პუერტორიკოელმა მიგელ კოტომ ნიკარაგუელ რიკარდო მაიორგას სძლია, არგენტინელმა სერხიო მარტინესმა კი უკრაინელ სერგეი ძინზირუკს
შაბათს, ოკეანის გაღმა ორი საინტერესო ორთაბრძოლა გაიმართა. ლას ვეგასში პირველ საშუალო წონაში WBA-ის ტიტულს იცავდა პუერტორიკოელი მიგელ კოტო, რომელსაც მეტოქედ ჰყავდა ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ვეტერანი ნიკარაგუელი რიკარდო მაიორგა.

ბრძოლა იმაზე მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე ამას ექსპერტები ვარაუდობდნენ. მაიორგა დარტყმების რაოდენობით არ ჩამოუვარდებოდა მოწინააღმდეგეს, მაგრამ უფრო ზუსტი კოტოს მოქნეული მუშტები იყო. მოკრივეებმა ბოლო რაუნდამდე მიაღწიეს და აქ ვეტერანმა მძიმე დარტყმა მიიღო მარცხნიდან, რის შემდეგაც რიგზე დაეცა. ნიკარაგუელი დიდი გაჭირვებით წამოდგა და ბრძოლის გაგრძელება გადაწყვიტა, მაგრამ იქვე ჟესტებით ანიშნა რეფერის, რომ აღარ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა. კოტოს ტექნიკური ნოკაუტით მოგება ჩაუთვალეს და პუერტორიკოელმა შეინარჩუნა ჩემპიონის ტიტული.

ბრძოლის შემდეგ მაიორგამ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა: "წასვლას ვაპირებ. ვფიქრობ, ახალი სამუშაოს ძებნა უნდა დავიწყო. ამ ბრძოლის დანიშვნისთანავე ვთქვი, რომ წაგების შემთხვევაში წავიდოდი რინგიდან და ახლა დანაპირებს ვასრულებ. ჩემი გამოსვლით უკმაყოფილო დავრჩი. მიგელ კოტო ძალიან ძლიერად ურტყამს, თუმცა მე არ შემშინებია".

არანაკლებ საინტერესო იყო მეორე ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ჟურნალ "რინგის" მიერ 2010 წლის საუკეთესო მოკრივედ აღიარებული სერხიო მარტინესი. მისი მეტოქე იყო ასევე პირველ საშუალო წონაში WBO-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, უკრაინელი სერგეი ძინზირუკი. ბრძოლა საშუალო წონაში იმართებოდა და ფსონად იყო ტიტული, რომელსაც არგენტინელი ფლობდა, ამასთან, უკრაინელი წაგების შემთხვევაში ინარჩუნებდა თავის საჩემპიონო ქამარს.

ამ შემთხვევაშიც გამართლდა სპეციალისტთა და ბუკმეიკერთა პროგნოზი. მეოთხე რაუნდში მარტინესის დარტყმების სერიის შემდეგ ძინზირუკი პირველად დაეცა რინგზე და მსაჯმა მას ნოკდაუნი დაუთვალა. მეხუთე რაუნდში უკრაინელი ისევ მოხვდა ნოკდაუნში - ამჯერად წარმატებული იყო ოთხი ზუსტი დარტყმისგან შემდგარი სერია. რიგით მესამე ნოკდაუნი მაყურებელმა მერვე რაუნდში იხილა - უკრაინელმა ამჯერად მარცხნიდან დარტყმა გაატარა და რინგზე აღმოჩნდა, თუმცა ძალიან მალე წამოდგა.ჯობდა ეს არ გაეკეთებინა, რადგან რამდენიმე წამში მორიგი ზუსტი დარტყმა მოხვდა ყბაში და ისევ დაეცა.

ეს უკვე აქამდე დაუმარცხებელი უკრაინელის განადგურებას ნიშნავდა. ამ რაუნდში მესამე და სულ შეხვედრაში მეხუთე ნოკდაუნის შემდეგ რეფერიმ ბრძოლის გაგრძელება უაზრობად ჩათვალა და მარტინესს ტექნიკური ნოკაუტით მოგება ჩაუთვალა. სტატისტიკის მიხედვით, მარტინესმა 226 ზუსტი დარტყმა შეასრულა, ძინზირუკმა - 160.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა