მაურო იკარდი 110 მილიონ ევროდ ფასობს
"ინტერმა" სეზონი ჩააგდო და თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, გუნდში დიდი წმენდაა მოსალოდნელი. კლუბის მესვეურები ახალ მწვრთნელს ეძებენ, თუმცა აქედანვე აქვთ მონიშნული იმ ფეხბურთელების გვარები, რომლებსაც გუნდის დატოვება მოუწევთ.

შესაძლოა, "ინტერი" ლიდერებმა დატოვონ და მათ შორის, მაურო იკარდიმ, რომლის გვარსაც ყოველ ზაფხულს უკავშირებენ ინგლისურ და ესპანურ გრანდებს. ცნობილია, რომ იკარდის ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში და ამ საკითხით მისი მეუღლე და პირადი აგენტი ვანდა ნარა აქტიურად სპეკულირებს. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 24 წლის ფორვარდს 24 გოლი აქვს გატანილი, კარგ ფორმაშია და მასზე მოთხოვნა ისევ დიდია. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, იკარდის საბაზრო ღირებულება 110 მილიონი ევროა, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგეს, "ინტერი" არგენტინელ ფორვარდში 80 მილიონ ევროსაც სიამოვნებით აიღებს.

"ინტერიდან" აბარგებას უწინასწარმეტყველენ ივან პერიშიჩსაც, რომლის გადაბირებით პრემიერლიგის გრანდები არიან დაინტერესებულნი - 28 წლის ხორვატის დამატება "ჩელსის", "არსენალს" და "მანჩესტერ სიტის" სურთ, მისი საბაზრო ღირებულება კი 50 მილიონი ევროა. "ინტერი" ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა, რაც პერიშიჩისთვის შესაძლოა, გადამწყვეტი ფაქტორი იყოს და მან ინგლისში არჩიოს კარიერის გაგრძელება.

"ინტერის" მესვეურები ფეხბურთლთა უმეტესობის გარჯით უკმაყოფილონი არიან და მათ ტრანსფერზე დაყენებას აპირებენ - ერთ-ერთი ჟოაო მარიო იქნება, რომელმაც ვერ გაამართლა გაცემული ავანსები და მის სანაცვლოდ გადახდილი კოლოსალური თანხა. "გაძეტას" მტკიცებით, ცნობილია 5 ფეხბურთელის გვარი, რომლებსაც მილანური გრანდის მესვეურები არ შეეხებიან - ლაპარაკია სამირ ჰანდანოვიჩზე, დანილო დამბროზიოზე, გარი მედელზე, რობერტო გალიარდინისა და ანტონიო კანდრევაზე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"ბო****ლო ამ ყველაფრისთვის აუცილებლად გადაიხდი" - ნარასა და იკარდის შორის კონფლიქტი გრძელდება
უქმეების ყველაზე საინტერესო ტრანსფერები
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
კონტრაქტს გაუგრძელებენ - "გალათასარაის" იკარდის შენარჩუნება უნდა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] მოურინიოს და მისი ფეხბურთელების ხუმრობა იკარდის პენისის ზომაზე - "გალათასარაის" ფორვარდი მორიგ სკანდალში გაეხვა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
იკარდი შეიძლება "იუვენტუსში" გადავიდეს
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ლივერპულს" ევროპის ჩემპიონის გადაბირება სურს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
კონფედერაციათა თასი 2017: ისინი არ წავლენ რუსეთში...
[VIDEO] "მაქსი იმდენად გულუხვია, მეგობარი გამაცნო და მასზე გავთხოვდი" - ვანდა ნარას განცხადებას ყოფილი ქმრის თანდასწრებით, დიდი განხილვა მოჰყვა
პსჟ ჟოაო მარიოში სერჟ ორიესა და 30 მილიონს ჩამოდის
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
45 მლნ ევრო "სპორტინგს" - ჟოაო მარიო "ინტერის" ფეხბურთელია
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი