ლეგენდარულმა შვეიცარიელმა პარიზში თამაში უაზრობად მიიჩნია
შვეიცარიელმა ლეგენდამ როჯერ ფედერერმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ არ ითამაშებს "დიდი სლემის" მეორე ტურნირზე - როლან გაროსზე, რომელიც მაისის მიწურულს, პარიზში დაიწყება.

"სამწუხაროდ, მივიღე გადაწყვეტილება - არ ვითამაშო საფრანგეთის ღია პირველობაზე. ძალიან მონდომებით ვმუშაობდი კორტზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მაგრამ იმისთვის, რომ ტურში კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გავაგრძელო გამოსვლა, უმჯობესი იქნება დავასრულო სეზონის ეს ნაწილი და მოვემზადო ბალახისა და ჰარდის ტურნირებისთვის.

ძალიან კარგად დავიწყე ეს სეზონი,მაგრამ უნდა მესმოდეს, რომ ჩემს კალენდარზეა დამოკიდებული კარიერის ხანგრძლივობა. ასე რომ, ჩემს გუნდთან ერთად გადავწყვიტე - გრუნტის საფარზე ერთ ტურნირზე გამოსვლა კარგად არ აისახება ჩემს მზადებაზე სეზონის დარჩენილ ნაწილში. დამაკლდებიან ფრანგი გულშემატკივრები, რომლებიც ყოველთვის მხარს მიჭერდნენ. იმედი მაქვს, რომ შევხვდები მათ მომავალ სეზონში როლან გაროსზე", - მოჰყავს ფედერერის სიტყვები ჩოგბურთელის ოფიციალურ ვებგვერდს. სხვათა შორის, როჯერმა შარშანაც გამოტოვა საფრანგეთის ღია პირველობა.

2017 წელს, შვეიცარიელი დაბრუნდა პროფესიულ ტურში თითქმის ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ და მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა, ასევე ზედიზედ იმარჯვა მაიამისა და ინდიან უელსის "მასტერსებზე". ამის შემდეგ, როჯერმა განაცხადა, რომ გამოტოვებდა გრუნტის სეზონის ყველა ტურნირს, გარდა როლან გაროსისა.

ასე რომ, მივიღეთ შემდეგი სიტუაცია: პირველად 1978 წლის შემდეგ, როლან გაროსზე არ ითამაშებს ავსტრალიის ღიას არც ერთი მოქმედი ჩემპიონი. შეგახსენებთ, რომ ქალებს შორის ჩემპიონის - სერენა უილიამსის უთამაშებლობის მიზეზი - ფეხმძიმობაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა