ალეგრი ფანებს ამშვიდებს, ვიმოქმედებთ!
"იუვენტუსისთვის" ფრეც საკმარისი იქნებოდა მორიგი სკუდეტოს მოსაპოვებლად, მაგრამ "რომასთან" დამარცხდა და ფიესტა მინიმუმ, ერთი კვირით გადაიდო. სერია A-ს მომდევნო ტურში ტურინული გრანდი "კროტონეს" უმასპინძლებს და დიდი ალბათობით, სწორედ ამ შეხვედრაში გახდება ჩემპიონი.

იქამდე "იუვეს" იტალიის თასის ფინალი აქვს სათამაშო - 17 მაისს რომის ოლიმპიურ სტადიონზე "ვეკია სენიორა" "ლაციოს" დაუპირისპირდება. ტურინული გრანდი ტრიპლეტს უმიზნებს - წინ გადამწყვეტი მატჩებია, ალეგრიმ კი მედიასთან ვრცლად და საინტერესოდ ისაუბრა...

რომასთან მარცხი

პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, შემდეგ კი რაღაც მოიშალა მექანიზმში და დამსახურებულად დავმარცხდით. როდესაც ჩემპიონატის მეორე გუნდს ეთამაშები, სრული კონცენტრაციაა საჭირო, ჩვენ კი ყურადღება აშკარად მოვადუნეთ. თუ ვინმე თვლის, რომ უკვე ჩემპიონები ვართ, ძალიან ცდება, რადგან წინ კიდევ ორი ტურია, სკუდეტოს მოპოვების შანსი კი, ჩვენ გარდა, "რომას" და "ნაპოლის" აქვთ. ასეთ დროს მოდუნება შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. მომდევნო ტურში მხოლოდ მოგება გვჭირდება, რათა სკუდეტო გავინაღდოთ - იქამდე არაფერია გადაწყვეტილი.

ჩავარდნა

მართალია, ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ვასპარეზობთ, მაგრამ ფაქტია, რომ სერია A-ს ბოლო 3 ტურში მხოლოდ ორი ქულა ავიღეთ - "ტორინოსთან" და "ატალანტასთან" ფრეს დავჯერდით, რომში კი წავაგეთ. ეს სიგნალია უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ - თუ მსგავსი შეცდომები გავიმეორეთ, ვერც იტალიის თასს მოვიგებთ და ვერც ჩემპიონთა ლიგას. არის თუ არა ეს ჩავარდნა? - შესაძლოა, მაგრამ ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას და თასის ფინალში სხვა "იუვენტუსს" იხილავთ.

ტაქტიკა

მწვრთნელს არსენალში აუცილებლად უნდა ჰქონდეს რამდენიმე ტაქტიკური მონახაზი. ჩვენ ხან 4-2-3-1-ს ვიყენებთ, ხან 3-5-2-ს, ხან 3-4-2-1-ს და ხანაც 4-3-3-ს. ასეთ შემთხვევაში, მეტოქისთვის ყოველთვის ამოუცნობი ხარ, რაც გუნდისთვის დიდი პლუსია. ვცვლი თუ არა ტაქტიკებს მეტოქის მიხედვით? - რა თქმა უნდა, ესეც გასათვალისწინებელია, თუმცა მთავარი ჩემი ფეხბურთელების მზადყოფნა და ფიზიკური კონდიციაა. რა სქემას ავირჩევ იტალიის თასის ფინალში? - ამაზე ჯერ არ მაქვს პასუხი...

რეალი

ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ჯერ არ ვფიქრობთ, რადგან იქამდე დროა. თანაც, წინ უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება. მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია და ამით ყველაფერია ნათქვამი. მიუხედავად ამისა, არ ვთვლი, რომ ფავორიტი მეტოქეა, რადგან ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის მოსაგებად ჩვენც სრულ მზადყოფნაში ვართ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა