რეკორდები, იუბილეები, შეწყვეტილი სერიები...
თითო-ოროლა ტური და ევროპის ტოპ-ლიგებისთვის სეზონი დასრულებულია. "ჩელსიმ" ჩემპიონობა გაიფორმა, ის ახალი გრანდია ინგლისურ ფეხბურთში, რადგან თავისი 6 საჩემპიონო ტიტულიდან 5 პრემიერლიგის ეპოქაში (1992 წლიდან) აქვს მოპოვებული.

პრემიერლიგა: მეოთხე იტალიელი

* 5-მა გუნდმა სეზონში 70-ზე მეტი გოლი პირველად გაიტანა 1905/06 წლების სეზონის შემდეგ.

* "არსენალმა" ამ სეზონში 5-ჯერ შეძლო საგარეო მატჩებში 4 და მეტი გოლის გატანა. ეს კი 1936/37 წლების სეზონის მერე არ მომხდარა.

* ალექსის სანჩესი გახდა მე-8 ფეხბურთელი, ვინც "არსენალის" მაისურით პრემიერლიგაში 50 გოლი გაიტანა.

* ალექსის სანჩესმა (არსენალი) ამ სეზონში 15 გოლი გაიტანა საგარეო მატჩებში. პრემიერლიგაში ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ კევინ ფილიპსს (1999/2000 წწ) ჰქონდა.

* პიტერ კრაუჩმა (სტოკ სიტი) "არსენალის" კარში 9 გოლი გაიტანა, მეტი მხოლოდ უეინ რუნისა (11) და რობი ფაულერს (10) გაუტანიათ.

* ამ სეზონში ალექსის სანჩესი (არსენალი) გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ორნიშნა ციფრს მიაღწია გოლებსა და საგოლე პასებში (20 გოლი, 10 პასი).

* პეტრ ჩეხმა პრემიერლიგაში მე-400 მატჩი ითამაშა: 333 "ჩელსის" მაისურით, 67 - "არსენალის".

* ჯოშუა კინგზე (ბორნმუთი, 13 გოლი) მეტი გოლი 2017 წელს მხოლოდ რომელუ ლუკაკუს აქვს გატანილი პრემიერლიგაში - 14.

* სემ ვოუკსმა (ბარნლი) ბოლო 4 ტურში 4 გოლი გაიტანა, მაშინ, როცა წინა 58-ში - მხოლოდ ხუთი.

* პატრიკ ბემფორდმა (მიდლსბრო) ოფიციალურ მატჩში 760-დღიანი პაუზის შემდეგ გაიტანა.

* კაილ ნოუტონმა (სუონსი) პრემიერლიგაში პირველი გოლი 141-ე ცდაზე გაიტანა.

* ფერნანდო ლორენტემ (სუონსი) ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა თავით პრემიერლიგაში - 7.

* 2017 წელს პრემიერლიგაში ყველაზე მეტი საგოლე პასი გილფი სიგურდსონს (სუონსი) დაუგროვდა - 8.

* "სანდერლენდს" შინ 9 ტურია, არ მოუგია.

* შინჯი ოკაზაკის (ლესტერი) 23 მატჩის განმავლობაში არ ჰქონდა გოლი გატანილი.

* დავიდ სილვამ (სიტი) 2014 წლის მერე პირველად გაიტანა ზედიზედ ორ ტურში.

* პირველად მოხდა, რომ პრემიერლიგაში ხოსეპ გვარდიოლამ (სიტი) ზუსტად ის შემადგენლობა დააყენა, რაც წინა ტურში.

* ანტონიო კონტე მხოლოდ მეოთხე უცხოელი მწვრთნელია, ვინც პრემიერლიგა სადებიუტო წელსვე მოიგო. მანამდე ეს მოურინიომ, ანჩელოტიმ და პელეგრინიმ გააკეთეს.

* ანტონიო კონტე მეოთხე იტალიელი მწვრთნელია, ვინც პრემიერლიგა მოიგო (ანჩელოტის, მანჩინისა და რანიერის შემდეგ).

* "ჩელსი" მეექვსედ გახდა ინგლისის ჩემპიონი, მეხუთედ პრემიერლიგის ეპოქაში.

* "ჩელსიმ" "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩში გოლი 23-ე ცდაზე გაიტანა გოლი.

* მხოლოდ მესამედ მოხდა ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში, რომ ბოლო ტურის წინ ორი ლონდონური კლუბი ლიდერობს.

* "ტოტენჰემმა" ჩემპიონატში ზედიზედ მე-14 მატჩი მოიგო შინ, რითაც კლუბის რეკორდი გაიმეორა (1987 წ).

* "ტოტენჰემმა" ჩემპიონატი "უაით ჰართ ლეინზე" დაუმარცხებლად 1964/65 წლების სეზონის შემდეგ პირველად ჩაამთავრა.

* "ჰალი" პრემიერლიგის ეპოქაში მესამე გუნდია "ჩარლტონისა" (1998/99) და "ბოლტონის" (2011/12) შემდეგ, რომელიც ელიტაში აღზევებიდან პირველივე სეზონში დაქვეითდა.

* ნგოლო კანტე (ჩელსი) პირველი ფეხბურთელია, ვინც პრემიერლიგა ზედიზედ ორ სეზონში სხვადასხვა გუნდის მაისურით მოიგო.

ლა ლიგა: დაარტყა და გაიტანა

* 2013 წლის მერე პირველად მოხდა, რომ ტურში ორმა კოლუმბიელმა გაიტანა (ჯონ მონდრაგონი, ადრიან რამოსი).

* გილერმე ოჩოამ (გრანადა) ამ სეზონში ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტი გოლი გაუშვა (80) და ყველაზე მეტი "სეივი" მიითვალა (161).

* 80 გოლის გაშვება სეზონში ლა ლიგის ანტირეკორდია მეკარისთვის (გილერმე ოჩოა).

* ხამეს როდრიგესმა "რეალის" მაისურით გამართულ 110 შეხვედრაში 75 გოლში მიიღო მონაწილეობა (36 გოლი, 39 საგოლე პასი).

* "ბარსელონასა" და "მონაკოს" შემდეგ "რეალი" მესამე გუნდია, რომელმაც სეზონში 100 გოლი გაიტანა ჩემპიონატის მატჩებში.

* კრიშტიანო რონალდომ (რეალი) ჯიმი გრივზის რეკორდი (366 გოლი ტოპ-ლიგებში) ორით გააუმჯობესა.

* ნეიმარმა "ბარსელონას" მაისურით პირველად შეასრულა ჰეთ თრიკი სტუმრად.

* ნაჩო ფერნანდესმა (რეალი) პირველად დაარტყა საჯარიმო ლა ლიგაში და პირველივე ცდაზე გაიტანა.

* მატეო კოვაჩიჩი მეოთხე ხორვატია, ვინც "რეალის" მაისურით ლა ლიგაში 50 მატჩი ითამაშა (მოდრიჩის, შუკერისა და პროსინეჩკის შემდეგ).

ბუნდესლიგა: უხვგოლიანობა

* ამ სეზონში ყველაზე უხვგოლიანი ტური 33-ე ტური გამოდგა - 37 გოლი.

* პიერ-მიშელ ლასოგამ (ჰამბურგი) ბუნდესლიგაში გოლი წელიწადზე მეტი ხნის პაუზის მერე გაიტანა.

* ამ სეზონში "ბაიერნმა" უკვე გაიტანა 8 გოლი მას მერე, რაც თამაშისთვის გამოყოფილი 90 წუთი ამოიწურა.

* დავიდ ალაბამ (ბაიერნი) ბუნდესლიგაში 8 გოლიდან 6 საჯარიმო დარტყმებით გაიტანა.

* იოშინორი მუტოს (მაინცი) გოლი "აინტრახტის" კარში მე-200 გამოდგა იაპონელი ფეხბურთელებისთვის ბუნდესლიგაში.

* "მაინცმა" ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა თავით - 14.

* ტაიფუნის ხელმძღვანელობით, "ლევერკუზენმა" 11 ტურში მხოლოდ 10 გოლი გაიტანა.

* ტიაგო ალკანტარამ (ბაიერნი) საგარეო გოლი ბუნდესლიგაში 2014 წლის თებერვლის მერე პირველად გაიტანა.

* ბრანიმირ ჰრგოტამ (აინტრახტი) თავისი 12 გოლიდან ბუნდესლიგაში 6 "მაინცის" კარში გაიტანა.

* პიერ-ემერიკ ობამეიანგს ბუნდესლიგაში 100 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული (83 გოლი, 17 საგოლე პასი).

* გვიდო ბურგშტალერის (შალკე) 9 გოლიდან ბუნდესლიგაში 6 მატჩის პირველი გოლი იყო.

* მარიო გომესმა (ვოლფსბურგი) უფრო მეტი გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში (153), ვიდრე "გლადბახის" სასტარტო შემადგენლობამ (114) ერთად.

* "ლაიპციგს" შინ 4 მატჩის განმავლობაში არ ჰქონდა გაშვებული გოლი და ერთბაშად 5 გაუშვა "ბაიერნთან" მატჩში.

* რობერტ ლევანდოვსკიმ (ბაიერნი) 150 გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში. აქამდე ეს მხოლოდ 7-მა ფეხბურთელმა მოახერხა გერმანიაში.

სერია A: აუტსაიდერი ჩემპიონის გრაფიკით

* "ატალანტამ" ბოლო 16 მატჩში მხოლოდ ერთი წააგო და 8 ტურია, დაუმარცხებელია (3 მოგება, 5 ფრე).

* ანდრეა კონტის (ატალანტა) მცველებს შორის ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი ევროპის ტოპ-5 ლიგაში - 8.

* რიკარდო მონტოლივომ (მილანი) ჩემპიონატში 223-დღიანი პაუზის შემდეგ ითამაშა.

* რომის "ლაციოს" უკვე 72 გოლი აქვს გატანილი სეზონში, რაც ამ კლუბისთვის რეკორდულია.

* "კროტონემ" ბოლო 7 ტურში 17 ქულა აიღო. მხოლოდ ეს პერიოდი რომ ითვლებოდეს, "კროტონე" ჩემპიონი გახდებოდა.

* დანიელე დე როსიმ (რომა) ზედიზედ სამ ტურში კარიერაში პირველად გაიტანა.

* ჯანლუიჯი ბუფონმა "იუვენტუსის" მაისურით ჩემპიონატში 450-ე მატჩი ითამაშა.

* "ტორინომ" ამ სეზონში "ნაპოლისგან" 10 გოლი გაუშვა.

* "ნაპოლიმ" ამ სეზონში 46 გოლი გაიტანა სტუმრად, რითაც "იუვენტუსის" რეკორდი (1949/50) გაიმეორა.

* მილანის "ინტერმა" საკუთარი ყველაზე ხანგრძლივი მოუგებელი სერია გაიმეორა ჩემპიონატში - 8.

* "რომამ" ბოლო 9 მატჩიდან 6-ში შეძლო სულ მცირე, 3 გოლის გატანა.

ლიგა 1: სერის სეირი

* ჟან-მიშელ სერი (ნიცა) ბურთს 181-ჯერ შეეხო, რაც ლიგა 1-ის რეკორდია ბოლო 10 სეზონის განმავლობაში.

* ემილიანო სალამ 12 გოლი გაიტანა, რაც "ნანტის" ფეხბურთელისთვის 2000/01 წლების სეზონის მერე საუკეთესო შედეგია.

* კრისტოფ გალტიეს ხელმძღვანელობით, პსჟ-სთან მარცხი "სენტ ეტიენისთვის" უცუდესია შინ - 0:5.

* "მონაკომ" ბოლო 30 ტურში ერთი გოლი მაინც გაიტანა, რაც ამ კლუბისთვის რეკორდული სერიაა.

* "ნიცამ" 23-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა შინ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
დიდი ფეხბურთი მადრიდში - ინგლისმა ესპანეთს დრამატულ მატჩში სძლია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"უხერხული პოლიტიკური მცდელობა იყო" - ბუფონმა პირლოზე ისაუბრა
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ბარსელონა" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელით დაინტერესდა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
"რომამ" შესაძლოა, სერია A-ს 11 ტურის შემდეგ მწვრთნელი უკვე მეორედ შეიცვალოს
"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
34 წლის ასაკში - გომესი ფეხბურთიდან ღირსეულად წავიდა
2020 წლის საუკეთესო გუნდი, რომელიც გულშემატკივარმა დააკომპლექტა [PHOTO]
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
დებიუტი პროფესიონალურ დონეზე - ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ტიაგო ალკანტარამ "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი გუნდში მისვლიდან 1 თვეში დატოვა
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
საქართველოსთან მატჩის წინ ესპანეთის 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
ერთი წლის შემდეგ ალაბა მოედანს უბრუნდება
"ის გენიოსია! ჩემი აზრები წაიკითხა" - მარიო გომესმა "ჩელსისთან" პენალტების სერია გაიხსენა და პეტერ ჩეხზე ისაუბრა
"ნაპოლიც" ასე მოიქცა და იცით, შემდეგ რა მოხდა?" - დე როსიმ დიბალას არაბეთში ტრანსფერზე ისაუბრა
10 მილიონი ევრო სეზონში - ლევანდოვსკი თურქეთში გადაბარგებასთან ახლოსაა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
ტიაგო ალკანტარა "ლივერპულს" დიდი ხნით გამოაკლდა
მარიო გომესი სამკურნალოა
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
"რეალისა" და "ბაიერნის" ყოფილი მცველი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
კონტე მზადაა - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანახმაა
"რომამ" დანიელე დე როსი გაათავისუფლა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
ფერანი რჩება - "ბარსელონა" ტორესს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
ვის აქვს ყველაზე მეტი ჰეთრიკი 21-ე საუკუნეში?
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მიქაუტაძესთან" სატელეფონო საუბარი მქონდა, თუმცა..."- დე როსიმ ქართველზე ისაუბრა
მარიო გომესი "შტუტგარტს" დაუბრუნდა
ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში
ტიაგო ალკანტარამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ბუნდესლიგა. VI ტურის წინ: როგორ ასცდნენ ერთმანეთს მარიო და "ბაიერნი"
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
ტიაგო: მეზიზღება თანამედროვე ფეხბურთი...
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
ანჩელოტი იტალიაში დაბრუნდება? - "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამი კანდიდატურა ჰყავს