არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ, რომელსაც მაჯის ტრავმის ამ სეზონში პრაქტიკულად არ უთამაშია, ამერიკის ღია პირველობაზე შეიტანა განაცხადი.

არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ, რომელსაც მაჯის ტრავმის ამ სეზონში პრაქტიკულად არ უთამაშია, ამერიკის ღია პირველობაზე შეიტანა განაცხადი. დელ პოტრო ამ ტურნირის მოქმედი გამარჯვებული გახლავთ.

გუშინ სეზონში "დიდი სლემის" ბოლო ჩემპიონატის ორგანიზატორებმა მამაკაცების ტურნირის მონაწილეთა სია გამოაქვეყნეს. ამერიკის ჩოგბურთის ასოციაციის განაცხადებაში წერია, რომ "როლან გაროსისა და უიმბლდონის გამოტოვებს შემდეგ, დელ პოტრო "დიდი სლემის" სერიის ტურნირებზე აპირებს დაბრუნებას".

დელ პოტრომ მაჯაზე ოპერაცია 4 მაისს ამერიკაში გაიკეთა, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო კურსი სამშობლოში გაიარა. არგენტინელს ხელზე პრობლემები გასული წლის ბოლოს შეექმნა. 2010 წელს ხუან მარტინმა მხოლოდ ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშა, სადაც მეოთხე წრემდე მიაღწია და იქ ხორვატ მარინ ჩილიჩთან წააგო. ადრე დელ პოტრო ამბობდა, რომ ნოემბრამდე ვერ გავიდოდა კორტზე, ამიტომაც ვერ მოახერხებდა ამერიკის ღია პირველობაზე ტიტულის დაცვას.

ჩოგბურთელის აგენტმა უგო კოლომბინიმ განაცხადა, რომ "ხუან მარტინი მონდომებით მუშაობს და იმედი ვიქონით, რომ ის მალე დაბრუნდება კორტზე".

მამაკაცთა წინასწარ სიაში პირდაპირ მოხვდნენ რეიტინგის 1-98 ადგილზე მყოფი ჩოგბურთელები. პირველ ნომრად როლან გაროსისა და უიმბლდონის ჩემპიონი, ესპანელი რაფაელ ნადალი დგას. შემდეგ მოდიან შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ბრიტანელი ენდი მიურეი... ფედერერისა და დელ პოტროს გარდა, სიაში ტურნირის კიდევ ერთი ძველი გამარჯვებულია - ამერიკელი ენდი როდიკი.

ამერიკის ღია 30 აგვისტოს აიღებს სტარტს.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს