დღის მიღწევები და სტატისტიკა
"ბოსტონმა" და "ვაშინგტონმა" ტრადიციას არ უღალატეს - მათი სერიის მეხუთე მატჩში ისევ მასპინძელმა მოიგო და ისევ - დიდი ანგარიშით.

თუ წინა ოთხ მატჩს გადავხედავთ, გვახსენდება "ვაშინგტონის" შთამბეჭდავი გაქცევები - 16:0, 22:0, 26:0. ამჯერად, "ბოსტონმა" გაითვალისწინა წინა თამაშების გაკვეთილი და მეტოქის ამგვარი სპურტი არ დაუშვა. "სელტიქსმა" უკვე პირველ მეოთხედში მოიპოვა სოლიდური უპირატესობა, რომელიც მეორე მეოთხედში იზრდებოდა. სხვაობა 20 ქულის ფარგლებში იყო და მესამე მეოთხედში "უიზარდსმა" ისევ სცადა გაქცევა, ჩამორჩენა 13 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ "ბოსტონმა" უფრო ახლოს აღარ მიუშვა მეტოქე და სერიაში ისევ წაიყვანა ანგარიში - 3:2.

"ვაშინგტონის" მარცხის მთავარი მიზეზი ცუდი რეალიზაცია იყო - თამაშიდან ტყორცნების 38.5 პროცენტი მოათავსა კალათში და 29-დან მხოლოდ შვიდი სამქულიანი ჩააგდო.

მოულოდნელად, "ბოსტონის" ლიდერი აიზია ტომასი მხოლოდ მესამე იყო შედეგიანობით თავის გუნდში. მან ცხრა პასი შეასრულა და პარტნიორებზე ზრუნავდა. შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა ეივერი ბრედლიმ - 29 ქულა, ცხრიდან რვა ბურთი ჩააგდო ელ ჰორფორდმა და 19 ქულა აიღო. და შემდეგ მოდის ტომასი.

ჩააგდეს თამაში "ვაშინგტონის" სნაიპერებმა - ჯონ უოლმა და ბრედლი ბილმა. მათ, შესაბამისად, 17 და 19 ტყორცნა შეასრულეს და შვიდ-შვიდი ჩააგდეს.

შემდეგი მატჩი ორ დღეში ვაშინგტონში გაიმართება.

ბოსტონი-ვაშინგტონი 123:101

33:21, 34:30, 26:25, 30:25

ბ: ბრედლი (29), ჰორფორდი (19+7 პასი), ტომასი (18+9 პასი), კრაუდერი (18+8 მოხსნა), სმარტი (9+11 მოხსნა+6 პასი).

ვ: უოლი (21), ბილი (16), პორტერი (13), უბრე (13), გორტატი (7+11 მოხსნა).

სერია: 3:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს