საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. XII ტური
ეს იყო უნიკალური შემთხვევა, როცა ერთ-ერთ გუნდს სათადარიგოთა სკამზე მოთამაშე არ ჰყავდა. საკადრო პრობლემების გამო ფოთელთა რეზერვში მხოლოდ მეკარე ნიკა შერმადინი იჯდა.

რომელიმე მოთამაშე რომ დაშავებულიყო, გელა სანაია ვერ შეცვლიდა. დისკვალიფიცირებულები იყვნენ ბომბარდირი მიკოლა კოვტალიუკი, ასევე - ავთო ენდელაძე და თამაზ ჟიშკარიანი, ხოლო ცოტნე ქებურია, ერიკ უმა ოტიენო, ალექსანდრე კვარაცხელია და ლაშა გოგონაია ტრავმირებულები არიან.

აღმოჩნდა, რომ მათ იმ 4 მოთამაშის დამატებაც ვერ შეძლეს, რისი უფლებაც 19-წლამდელთა გუნდიდან ჰქონდათ. მიზეზი ფინანსები აღმოჩნდა - კლუბს ზედმეტი ეკიპირების ფული არ აღმოაჩნდა...

სხვათა შორის, თამაშის დროს გიორგი ბუხაიძე დაშავდა, მაგრამ გასვლა არც უცდია, რადგან იცოდა, რომ გუნდს კაცნაკლულს დატოვებდა. მაგრამ 88-ე წუთზე დაშავდა და მოედნის დატოვება მოუხდა არფანგ დაფეს. ასე რომ, კოლხები მაინც 10 კაცით დარჩნენ. უხარისხო მოედანმა დაფეს ფეხი ისე ატკინა, პირდაპირ სათადარიგოთა სკამისკენ წავიდა...

ამ ყველაფრის მიუხედავად, რაც უნდა უცნაური იყოს, თავიდან სანაიას გუნდი მეტოქეს არაფერს უთმობდა და საკმაოდ მწვავედაც უტევდა, მაგრამ "ტორპედოს" კართან რეალური საგოლე მომენტი არ შექმნილა, მალე კი უპირატესობა ქუთაისელთა ხელში გადავიდა, რომელთაგან განსაკუთრებით მარჯვენა ფლანგის მოთამაშეები - გრიგოლ დოლიძე და დავით ხურცილავა აქტიურობდნენ.

პირველი გოლი სწორედ ხურცილავას ჩაწოდებას მოჰყვა, თორნიკე კაპანაძემ კი "მაკრატელათი" დასცხო და ანგარიში გახსნა. ისეთი გოლი იყო, უმაღლესი რანგის ვარსკვლავიც რომ მოაწერდა ხელს...

რეალურად, თამაში პირველი ტაიმის ბოლოს, ქუთაისელთა მეორე გოლის შემდეგ "დასრულდა". კოლხებმა ბრძოლა ფორმალურადღა გააგრძელეს. მართალია, უტევდნენ და გატანასაც ცდილობდნენ, მაგრამ თამაშის გადარჩენის იმედი რომ არ ჰქონდათ, აშკარად ჩანდა. ქუთაისელებმა კი ბადე მესამეც შეარხიეს და მერე თავი აღარც მათ მოუკლავთ.

დასანანია, რომ გარდამავალი ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდი, ფოთის "კოლხეთი 1913", მიმდინარე სეზონში აუტსაიდერად გადაიქცა.

მატჩის სტენოგრამა

14' - ჯარიმა ბოლქვაძემ შეასრულა. ბურთი კარში წავიდა, მაგრამ მეკარე კვასხვაძე ადგილზე აღმოჩნდა.

23' - დოლიძემ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც კაპანაძე ხელსაყრელ პოზიციაში იყო, მაგრამ ბურთი დროულად ვერ დაამუშავა, შოთა კერძევაძეც გადაეფარა და... იერიში ჩაიშალა.

25' - ფლანგიდან დოლიძემ პირდაპირ კარში დაარტყა და სიკაჩმა ბურთი დაამიწა.

28' - გოლი-შედევრი! ხურცილავას ფლანგური ჩაწოდების შემდეგ კაპანაძემ ბურთი მიწაზე დაუშვებლად, ნახევარბრუნით დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა!

40' - შეტევაში ჩაერთო ქიმაძე და ბურთი მახვილი კუთხიდან "მოჭრა", მაგრამ ბადე მხოლოდ გარედან შეარხია.

41' - რეალური საგოლე მომენტი! დოლიძემ კარის წინ მარტო დატოვა ქიმაძე, მაგრამ სიკაჩმა მშვენიერი რეაქციის წყალობით იხსნა კოლხები აშკარა გოლისგან.

42' - ამჯერად, ქუთაისელები გადარჩნენ. კაკულიას ფლანგური გადაცემის შემდეგ კარის წინ ბუხაიძე გათავისუფლდა და ანგარიშის გათანაბრება ახლო მანძილიდან სცადა, მაგრამ ტაბატაძემ შეუშალა ხელი.

43' - ქიმაძის 70-მეტრიანი სოლო-რეიდი მარცხენა ფლანგზე და პასი კუხიანიძეს, რომლის უძლიერესი დარტყმის შემდეგ ბურთი ოდნავ ასცდა კარს.

44' - კაპანაძის დუბლი! ტორპედოელთა თავდამსხმელმა მეკარისგან მოგერიებული ბურთი კარში გაგზავნა და 0:2.

48' - ბუხაიძე მცველისგან გათავისუფლდა და კარში დაარტყა, მაგრამ მიზანს ააცილა.

52' - კაპანაძე საჯარიმოში გათავისუფლდა და სახიფათოდ შეუტია, მაგრამ სიკაჩმა ისევ საიმედოდ ითამაშა.

53' - დოლიძის ჩაწოდების შემდეგ კუხიანიძემ კარში დაარტყა და კილასონიასგან რიკოშეტით ბურთი კარში შეგორდა - 0:3.

64' - ქიმაძე საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ახლო კუთხეში დარტყმულზე სიკაჩმა იყოჩაღა.

66' - კოლხებს სხვაობის შემცირება შეეძლოთ. ბუხაიძემ 20-იოდე მეტრიდან შეასრულა ჯარიმა და ბურთი ძელს მოხვდა!

77' - ისევ ბუხაიძის შეტევა, მაგრამ მისი "მაკრატელა" დიდი მანძილით სცდება კარს.

88' - მოედანს ტოვებს დაფე და რადგან კოლხებს მისი შემცვლელი არ ჰყავთ, 10 კაცით რჩებიან.

90' - კერძევაძის დარტყმა ოდნავ სცდება მიზანს.

ეროვნული ლიგა. XII ტური

13.05. ქობულეთი. "ჩელე არენა"

კოლხეთი-ტორპედო 0:3

0:1 კაპანაძე (28. ხურცილავას პასით), 0:2 კაპანაძე (44), 0:3 ვ. კილასონია (53-საკ. კარში)

კოლხეთი (5-4-1): სიკაჩი - კორობკა, გ. კილასონია, შ. კერძევაძე, ვ. კილასონია, კაკულია - ლუკავა, ბოლქვაძე, ჯანელიძე, დაფე - ბუხაიძე.

სათადარიგო: შერმადინი

მწვრთნელი: გელა სანაია

ტორპედო (4-2-3-1): რ. კვასხვაძე - ხურცილავა, ჭიჭინაძე, გ. გურული, ქიმაძე - მამასახლისი, გიგაური - გ. დოლიძე (58. საღრიშვილი), გ. კუხიანიძე (65. ფურცხვანიძე), ტაბატაძე - კაპანაძე (82. ს. კუხიანიძე).

სათადარიგოები: მ. ქვილითაია, ადამაძე, იონანიძე, ბურჯანაძე.

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გაფრთხილება: დაფე (56)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ბომბარდირები

ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11

მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8

მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 7

ბ. არაბული (დინამო თბ) 6

დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 6

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
აჰა, ხელოვნური საფარი.კოლხეთს 11 კაცი ვეღარ მოუქუჩებია და ასევეა შუქურაც.არც ახლა დაიჯერებენ ,რომ მასზე მუდმივი თამაში და ვარჯიში ანგრევს სახსრებს? ახლა წარმოვიდგინოთ რას უზავს ეს საფარი ბავშვებს.
გოგა
ფეხბურთი ჩვენთან უკვე კარიკატურის დონეზეა
nika
მე ამ თამაშს ვესწრებოდი და ბევრი ფოთელი და თან არამარტო ამ თამაშს ჩვენ ფოთელები ყოველ ტურზე ჩავდივართ ქობულეთში რომ ვუგულშემატკივროთ ჩვენი ქალაქის გუნდს და რაც შეეხება პრობლემას როდესაც ფინანსები არ გაგაჩნია ოტიენო დაფე კოროპკა და მსგავსი ფეხბურთელების ჩამოყვანას ადგილობრივი დუბლები ათამაშო ჯობია და ნაკლები ფინანსები დახარჯო და ფორმის პრობლემა და საკაპიტნო გერბის პრობლემა მოაგვარო! და პლიუს ფედერაცია არუნდა აძლევდეს ასეთი გუნდის ასპარეზობის საშუალება იმიტომ რომ სირცხვილია და ყველაფერზე თვალის დახუჭვას მივყავართ ამ სამარცხვინო ფაქტებამდე!
ქომაგი
ღმერთო, რა საცოდაობაა. ოთხი მაისურის, ტრუსისა და გეტრების ფული არ ჰქონდა გუნდს რომ დუბლებიდან ახალგაზრდები დაემატებინა! რა უნდა მოსთხოვო ეხლა ამათ? არადა, კოლხეთი წინა სეზონში კარგად გამოიყურებოდა, თავისი ფინანსებიდან გამომდინარე მაგარი შედეგიც დადო. უფულობას რა ვუთხარი თორე, ეს გუნდი ფოთში რომ თამაშობდეს ამ დღეში არ იქნებოდა. თბილისელი ვარ და დინამოს შემდეგ მართლა ამ გუნდს ვგულშემატკივრობ ეროვნულ ლიგაში. წინ კოლხეთი! წარმატებები...
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
ნიკა კაჭარავას სუპერგოლი ცსკა-ს კარში [VIDEO]
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
[VIDEO] საქართველოს ჩემპიონატი სენსაციით დაიწყო - დებიუტანტის გამარჯვება ქუთაისში სუპერგოლით!
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
სუპერგოლი გერმანიის ჩემპიონატის მეოთხე დივიზიონიდან [VIDEO]
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს