გიორგი შერმადინის მორიგი, ამჯერად ყველაზე სოლიდური წარმატება
გიორგი შერმადინის მორიგი, ამჯერად ყველაზე სოლიდური წარმატება.

"ანდორა მორაბანკის" ქართველი ცენტრი ესპანეთის უმაღლესი ლიგის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს. შერმადინმა წინახაზელების გამოკითხვაში ბოიან დუბლიევიჩის კვალზე მეორე ადგილი დაიკავა და ესპანური ლიგის უძლიერეს ხუთეულში მოხვდა.

გამოკითხვაში 4 ფენა მონაწილეობდა: მწვრთნელები, მოთამაშეები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები (სოციალური ქსელების მეშვეობით). გიორგი შერმადინმა წინახაზელებში უკან მოიტოვა "რეალის" 2 უძლიერესი მეფარე - ენტონი რენდოლფი და გუსტავო აიონი, ასევე, ბარსელონელი ანტე ტომიჩი. ქართველ ცენტრს მხოლოდ მონტენეგროელმა ბოიან დუბლიევიჩმა გადაასწრო, თუმცა, წესის თანახმად, სიმბოლურ ხუთეულში საუკეთესო 2 წინახაზელი, 2 საუკეთესო მსუბუქი ფორვარდი და ერთიც გამთამაშებელი შევიდნენ.

დუბლიევიჩთან და შერმადინთან ერთად ესპანური ლიგის საუკეთესო ხუთული შეავსეს: სერხიო ლიულმა (გამთამაშებელი, "რეალი"), ევდვინ ჯექსონმა (მსროლელი, "ესტუდიანტესი") და ადამ ჰანგამ (მს. ფორვარდი, "ბასკონია").

ესპანური ლიგის რეგულარული ჩემპიონატი გუშინ დასრულდა, რომლის განმავლობაშიც გიორგი შერმადინი ყველაზე მეტჯერ - 3-ჯერ გახდა ტურის საუკეთესო მოთამაშე. ამას გარდა, შერმადინი ტურის უმაღლესი შედეგის (მარგი ქმედების კოეფიციენტი) მფლობელი კიდევ არაერთხელ გახდა, თუმცა MVP-ის ტიტული იმის გამო არ გადაეცა, რომ მისი გუნდი დამარცხდა. შერმადინი მიმდინარე სეზონში "ანდორას" შემადგენლობაში საშუალოდ 26 წუთს თამაშობდა, რის განმავლობაშიც 15.3 ქულას და 7,6 მოხსნას აგროვებდა. რაც მთავარია, მისი საერთო სარგებლიანობის ინდექსი მატჩში საშუალოდ 21.3 ერთეულს შეადგენდა, რაც ყველაზე მაღალი და მნიშვნელოვანი რეზულტატია.

ესპანური ლიგის საუკეთესო მოთამაშის პრიზის მფლობელი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რომელიც ასევე ზემოთ ხსენებული გამოკითხვის პრინციპით უნდა შეირჩეს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

kaxa
სასწრაფოდ ნბა-ში. იქ ვაბშე დაგლიჯავს. მაგარია და ალალია ამ კაცზე ყველაფერი თან წესიერი ჯიგარსონაა....
Bmb
მომავალ წელს ან რეალში, ან ნბა-ში
lugu123
ფანტასტიკურია გიო.მიდი გენაცვა ასე გონიერად და ჯიუტად. გილოცავ წინსვლას
ქუთაისელი
მართლა ოქროს ხელები აქვს გიორგის! :) წარმატებები!
ირაკლი
შერმადინი NBA-ში!
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის ბენეფისი კლუჟ-ნაპოკასთან მოგებულ მატჩში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა