაისი, პარასკევი

12:00 - I პრაქტიკა

16:00 - II პრაქტიკა

13 მაისი, შაბათი

13:00 - III პრაქტიკა

16:00 - კვალიფიკაცია

14 მაისი, კვირა

16:00 - რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
კბილაშვილმა და ორჯონიკიძემ ევროპის თასზე პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
"შანსის გამოყენება აუცილებელია". საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია | 24 სექტემბრის განრიგი
მამარდაშვილი: იმედი მაქვს, ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ
უკრაინელი ექსპერტები: საქართველომ ცოტა მოუკლო - ჩვენ ბოლო 25-30 წელიწადში ყველაზე სუსტი ნაკრები გვყავს
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
"რეალისა" და "ბაიერნის" ყოფილი მცველი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება
"ვფიქრობ, კერიკი თავს მოტყუებულად გრძნობს" - პოლ სქოულზი
"იმედი გამიცრუვდება, მე რომ ვერ მოვიგო" - კილიან მბაპე "ოქროს ბურთზე"
დუდუ დადიანის მემორიალი კსუ-კავკასიამ მეორედ მოიგო
მონდომებაც ამას ჰქვია - ჩავიმ ნიდერლანდელებს ასეთი პირობა დაუდო
"ამჯერად ჩემს თავს ვითამაშებ" - დვალიშვილი იანთან რემატჩის წინ
"ცნობილმა ფეხბურთელმა ერთი ღამის სანაცვლოდ 100 000 ფრანკი შემომთავაზა, ჩემი პასუხი კი ასეთი იყო..." - ალიშა ლემანი
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი სწორედ ამიტომ ვთქვი" - ნიკო უილიამსი
ფეხბურთის პირველი მილიარდერი — როგორ დაწერა კრიშტიანო რონალდომ ფინანსური ისტორია
დარჩება ფორმულა 1-ის ჩემპიონი "მერსედესთან" შემდეგ სეზონში?
ლეგენდარული ნიკი ლაუდა ფორმულა 1-ის პროგრესით აღფრთოვანებულია
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
დიდი დაბრუნება - ჩემპიონი კვლავ ფორმულა 1-ში იასპარეზებს?!
რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
ფორმულა 1-ის ლეგენდა ნიკი ლაუდა 70 წლის ასაკში გარდაიცვალა
ფორმულა 1: თასები მანქანის რეცხვის სანაცვლოდ
მონაკოში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს
ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!
"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
ფეტელი - წლის პილოტი, "რედ ბული" - წლის მანქანა
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა
ცუდი ხუმრობა: გერმანულმა ჟურნალმა მიხაელ შუმახერი ნიკი ლაუდას შეადარა
10 ყველაზე საშინელი შემთხვევა ფორმულა 1-ის ისტორიაში
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]